კეტლინ ჰიქსი
კეტლინ ჰოლანდი ჰიქსი (ინგლ. Kathleen Holland Hicks [1], დ. 25 სექტემბერი, 1970, ფერფილდი, კალიფორნია [2] [3]) — ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც 2021 წლის 9 თებერვლიდან დაიკავა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი. [1] პირველი ქალი, რომელიც სენატმა ამ თანამდებობაზე დაამტკიცა.[4] ადრე ობამას კაბინეტში იყო თავდაცვის მინისტრის მთავარი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში. 2020 წლისთვის ჰიქსი აკადემიური და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველად მსახურობდა, იყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის დირექტორი. [5] ამჟამად ქალთა შორის იკავებს ყველაზე მაღალ თანამდებობას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში.
კეტლინ ჰიქსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1970 (54 წლის) |
დაბადების ადგილი | Fairfield |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, მერილენდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
მამა | William J. Holland |
Განათლება
რედაქტირებაჰიქსმა წარჩინებით დაათავრა მაუნთ-ჰოლიოკის კოლეჯი 1991 წელს. მიიღო ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკაში. ეროვნულ უსაფრთხოებას სწავლობდა მერილენდის უნივერსიტეტის კოლეჯ პარკში. 2010 წელს გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი. [6] მისი სადისერტაციო თემა იყო „ცვლილებათა აგენტები: ვინ და რატომ ხელმძღვანელობს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას“, ხოლო თემის ხელმძღვანელი — ჩარლზ სტიუარტი.
კარიერა
რედაქტირება1993 წლიდან 2006 წლამდე ჰიქსი მსახურობდა სახელმწიფო მოხელედ თავდაცვის მინისტრის კანცელარიაში. გაიარა გზა სტაჟიორიდან უფროს აღასრულებელ თანამშრომლამდე. 2006 წლიდან 2009 წლამდე იყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ( CSIS ) უფროსი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა კვლევით პროექტებს.
2009 წელს ობამას პრეზიდენტობის დროს ჰიქსი დაინიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილედ სტრატეგიის, გეგმების და შეიარაღებული ძალების საკითხებში. 2012 წელს ჰიქსი დაინიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილედ პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ობამას დროს. ამ როლში ასრულებდა ოთხწლიანი თავდაცვის მიმოხილვაში მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლს, თან და კურირებდა 2012 წლის თავდაცვის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას. პრეზიდენტმა კეტლინ ჰიქსი დანიშნა მომავლის არმიის ეროვნული კომისიის კომისრად. ჰიქსი ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა საბჭოს წევრია და შედის ტრუმენის ეროვნული უსაფრთხოების პროექტის მრჩეველთა საბჭოსა და Soldier Strong - ში.
ჰიქსი ადრე იყო უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჰენრი კისინჯერის თავმჯდომარე და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი CSIS. იგი პარალელურად მუშაობდა დონალდ მარონის მეცნიერ-თანამშრომლად პოლ ხ. ნიტცის საერთაშორისო პერსპექტიული კვლევების სკოლაში. 2020 წლის ოქტომბერში იგი ასევე მსახურობდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ( CSIS ) მაღალი დონის გუნდში — CSIS-LSHTM ვაქცინების ნდობისა და დეზინფორმაციის შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, ლარსონ ჰაიდის და ჯ. სტივენ მორისონის თანათავმჯდომარეობით.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე
რედაქტირება2020 წლის 30 დეკემბერს ჰიქსი წარადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე 2021 წლის 2 თებერვალს წარსდგა. მისი კანდიდატურა დადასტურდა სენატის სრული კენჭისყრით 2021 წლის 8 თებერვალს. ფიცი დადო 2021 წლის 9 თებერვალს.
ჰიქსი უხელმძღვანელებს ქვეყნის ბირთვული ტრიადის მოდერნიზაციას. [7]
რჩეული ნაშრომები
რედაქტირება- Hicks, Kathleen. Planning for Stability Operations: The Use of Capabilities-based Approaches : / Kathleen Hicks, Eric Ridge. — Center for Strategic and International Studies, 2007. — ISBN 978-0-89206-515-8.
- Hicks, Kathleen H. Invigorating Defense Department Governance: A Beyond Goldwater-Nichols, Phase 4, Report : . — Center for Strategic and International Studies, 2008. — ISBN 978-0-89206-528-8.
- Hicks, Kathleen H. The Future of U.S. Civil Affairs Forces : [англ.] / Kathleen H. Hicks, Christine E. Wormuth, Eric Ridge. — Center for Strategic and International Studies, 2009. — ISBN 978-0-89206-568-4.
- Alterman, Jon B. Federated Defense in the Middle East : / Jon B. Alterman, Kathleen H. Hicks. — Rowman & Littlefield, 2015. — ISBN 978-1-4422-5881-5.
- Hicks, Kathleen H. Undersea Warfare in Northern Europe : [англ.] / Kathleen H. Hicks, Andrew Metrick, Lisa Sawyer Samp … [et al.]. — Rowman & Littlefield, 2016-08-02. — ISBN 978-1-4422-5968-3.
- Hicks, Kathleen H. Recalibrating U.S. Strategy toward Russia: A New Time for Choosing : [англ.] / Kathleen H. Hicks, Lisa Sawyer Samp. — Rowman & Littlefield, 2017. — ISBN 978-1-4422-8006-9.
- Hicks, Kathleen H. Beyond the Water's Edge: Measuring the Internationalism of Congress : [англ.] / Kathleen H. Hicks, Louis Lauter, Colin McElhinny. — Rowman & Littlefield, 2018. — ISBN 978-1-4422-8088-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 PN79-5 — Kathleen Holland Hicks — Department of Defense.
- ↑ Nominations Before The Senate Armed Services Committee, Second Session, 112th Congress.
- ↑ Hicks, Kathleen H..
- ↑ Kathleen Hicks is Biden's pick to be first female deputy Defense secretary (2020-12-30).
- ↑ Breaking Defense (19 Feb 2021) WHO’S WHO IN DEFENSE: KATHLEEN HICKS, DEPUTY SECRETARY OF DEFENSE.
- ↑ A forum for female voices in international security.
- ↑ Paul McCleary (2 Feb 2021) DepSecDef Will Run Most Missile Defense, Nuke Modernization; SecDef Recused.