კიკი დიმულა
კიკი დიმულა (ბერძ. Κική Δημουλά; დ. 6 ივნისი, 1931, ათენი — გ. 22 თბერვალი, 2020, იქვე) იგივე ვასილიკი რადუ — ბერძენი პოეტი, ათენის აკადემიის ნამდვილი წევრი.
კიკი დიმულა | |
---|---|
ბერძ. Κική Δημουλά | |
დაბადების თარიღი | 6 ივნისი, 1931[1] |
დაბადების ადგილი | ათენი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 22 თებერვალი, 2020[3] [2] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ათენი[2] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და bank officer[4] |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
ჯილდოები | ლიტერატურის ევროპული პრიზი[5] , საბერძნეთის სახელმწიფო პრემია, მაკედონიის ჯილდო და Athens Academy Awards |
მეუღლე | ათოს დიმულასი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმულა დაიბადა ათენში. 1952 წელს დაქორწინდა ათოს დიმულასზე (1921-1985) და შეეძინა ორი შვილი. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა საბანკო მოხელედ. დღესდღეობით ათენის აკადემიის ნამდვილი წევრია (პოეზიის მიმართულებით) და ერთ-ერთი ყველაზე მეტად კითხვადი ბერძენი პოეტი.
შემოქმედება
რედაქტირებადიმულას პოეზიის ძირითადი საყრდენი ის ტკივილისმომგვრელი გრძნობებია, რომელიც ომისშემდგომი პერიოდის ეგზისტენციურ დაშლას თან სდევს. მისი შემოქმედების ქვაკუთხედია უიმედობა, დაუცველობა, არსებობის კრიზისი და დავიწყება. დიმულას პოეზია გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ფილოსოფიური ქვეტექსტების სიუხვით, რაც სიტყვის დიდი ოსტატობის მეშვეობით აქვს გადმოცემული თითოეულ ლექსში.
1989 წელს კიკი დიმულას კრებულისთვის „მშიდობით არასოდეს“ (Χαίρε ποτέ) გადაეცა საბერძნეთის პირველი სახელმწიფო პრემია. 2001 წელს პოეტი ათენის აკადემიის ნამდვილი წევრი ხდება (პოეზიის მიმართულებით).
დიმულას პოეზია თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, დანიურად, ესპანურად, იტალიურად, ქართულად და კიდევ ბევრ სხვა ენაზე. პირველი ქართულენოვანი თარგმანის ავტორია თათია მთვარელიძე, რომელმაც კრებულიში „შავი ჰალსტუხი“ თავი მოუყარა პოეტის ლექსებს დღემდე გამოცემული თითქმის ყველა პოეტური კრებულიდან[6] [7].
2014 წელს საბერძნეთის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ სესილ ინგლესის მარგელოსსა და რიკა ლესერს დიმულას ლექსების ინგლისურენოვანი გამოცემისთვის: „The Brazen Plagiarist.“
კრებულები და გამოცემები
რედაქტირებადიმულას გამოცემული აქვს 17 პოეტური და 3 პროზაული კრებული. პირველი პოეტური კრებული 1952 წელს გამოსცა:
- Ποιήματα (ლექსები), 1952
- Έρεβος (წყვდიადი), 1956
- Ερήμην (დაუსწრებლად), 1958
- Επί τα ίχνη (ნაკვალევზე), 1963
- Το λίγο του κόσμου (სამყაროს მცირე ნაწილი),1971
- Το Τελευταίο Σώμα μου (ჩემი უკანასკნელი სხეული), 1981
- Χαίρε ποτέ (მშვიდობით არასოდეს),1988
- Η εφηβεία της Λήθης (დავიწყების სიყრმე), 1996
- Eνός λεπτού μαζί (წუთიერი ერთადყოფნა), 1998
- Ήχος απομακρύνσεων (ხმა განშორებათა), 2001
- Χλόη θερμοκηπίου (შუშის სახლის მდელო), 2005
- Μεταφερθήκαμε παραπλεύρως (ოდნავ გვერდით გადავინაცვლოთ), 2007
- Συνάντηση (შეხვედრა), 2007
- Έρανος Σκεψεων, 2009
- Τα εύρετρα (მპოვნელის სარგო) 2010
- Δημόσιος Καιρός, 2014
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «Έφυγε» η Κική Δημουλά
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://www.lemonde.fr/disparitions/article/2020/02/23/kiki-dimoula-l-une-de-plus-importantes-poetesses-contemporaines-en-grece-est-morte_6030511_3382.html
- ↑ Greece’s Beloved Poet Kiki Dimoula Dies at 89
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.prixeuropeendelitterature.eu/-laureats-.html
- ↑ დიმულა კ., შავი ჰალსტუხი, პროგრამა „ლოგოსი“, თბილისი, 2017
- ↑ რადიო თავისუფლება: ახალგაზრდა მთარგმნელს გამარჯვება კიკი დიმულამ მოუტანა https://www.radiotavisupleba.ge/a/24206866.html