კვაგა, ქვაგა (ლათ. Equus quagga quagga) — კენჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხენების გვარისა. ბარის ზებრის ქვესახეობა. ბინადრობდა სამხრეთ აფრიკაში XIX საუკუნემდე. დიდი ხნის მანძილზე მას ცალკე სახეობად განიხილავდნენ, მაგრამ გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი მსგგავსება იყო მასსა და ბურჩელის ზებრას შორის. სახელი მიიღო მისი ძახილის მიხედვით — „კუა-ჰა-ჰა“.

კვაგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ცხენისებრნი
გვარი:  ცხენები
ქვეგვარი:  ზებრები
სახეობა:  ბარის ზებრა
ქვესახეობა:  კვაგა
ლათინური სახელი
Equus quagga quagga
დაცვის სტატუსი
გადაშენებული
გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct : 7957
გავრცელება

მისი განაზომებია: დაახლოებით 257 სმ სიგრძე და 125–135 სმ სიმაღლე მინდაოში (მხართან). იგი სხვა ზებრებისგან ძირითადად ფერით განსხვავდებოდა. კვაგა მოყავისფრო ფერის იყო თეთრი ზოლებით, ძირითადად სხეულის წინა ნაწილზე. უკანა ნაწილზე ზოლები არ გააჩნდა და ამით გამოიხატებოდა მისი მსგავსება ცხენებთან. ზოლების განაწილება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვადასხვა ინდივიდებს შორის. ნაკლებია ცნობილი კვაგას ქცევის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ისინი ერთიანდებოდნენ 30-50 წევრიან რემებში. შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ველური და მკვირცხლი იყო, მაგრამ ასევე ბურჩელის ზებრაზე მორჩილი იყო ტყვეობაში და მისი მოშინაურება შესაძლებელი იყო. დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი კარუში, კაპის პროვინციაში და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში.

სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ნიდერლანდელების მასიური დასახლების შემდეგ, დაიწყო კვაგაზე ნადირობა შინაური საქონელისადმი საკვებისათვის კონკურენციის გამო. ამ დროს ზოგი მათგანი გადაიყვანეს ევროპის ზოოპარკებში, მაგრამ შეჯვარების პროგრამები წარუმატებელი აღმოჩნდა. უკანასკნელი ველური პოპულაცია ცხოვრობდა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კვაგა ველურ ბუნებაში გადაშენებულად 1878 წელს გამოცხადდა. ბოლო ცოცხალი ინდივიდი ამსტერდამში დაიღუპა 1883 წლის 12 აგვისტოს. მხოლოდ ერთი ინდივიდია ფოტოებზე აღბეჭდილი. 1984 წელს კვაგა გახდა პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელსაც ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი. დღეისათვის მიმდინარეობს პროგრამა კვაგა, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შექმნას და გაამრავლოს კვაგები ბურჩელის ზებრისგან.

ლიტერატურა

რედაქტირება