კენაის მთები (დენა'ინა. Yaghanen Dghili) — ქედი ალასკაში, აშშ-ში. იგი კენაის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთ ნაწილიდან ჩუგაჩის მთებამდე, 192 კმ-ზეა გადაჭიმული. საშუალო სიმაღლე 900 -დან 1,5 კმ-მდე მერყეობს.[1]

კენაის მთები
Yaghanen Dghili
კოორდინატები: 58°41′32″ ჩ. გ. 150°36′56″ დ. გ. / 58.69222° ჩ. გ. 150.61556° დ. გ. / 58.69222; -150.61556
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
უმაღლესი წერტილი 1 517
დაკავშირებული მთა ჩუგაჩის მთები
კენაის მთები — ჩრდილოეთი ამერიკა
კენაის მთები

ჰარდინგისა და სარგენტის ყინულის ველები, ისევე როგორც მათგან წარმოშობილი არაერთი მყინვარი, კენაის მთებში მდებარეობს.[1] აგრეთვე, ქედიდან სათავეს იღებს მდინარე კენაი და რაშენ-რივერი, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ თევზის მრეწველობაში.

დენა'ინას ენაზე მთას ჰქვია Yaghanen Dghili, რაც ნიშნავს „კარგი მიწის მთებს“.[2] ტოპონიმი „კენაი“ პირველად შემოიღო კონსტანტინ გრეუინგკმა 1849 წელს.

  1. 1.0 1.1 „Alaskan mountains | mountains, United States“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  2. Yaghanen Dghili, Kenai Mountains.