კიკვიტი
კიკვიტი (ფრანგ. Kikwit) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვილუს პროვინციაში.
ქალაქი | |
---|---|
კიკვიტი ფრანგ. Kikwit | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | კვილუს პროვინცია |
კოორდინატები | 5°02′00″ ს. გ. 18°49′00″ ა. გ. / 5.03333° ს. გ. 18.81667° ა. გ. |
ფართობი | 92 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 452 მ |
მოსახლეობა | 397 737 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
გეოგრაფია
რედაქტირებაკიკვიტი კვილუს პროვინციის მსხვილი ქალაქია, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე კუილუზე, ზღვის დონიდან 452 მეტრ სიმაღლეზე[1]. კიკვიტი რეგიონში ასევე ცნობილია დასახელებით «დედა» (ინგლ. The Mother). 2009 წლის 18 თებერვალს, ახალი კონსტიტუციის მიღებიდან 36 თვის შემდეგ, კიკვიტი გახდა ახალი კვილუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 397 737 ადამიანს[2].
ეკონომიკა
რედაქტირებაკიკვიტი — მთავარი კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქში არსებობს სტადიონი და აეროპორტი. კიკვიტი კინშასასთან დაკავშირებულია ავტოგზით და სამდინარე ტრანსპორტით.
ჯანდაცვა
რედაქტირება1995 წელს კიკვიტში იფეთქა სასიკვდილო ებოლას ციებ-ცხელებამ.
კულტურა
რედაქტირებაქალაქი ცნობილია ტრადიციული, კერძოდ პენდეს ხალხის, ცეკვებით. პენდეს მოცეკვავეები ხშირად ატარებენ ეროვნულ სამოსს, რომელიც შედგება ლამაზი ნიღბებისაგან და პალმა რაფიას ფოთლების ტანსაცმლისაგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kikwit, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer