კვირიას ხატი (ჭურჭელაურები)
კვირიას ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურების ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ხატი ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაშენი მასიური ნაგებობაა (1,15 x1,15 მ, სიმ, 1,85) . აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში პატარა სწორკუთხა ნიშებია. ხატს საფეხუროვანი პირამიდის ფორმის სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 423.