კიმი გა იო (იაპონ. 君が代?) — იაპონიის ეროვნული ჰიმნი და უმოკლესი ჰიმნი მსოფლიოში, რომელიც შედგება 32 სიმბოლოსგან.[1][2][3] მისი ტექსტი ეფუძნება ჰეიანის პერიოდის ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთ ლექსს. დღევანდელი მელოდია აირჩიეს 1880 წელს, რითაც შეცვალეს თერთმეტი წლის წინ დაწერილი არაპოპულარული მელოდია.

君が代
კიმი გა იო
ქართ. დაე გაგრძელდეს მეფობა შენი

იაპონიის ჰიმნი ორიგინალური ტექსტითა და ქართული ტრანსლიტერაციით
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
აგრეთვე ცნობილი როგორც
ქართ. იაპონიის ეროვნული ჰიმნი
ტექსტის ავტორი ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთი ლექსი, ჰეიანის პერიოდი, 794-1185 წლები
მუსიკის ავტორი იოშიისა ოკუ, აკიმორი ჰაიაში და ფრანც ეკერტი, 1880 წელი
შემოღებულ იქნა 1999

კიმი გა იო იყო იაპონიის ოფიციალური ჰიმნი იმპერიის პერიოდის დროს. მან დაკარგა თავისი სტატუსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, თუმცა გამოიყენებოდა როგორც არაოფიციალური ჰიმნი. 1999 წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო დროშისა და ეროვნული ჰიმნის შესახებ, რომელმაც დააკონონა იაპონიის დროშა და ჰიმნი.[1]

ისტორია და წარმოშობა

რედაქტირება
 
ჰინომარუ და კიმი გა იო სკოლის დასრულების ცერემონიაზე, ჰოკაიდო

ჰიმნის ტექსტი პირველად გაჩნდა პოემების იაპონურ ანთოლოგიაში, კოკინ ვაკაშუში, როგორც ანონიმური პოემა. შემდგომში პოემა ჩართული იქნა მრავალ სხვა ანთოლოგიაში და გამოიყენებოდა, როგორც სადღესასწაულო სიმღერა საზოგადოების ყველა ფენის მიერ. თანამედროვე ჰიმნისგან განსხვავებით, პოემა იწყებოდა "ვა გა კიმი ვა"-თი (შენ, ჩემო ხელმწიფეო), ხოლო ჰიმნი იწყება "კიმი გა იოვა"-თი (შენი მეფობა). ტექსტი შეიცვალა კამაკურას პერიოდის დროს.[4]

1869 წელს ჯონ უილიამ ფენტონმა, სამხედრო ორკესტრის ხელმძღვანელმა, შეამჩნია, რომ იაპონიას არ ჰქონდა ეროვნული ჰიმნი. მან შესთავაზა საცუმას კლანის ოფიცერს, ოიამა ივაოს, შეექმნათ იგი. ოიამა დათანხმდა და შესთავაზა რამდენიმე ტექსტი..[5] შესაძლოა ასეთი ტექსტი იყო არჩეული გაერთიანებული სამეფოს ჰიმნთან - ღმერთო, დაიფარე დედოფალი - მსგავსების გამო.[6] ჰიმნის ტექსტის შექმნის შემდეგ გადაწყდა ჰიმნის მელოდიის შექმნა. ორი[7] ან სამკვირიანი მომზადების შედეგად, ჰიმნი წარუდგენეს იაპონიის იმპერატორს 1870 წელს.[6] ეს იყო "კიმი გა იოს" პირველი ვერსია, რომელიც უარყოფილი იქნა, რადგანაც მას, იმპერატორის აზრით, აკლდა "საზეიმო განწყობა".[8]

1880 წელს სამეფო ტახტის სამმართველომ მიიღო იოშიისა ოკუსა და აკიმორი ჰაიაშის მიერ დაწერილი ახალი მელოდია. ხშირად კომპოზიტორად ითვლება ჰირომორი ჰაიაში, რომელიც იყო აკიმორის მამა და აკიმორი ჰაიაშისა და იოშიისა ოკუს ზედამხედველი. აკიმორი არის ასევე ფენტონის ერთ-ერთი მოსწავლე.[6] მიუხედავად იმისა, რომ მელოდია არის დაფუძნებული ტრადიციულ იაპონურ სამეფო მუსიკაზე, მასში იგრძნობა დასავლური ჰიმნების ზეგავლენა და ფენტონის თავდაპირველი არანჟირების ელემენტები.[9] ჰიმნის მეორე მელოდია შექმნა გერმანელმა მუსიკოსმა ფრანც ეკერტმა. მან დაუმატა მელოდიას დასავლური ჰარმონია და შექმნა კიმი გა იოს მეორე ვერსია, რომელიც დღესაც გამოიყენება. 1893 წელს კანაგაიოს შესრულება დაიწყეს სკოლებში.[4]

1999 წლის შემდეგ

რედაქტირება

სახელმწიფო დროშისა და ეროვნული ჰიმნის შესახებ კანონი მიღებულ იქნა 1999 წელს. მის თანახმად ჰინომარუ და კიმი გა იო ხდებოდნენ სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოები. კანონის მიღება დააჩქარა ქალაქ ჰიროსიმას ერთ–ერთი სკოლის დირექტორის თვითმკლელობამ, რომელმაც ვერ გადაწყვიტა დავა სკოლის საბჭოსა და სკოლის მასწავლებელებს შორის ჰინომარუსა და კიმი გა იოს გამოყენების გამო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქეიძო ობუტიმ გადაწყვიტა 'ჰინომარუსა და კიმი გა იოსთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ჰირომუ ნონაკას სახელმწიფო სომბოლოების მიღება სურდა იმპერატორ აკიჰიტოს კორონაციიდან მე-10 წელს.

სიმბოლოების მიღების მომხრეები იყვნენ LDP და CGP, ხოლო ოპოზიციაში ჩადგნენ SDPJ (იაპონიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) და იაპონელი კომუნისტები. იაპონიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ნაოტო კანი გამოვიდა სიმბოლოების მიღების მხარდაჭერით.[10]

იაპონიის პარლამენტმა კანონი მიიღო 1999 წლის 22 ივლისს, 403 მომხრითა და 86 მოწინააღმდეგით.[11]

1930 წლის ვოკალური ჩანაწერი
ოფიციალური ტექსტი[12] ჰირაგანა ქართული ტრანსლიტერაცია თარგმანი

君が代は
千代に
八千代に
さざれ石の
いわおとなりて
こけのむすまで

きみがよは
ちよに
やちよに
さざれいしの
いわおとなりて
こけのむすまで

კიმი გა იო ვა
ჩი იო ნი
იაჩი იო ნი
საძარე-იში ნო
ივაო ტო ნარი ტე
კოკე ნო მუსუ მადე.

დაე გაგრძელდეს მეფობა შენი,
ათასი,
რვანი ათასი თაობა,
სანამდის
ხავსით არ გალამაზდება კლდენი,
გაზრდილნი რიყის ქვისაგან.

კიმისა და კიმი გა იოს მნიშვნელობა

რედაქტირება
 
კიმი გა იოს შესრულება იაპონელი ფრენბურთელების მიერ ქალაქ ოსაკაში.

ტრადიციული ინტერპრიტაცია

რედაქტირება

ჰეიანის პერიოდიდან ან უფრო ადრეც, სიტყვა "კიმი" გამოიყენებოდა როგორც:

იმპერატორის ან მმართველის აღმნიშვნელი არსებითი სახელი;[13][14]
როგორც პატივის აღმნიშვნელი სუფიქსი.[13]

მაგალითად, ნაწარმოებში "მოთხრობა გენჯის შესახებ" პროტაგონისტ ჰიკარუ გენჯის (იაპონ. 光源氏?) ასევე კიმის უწოდებენ - ჰიკარუ ნო კიმი.

თანამედროვე ინტერპრეტაცია

რედაქტირება

1946 წლის 3 ნოემბერს მიღებული იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, იმპერატორი აღარ არის იაპონელთა სუვერენი, არამედ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლო.

1999 წელს, როდესაც მიმდინარეობდა დებატები ეროვნული ჰიმნისა და დროშის შესახებ კანონის ირგვლივ, რამდენიმეჯერ დაისვა კიმისა თუ კიმი გა იოს მნიშვნელობის საკითხი.

ამ სეკითხვებზე პასუხი გასვა პრემიერ-მინისტრმა კეიძო ობუჩიმ 1999 წლის 29 ივნისს:

"კიმი" აღნიშნავს იმპერატორს, როგორც სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლოს, და რომლის პოზიცია დაფუძნებულია იაპონიის მოქალაქეთა კონსენსუსურ სურვილზე. ხოლო ფრაზა კიმი გა იო აღნიშნავს ჩვენ სახელმწიფოს, რომლის ტახტზე, როგორც სახელმწიფოსა და ერის სიმბოლო, ზის იმპერატორი. ამიტომაც სწორად მიმაჩნია, ტექსტში იყოს სიტყვები კი მი გაიო, რადგანაც ეს არის იაპონელი ერის სურვილი.[15]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Hongo, Jun (2007-07-17). „Hinomaru, 'Kimigayo' express conflicts both past and future“. The Japan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2008-01-11.
  2. イギリス生活情報週刊誌-英国ニュースダイジェスト. ციტირების თარიღი: 2008-10-16.
  3. NAITO, T.. (1999-10) 「歌唱(ウタ)」を忘れた「君が代」論争. Bungeishunjū. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2008-10-16.
  4. 4.0 4.1 Mayumi Itoh. (July 2001)Japan's Neo-Nationalism: The Role of the Hinomaru and Kimigayo Legislation. JPRI WORKING PAPER. Published by Japan Policy Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2007-07-07.
  5. Aura Sabadus. (2006-03-14) Japan searches for Scot who modernised nation. The Scotsman. Published by Johnston Press Digital Publishing. ციტირების თარიღი: 2007-12-10.
  6. 6.0 6.1 6.2 Colin Joyce. (2005-08-30) Briton who gave Japan its anthem. Telegraph.co.uk. Published by Telegraph Media Group Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2007-12-10.
  7. Boyd, Richard; Tak-Wing Ngo (2006). State Making in Asia. Routledge, გვ. 40. ISBN 978-0-415-34611-5. 
  8. National Flag and Anthem (PDF). Web Japan. Japanese Ministry of Foreign Affairs (2000). ციტირების თარიღი: 2009-12-11.
  9. Hermann Gottschewski: "Hoiku shōka and the melody of the Japanese national anthem Kimi ga yo", in: Journal of the Society for Research in Asiatic Music (東洋音楽研究), No. 68 (2003), pp. (1)-(17). Published by The society for Research in Asiatic Music დაარქივებული 2009-02-11 საიტზე Wayback Machine. .
  10. 国旗国歌法制 化についての民主党の考え方 (იაპონური). Democratic Party of Japan (1999-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-15. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  11. 第145回国会 本会議 第47号 (იაპონური). National Diet Library (1999-07-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  12. 国旗及び国歌に関する法律 იაპონური (1999-08-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-21. ციტირების თარიღი: 2008-01-17.
  13. 13.0 13.1 新 村出記念財団(1998). A dictionary of Japanese 『広辞苑』 ("Kōjien"), 5th edition. Published by Iwanami Shoten, Publishers.
  14. 君が代の源 流 (in Japanese). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-29. ციტირების თარიღი: 2010-06-13. Inside "Kimigayo" (in English). Furuta's Historical Science Association. ციტირების თარიღი: 2008-05-10.
  15. The House of Representatives. (1999-06-29) Info of the minutes (in Japanese) of the plenary session No.41 of the House of Representatives in the 145th Diet term. Database run by National Diet Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-11. ციტირების თარიღი: 2008-05-10.