კვირიას ხატი (ლაფანაანთკარი)

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთ-აღმოსა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიას ხატი.

კვირიას ხატი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. უაფსიდო, ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმით. გადახურვა და გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი სწორკუთხაა. ეკლესიის აღმოსავლეთი ღერძზე შემორჩენილია შირიმის ქვით გამოყვანილი, შიგნით გაგანიერებული სარკმლის ქვედა ნაწილი. ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის შუა ნაწილში ერთმანეთის გვერდით ორი სწორკუთხა ნიშია, კედლის აღმოსავლეთ ნაწილში - ერთი. შიგნით ეკლესია გადახურული ყოფილა შეისრული ფორმის სხმული კამარით. ნანგრევებში აღმოჩნდა კარის არქიტრავი და ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები.

ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია ოთხი ერთმანეთის მომიჯნავე სათავსის საძირკვლის ნაშთი.

ლიტერატურა

რედაქტირება