კელი ბრეზიერი
კელი ბრეზიერი (ინგლ. Kelly Brazier) დ. 28 ოქტომბერი, 1989, დანიდინი, ახალი ზელანდია) — ახალ ზელანდიელი მორაგბე, თამაშობს პირველი მგეზავად, ცენტრში, ფულბეკად. თამაშობს ახალი ზელანდიის ორივე ნაკრებში, როგორც 15 ქალაში,ასევე 7 ქალაში[1]. კლასიკურ რაგბიში არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ერთა თანამეგობრობის ჩემპიონი. 7 ქალაა რაგბიშიც ორჯერ გახდა მსოლფიოს ჩემპიონი.
კელი ბრეზიერი | |
---|---|
კელი ბრეზიერი. 2016 წელი | |
პირადი მონაცემები | |
სრული სახელი | კელი ბრეზიერი |
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1989 |
დაბადების ადგილი | დანიდინი, ოტაგო, ახალი ზელანდია |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 70 |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
კლუბი | ბეი ოფ პლენტი |
პოზიცია | პირველი მგეზავი, ცენტრი, ფულბეკი |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები | ახალი ზელანდია 2009-დან |
თამაში | 37 |
ქულა | (175) |
კარიერა | |
კლუბები | 2004–2010 ოტაგო 2011 კენტერბერი2012–2016 ოტაგო2017–ბეი ოფ პლენტი |
Kelly Brazier ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბრეზიერი დანიდინში დაიბადა. ინგლისელი მამისა და ირლანდიელი დედის ოჯახში. ისინი ახალ ზელანდიაში თავიანთ პირველ შვილ ტონისთან ერთად ჩავიდნენ. მოგვიანებით კიდევ ერთი, პატარა ძმა შეეძინა, რომელმაც და რაგბიზე მიიყვანა. კელის რაგბის ინტერესი 5 წლისას გაუჩნდა, როცა ორი წლის უმცროსმა ძმამ მინდორზე სათამაშოდ წაიყვანა.
პირველი მწვრთნელი ბრენტ ლუკასი იყო. 14 წლისა ახალი ზელანდიის 21 წლამდელთა შერეულ შემაგდენლობაში იყო, ხოლო 15-ის ქვეყნის სასკოლო ნაკრებში ირიცხებოდა. 2003 წელს კლუბ „ალჰამბრაში“ და „ოტაგო სპირიტ“-ში პროვინციის პირველობებზე გამოდიოდა.
2009 წლის 2 მაისს დანიდნში, სტადიონ „უნივერსიტი ოვალზე“, „ოტაგო მეტროპოლიტენის“ შემადგენლობაში, „კაიკორაის“-ის წინააღმდეგ 64 ქულა დააგროვა. მან 10 ლელო და 7 გარდასახვა გაიტანა. 2009 წელს ნომინირებული იყო შტაინლაგერის პრემიაზე, რომელსაც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი, საუკეთესო ქალ რაგბისტს აძლევდა, თუმც სამწუხაროდ ვიკტორია ჰეიუეისთან დამარცხდა.
2009 წლის 14 ნომებერს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ინგლისში, ეშერში „პილარ დატა არენაზე“ ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 16:3 სძლიეს. მეორე ტესტ-მატჩი ლეგენდარულ „ტვინკჰემზე" გაიმართა, 12500 მაყურებელი დაესწრო და ინგლისელთა გამარჯვებით 10:3 დასრულდა.
2010 წელს საუკეთესო იყო ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ინგლისმა უმასპინძლა. ახალმა ზელანდიამ 5 სექტემბერს ფინალში მასპინძლებს 13-10 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა[2]. ბრეზიერმა ფინალში 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა და გუნდს ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა. ჩემპიონატზე კი სულ 4 ლელო დადო, 11 გარდასახვა და 2 ჯარიმა ზუსტად შეასრულა, 48 ქულა დააგროვა და გათაამშების მთავარმექულეც გახდა.[3] ჩემპიონატზე პირველი ლელო 20 აგვისტოს სამხრეთ აფრიკასთან მე-12 წუთზე ანა რიჩარდის პასით დადო. 2009 და 2010 წელს ოტაგოს სპორტისა და სათავგადასლო ტურიზმის ინსტიტუტმა წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა.
ოთხი თვით იგიკანდაში „ედმონტონ კლანსმენში“ გადავიდა და 2011 წელს „კენტერბერში“ დაბრუნდა. გუნდმა „ჰოუკ-ბეის ტუისი“ 60:0 დაამარცხა (ორი ლელო ბრეზიერმა დადო), მიაყოლა „მანაუატუ საიკლონზი“ და „ოტაგო სპირი“, ასეთი კაი სეზონის მიუხედავად ფინალში ვერ გავიდა. [4]
2011 წელს ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების მწვრთნელმა გრანტ ჰანსენმა გამოიძახა და ინგლისთან სამ ტესტ-მატჩში გამოიძახა. სერიამ წარუმატებლად ჩაიარა, 2 წაგება და ერთი ფრე. კელიმ ერთი ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა.
2014 წელს საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრები მეხუთეზე გავიდა, ბრეზიერმა კი 50 ქულით მესამე იყო. მან 3 ლელო დადო, 13 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.
2017 წელს ირლანდიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ფინალში ისევ ინგლისი დაამარცხეს 41-32. [5]
2019 წელს ქალთა სუპერ რაგბის სერიაში იჩემპიონა.
შვიდქალა რაგბი
რედაქტირებაშვიდქალა რაგბიში 2013 წლიდან გამოდის და ორჯერ მსოფლიოს 2013 და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლებს დასჯერდა, ხოლო 2018 წელს ერთა თანამეგობრობაის ჩემპიონი გახდა. გათამშებაზე, რომელიც გოლდ-კოსტმა უმასპინძლა, მასპინძელ ავსტრალიელებს საოცარი ლელო დაუდო, 80 მეტრი გადაირბინა და ნაკრებს მოაგებინა.[6]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკელი ბისექსუალია და დაქორწინებულია ტაჰლია ტაჰაუ. მისი საყვარელი მოთამაშეა ახალზელანდიელი მორაგბე დენ კარტერი, ხოლო საყვარელი სპორტსმენი — რაფაელ ნადალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.world.rugby/sevens-series/player/womens/38006
- https://www.olympic.org/kelly-brazier
- https://www.olympic.org.nz/athletes/kelly-brazier/
- https://web.archive.org/web/20190622162415/https://www.sports-reference.com/olympics/athletes/br/kelly-brazier-1.html
- https://web.archive.org/web/20160411153800/http://allblacks.com/Player/Women/1947