კეჩუთის წყალსაცავი

კეჩუთის წყალსაცავი (სომხ. Կեչուտի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში, საკურორტო ქალაქ ჯერმუკიდან სამხრეთით 3,5 კმ-ში, ზღვის დონიდან 1920 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავი აგებულია მდინარე არფაზე. წყალსაცავის აშენდა 1981 წელს და მისი ფართობი 145 ჰექტარია, საერთო მოცულობა - 23 მილიონი მ³, საშუალო სიღრმე - 20 მ, სანაპირო ხაზის სიგრძე - 8,5 კმ. წყლის რესურსების რეგულირებისთვის წყალსაცავიდან მილსადენის საშუალებით წყალი სევანში ჩაედინება.[1]

კეჩუთის წყალსაცავი
სომხ. Կեչուտի ջրամբար
კოორდინატები: 39°47′54″ ჩ. გ. 45°39′22″ ა. გ. / 39.79833° ჩ. გ. 45.65611° ა. გ. / 39.79833; 45.65611
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული ვაიოცძორის პროვინცია
ზღვის დონიდან 1920
ფართობი 1,45 კმ²
მოცულობა 0,023 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 8,5 კმ
საშუალო სიღრმე 20
მდინარე არფა
შევსების წელი 1981
კეჩუთის წყალსაცავი — სომხეთი
კეჩუთის წყალსაცავი

2007 წლის ბოლოს დასრულდა წყალსაცავის სარესტავრაციო სამუშაოები.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება