ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კესადილია (ან: კვესადილა, კესადია, კესადილა; ესპანურად: quesadilla [kesaˈðiʝa]) — მექსიკური კერძი და ტაკოს ერთ-ერთი სახეობა, შედგება ტორტილასგან (tortilla), რომელიც ძირითადად ივსება ყველით, ზოგჯერ ხორცით, ლობიოთი და სანელებლებით, შემდეგ კი იწვება. ტრადიციულად, მექსიკაში მის მოსამზადებლად სიმინდის ტორტილას იყენებენ, მაგრამ მისი მომზადება შესაძლებელია ფქვილის ტორტილათიც. ფქვილის ტორტილები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ჩრდილოეთ მექსიკაში და შეერთებულ შტატებში.[1]

მთლიანი კესადილია

მთლიანი კესადილია მზადდება ორი ტორტილათი, რომელთა შორისაც საკმაოდ სქელი ყველის ფენაა. ნახევარი კესადილია შედგება ერთი ტორტილასგან, რომელიც სავსეა ყველით და გადაკეცილია ისე, რომ ნახევარმთვარის ფორმას იღებს. არსებობს კესადილას სწრაფი ვერსიაც, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში ცხელდება და ხშირად მიირთმევენ საუზმეზე (განსაკუთრებით ბავშვები).[2][3]

კესადილას წარმოშობა უკავშირდება კოლონიალურ მექსიკას. კესადილა, როგორც კერძი, მრავალჯერ შეიცვალა ისტორიის განმავლობაში და დღესაც მისი უამრავი ვერსია არსებობს. კესადილები იყიდება მექსიკურ რესტორნებში მთელი მსოფლიოს გარშემო და ძალიან პოპულარულია არა მარტო მექსიკაში.


ნაირსახეობები

რედაქტირება

ორიგინალური მექსიკური კესადილია

რედაქტირება
 
ნახევარი კესადილია

მექსიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, სადაც კესადილია წარმოიშვა, კერძი კეთდება სიმინდის ტორტილათი, რომელსაც ათბობენ საკმარისად, რათა დარბილდეს და გადაიკეცოს, შემდეგ კი შეივსოს. ისინი, როგორც წესი, ივსება მექსიკური Oaxaca ყველით. შემდეგ კესადილიას ათავსებენ მექსიკური სტილის ტაფაზე - კომალზე და ახურებენ მანამ, სანამ ყველი მთლიანად არ გადნება. მათ დასამზადებლად ზეთს არ იყენებენ. ხშირად, კესადილიებს მიირთმევენ მწვანე ან წითელი სალსას, დაჭრილი ხახვის ან/და გუაკამოლის თანხლებით[4]. ყველაზე გავრცელებული შიგთავსი ყველია, მაგრამ შესაძლებელია ის სხვა ინგრედიენტებსაც შეიცავდეს, ან საერთოდ უყველოდ იყოს გაკეთებული. დამატებით ინგრედიენტებში შედის მოხარშული ბოსტნეული, მაგალითად კარტოფილი მექსიკური ღორის ძეხვით, ყაბაყით, სოკოთი, ადგილობრივი მწვანილებით, ასევე სხვადასხვა სახის მოხარშული/შემწვარი ხორცით, როგორიცაა ჩიჩარონი(ღორის შემწვარი მუცელი), ქათმის , ძროხის ან ღორის ხორცი. სხვა ადგილებში, კესადილიას შიგნით გუაკამოლის ან ავოკადოს ურთავენ, ასევე არსებობს ვარიაციები პომიდვრით, ჩილით და ა.შ.

 
ქესადილია ყველით

მექსიკური კესადილიები ტრადიციულად მზადდება კომალზე, რომელსაც ასევე იყენებენ ტორტილას მოსამზადებლად. შესაძლებელია მისი ზეთში შეწვაც,რის შედეგადაც მიიღება გასხვავებული კერძი - "quesadillas fritas". მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ტრადიციულად ტორტილები ჯერ ნახევრად იწვება, შემდეგ ივსება ყველით (და სხვა ინგრედიენტებით) და იწვება ყველის ბოლომდე დადნობამდე. ზეთში შემწვარი კესადილია მზადდება როგორც ნამცხვარი - შეუმწვარ ტორტილას ავსებენ შიგთავსით, კადაკეცავენ, შემდეგ მოსთავსებენ ცხელ ზეთში და წვავენ, სანამ ტორტილას ზედაპირი ოქროსფერი და ხრაშუნაა.

 
კესადილია ბრინჯით და სალსათი ამერიკულ რესტორანში

ამერიკული კესადილია

რედაქტირება

კესედილია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი კერძია სამხრეთ-დასავლეთ ა.შ.შ-ში, სადაც ადგილობრივი ვერსია მდნარი ყველის სენდვიჩს წააგავს და მას ხშირად უმატებენ ადგილობრივ ინგრედიენტებს. მას ამზადებენ ფქვილის ტორტილათი, რომელსაც აცხელებენ, შემდეგ ავსებენ ძალიან სველი მდნარი ყველით, მაგ: ჩედარით და წვავენ ბოლომდე. ყველის დნობის პროცესში შეიძლება სხვა ინგრედიენტების დამატება, როგორიცაა გახეხილი ხორცი, წიწაკა, ხახვი ან გუაკამოლი.[5]

არსებობს კესადილას გასაკეთებელი აპარატი, რომელიც არ იყენებს ზეთს და ტორტილას ორივე მხარეს ერთად წვავს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კესადილია“-დან