კვაჰუ
კვაჰუ — პლატო სამხრეთ განაში. მოიცავს მდინარე ვოლტის აუზის ამაღლებულ სამხრეთ კიდეს. ქალაქ ვენჩიდან კოფირიდუამდე, შესაბამისად, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 260 კილომეტრზე. კვაჰუ განის მთავარი წყალგამყოფია. წარმოადგენს ერთი მხრივ, ქვეყნის დასავლეთი (ბირიმი, პრა, ანკობრა) და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთი (აფრამი, პრუ, სენე) ნაწილის მდინარეთა აუზების წყალგამყოფს. პლატოს საშუალო სიმაღლე 460 მ-ს აღწევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით მკაფიოდაა გამოკვეთილი ეროზიული ფერდობები. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. მაქსიმალური სიმაღლე 788 მ-ს აღწევს (მთა აკვავა). სამხრეთით შემოსილია ხშირი ტყით, რომელიც მას იცავს ჰარმატანისაგან. მთავარი ქალაქებია: ვენჩი, მამპონგი, მპრაესო და აბეტიფი.
კვაჰუ | |
---|---|
კოორდინატები: 6°34′48″ ჩ. გ. 0°43′47″ ა. გ. / 6.58000° ჩ. გ. 0.72972° ა. გ. | |
ქვეყანა | განა |
უმაღლესი წერტილი | აკვავა |
სიმაღლე | 788 მ |
სიგრძე | 260 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კვაჰუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)