კენჭიყარა
კენჭიყარა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. ციხისჯვრის შტოქედზე, მდინარეების ქციის ზემო დინებისა და გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2349 მ. კენჭიყარა აგებულია კაინოზოური თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.
კენჭიყარა | |
---|---|
![]() საბატკნე (მარცხნივ) და კენჭიყარა (მარჯვნივ), ხედი ბაკურიანიდან | |
კოორდინატები: 41°43′24″ ჩ. გ. 43°36′25″ ა. გ. / 41.72333° ჩ. გ. 43.60694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2349 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 621.