კელის წიგნი
კელის წიგნი (აგრეთვე ცნობილი როგორც „Кни́га Колу́мбы“, ირლ. Leabhar Cheanannais, ინგლ. Book of Kells) — მდიდრულად ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნი, შექმნილი ირლანდიელი ბერების მიერ 800 წელს. ეს არის შესანიშნავი მინიატურებითა და ორნამენტებით ერთ-ერთი ყველაზე უხვად მოკაზმული შუა საუკუნეების ხელნაწერი ყველა იმათ შორის რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული. უძლიერესი ტექნიკური შესრულებისა და ლამაზი ხაზების გამო მკლევრების უმეტესობა[1][2] განიხილავს მას როგორც ყველაზე ძვირფას ნამუშევარს შუასაუკუნეების ირლანდიური ხელოვნებისთვის. წიგნი შეიცავს ოთხ სახარებას ლათინური ენაზე, შესავალი და ტექსტი მოკაზმულია ფერადი ხაზების დიდი ოდენობითა და მინიატურებით. ამჟამად წიგნი ინახება ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის ბიბლიოთეკაში.
კელის წიგნი | |
---|---|
Leabhar Cheanannais | |
წელი | 800 |
ტიპი | ხელნაწერი |
სიმაღლე | 33 |
სიგანე | 25,5 |
ქალაქი | დუბლინი |
მუზეუმი | ტრინიტის-კოლეჯი (დუბლინი) |
ისტორია
რედაქტირებაშექმნა
რედაქტირებამისი წარმოშობის მთავარი ვერსიის თანახმად, წიგნი შექმნილი იყო წმ. კოლუმბას მონასტრის სკრიპტორიუმში კუნძულ აიონზე VIII საუკუნის ბოლოს — IX საუკუნის დასაწყისში.[Dodwell 1][Henry 1] მას მერე, რაც მონასტერი ნორმანების მიერ განადგურდა, წიგნი გადატანილი იყო გაქცეული ბერების მიერ ირლანდიაში[Henry 1], კელის სააბატოში (მონასტერი), სწორედ საიდანაც მიიღო წიგნმა სახელწოდება.
კელის წიგნი — ეს არის ოსტატობის მწვერვალი ხელნაწერი წიგნების შექმნაში VI საუკუნის ბოლო და IX საუკუნის დასაწყისის პერიოდში ირლანდიის, შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ მონასტრებში, ასევე ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან წამოსულების მიერ დაფუძნებული მონასტრების კონკინენტზე[Henry 1]. იმ დროიდან შემორჩენილი მანუსკრიპტებიდან („ილუმინირებული ხელნაწერები“) შეიძლება აღინიშნოს „წმინდა კოლუმბის ცხოვრება“ (Cathach of St. Columba), Ambrosiana Orosius, სახარების ფრაგმენტები დარემას ეკლესიის ბიბლიოთეკიდან (ყველა VII საუკუნის დასაწყისიდან), წიგნი დაროუდან (Book of Durrow — VII საუკუნის მეორე ნახევარი). VIII საუკუნის დასაწყისში შექმნილი წიგნებიდან, შენახულია სახარება დარემადან (Durham Gospels), ეხტერნახას სახარება (Echternach Gospels), ლინდისფარნეს სახარება (Lindisfarne Gospels) და ლიჩფილდის სახარება (Lichfield Gospels). წმინდა გალის სახარება (St. Gall Gospel Book) და მაკრეგალის სახარება (Macregal Gospels) შექმნილნი იყვნენ VIII საუკუნეში. IX საუკუნის დასაწყისში შექმნილი იყო Book of Armagh (თარიღი 807—809), Turin Gospel Book Fragment, Leiden Priscian, St. Gall Priscian და Macdurnan Gospel. ეს მანუსკრიპტები შეიცავენ საერთო ნიშნებს, რომლებიც აძლევენ საშუალებას მკლევარებს ერთი ტრადიციის ქვეშ მოაქციონ[Henry 2]
წიგნი ინახებოდა კათოლიკურ ტაძარში თითქმის მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში. ეს მონასტერი იყო დაფუძნებული ქალაქ კელსში (მითის საგრაფო, ირლანდია) IX საუკუნის დასაწყისში, ვიკინგების მუდმივი შემოტევების დროს, აიონის კუნძულის ბერების მიერ შოტლანდიის სანაპიროებზე. მას შემდეგ, რაც კუნძული აიონა ვიკიგების შემოტევების გამო გახდა ზედმეტად საშიში ცხოვრებისთვის, ბერების უმრავლესობამ გადაინაცვლა კელსკოს ტაძარში, რომელიც ხდება ბერთა საზოგადოების ცენტრი[Henry 1]
მანუსკრიპტის თარიღსა და ადგილზე სასტიკი დებატები მიმდინარეობდა. ტრადიცია წიგნის შექმნას თვით წმინდა კოლუმბს აწერდა[Sullivan 1], მაგრამ პოლეოგრაფიულმა გამოკვლევებმა გადაწიეს წიგნის შექმნის თარიღი უფრო გვიანდელ თარიღზე, მიახლოებით 800 წლისთვის[Meehan 1][3].
არსებობს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა თეორია მანუსკრიპტის შექმნის ადგილის შესახებ. მათგან ერთ-ერთის თანახმად, წიგნი შექმნილი იყო წმინდა კოლუმბის ტაძრის სკრიპტორიაში აიონის კუნძულზე და შემდგომ გადატანილია დღევანდელ კელსკის სააბატოში დაუმთავრებელი სახით. მეორე ვერსიის თანახმად, წიგნი დაწყებული იყო აიონზე, ხოლო შემდგომ მასზე მუშაობა გაგრძელდა კელსკის სააბატოში[Dodwell 1]. მესამეს მიხედვით — წიგნი მთლიანად იყო შესრულებული კელსკის სააბატოს სკრიპტორიაში. მეოთხე ვერსიის თანახმად, წიგნი შესრულებულია დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში, შესაძლებელია ლინდისფარნში, შემდგომ გადატანილია აიონში, ხოლო იქიდან — კელსკის სააბატოში. და საბოლოოდ წიგნი შესაძლებელია შექმნილი იყოს შოტლანდიის უცნობ ტაძარში. შესაძლებელია, ზუსტი ადგილი არც არასოდეს გაირკვეს, თუმცა ამჟამად მეტად გავრცელებულია მეორე ვერსია — წიგნი დაწყებული იყო აიონზე და შემდგომ გაგრძელებული კელსკის სააბატოში[Henry 1]. ყველანაირ ვარიანტში წიგნი შექმნილი იყო ბერების მიერ, რომლებიც იყვნენ ირლანდიელი წმინდა კოლუმბის საზოგადოების ნაწილი.
შუა საუკუნეების პერიოდი
რედაქტირებაროდესაც არ უნდა იყოს შექმნილი წიგნი, XII საუკუნეში ის ზუსტად იმყოფებოდა კელსკის სააბატოში, და რა თქმა უნდა — XI საუკუნის დასაწყისში. ანალებში „ოლსტერის ანალები“ 1006 წლის ჩანაწერებში ნათქვამია: „კოლუმბის დიდი სახარება[4], დასავლეთ სამყაროს უმთავრესი რელიქვია, მოპარულლი იყო კენანასის დიდი ქვის ეკლესიის დასავლეთ სამლოცველო შენობიდან თავისი ძვირადღირებული ნაკეთობების გამო“[Henry 1][5] (კენანასი — კელის შუასაუკუნოვანი ირლანდიური სახელწოდებაა). რამდენიმე თვის შემდეგ მონუსკრიპტი ნაპოვნი იყო თავისი ოქროს სამკაულებისა და ძვირფასი დაფარვის გარეშე[6]. შესაძლებელია სწორედ ამის შემდეგ დაკარგა ქიგნმა გვერდები ბოლოდან და დასაწყისიდან.
XII საუკუნეში კელსკის ტაძრის მიწის ქარტიები დაკოპირებული იყო წიგნის ზოგიერთ სუფთა გვერდზე, რაც გვაძლევს ყველაზე ადრინდელ ზუსტ ცნობებს წიგნის ადგილმდებარეობის შესახებ კელსეში. (ქარტიების დაკოპირება მნიშვნელოვან წიგნებში იყო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა შუასაუკუნეებისთვის).
XII საუკუნის მწერალი გირალდ კამბრიელი წიგნში Topographia Hibernica აღწერს კილდარში მისი თვალით დანახულ დიდ სახარებას რომლის აღწერაც ესაბამება კელსკის წიგნს:[7]
რადგან გირალდი ამბობ, რომ წიგნი კილდარში ნახა, შესაძლებელია რომ მან სხვა, ადრე დაკარგული წიგნის მხილველია, ხარისხით ზუსტად კელსკის წიგნის სწორი ან შესაძლებელია ამ მოწმობაში მას შეეშალა წიგნის ადგილმდებარეობა[Henry 3]
კელის სააბატო XII საუკუნეში დაშლილიყო ეკლესიათა რეფორმებში. სამონასტრო ეკლესია გარდაიქმნა სამრევლოთი, რომელშიც კვლავ ინახებოდა კელსკის წიგნი.
რეპროდუქციები
რედაქტირება1951 წელს შვეიცარულმა გამომცემლობამ „ურს გრაფ-ფერლაგ ბერნმა“ გამოუშვა ფაქსიმირებული გამოცემა. რომლის გვერდთა უმრავლესობა შესრულებული იყო შავ-თეთრ ვარიანტში. 48 გვერდი, თუმცა, იყო ისეთი გვერდებიც რომელიც შესრულებული იყო ფერებში და თან ირთავდა მთელგვერდოვან ილუსტრაციებს.
1979 წელს სხვა შვეიცარულმა გამომცემლობამ „ფაქსიმილე ფერლაგ ლაზერნმა“, მოითხოვა ნებართვა სრულფასოვანი ფაქსიმილე-გამოშვების გამოცემისათვის. თავდაპირველად ტრინიტი-კოლეჯმა უარი უთხრა მას, რადგან იყო იმის საშიშროება რომ წიგნი დაზიანდებოდა. თუმცა 1986 წელს ფოტოასლის გადასაღები უსაფრთხო პროცესის გადამუშავების შემდეგ (პროცესი გამორიცხავდა გვერდების შეხებას), დადებითი ფროცესის მიღება შესაძლებელი გახდა. გამოცემა ორ ტომეულად გამოვიდა 1990 წელს, პირველში — წიგნის ფაქსიმილე, მეორეში — მეცნიერების კომენტარები. ხელმისაწვდომია CD-ROM-ის ვერსია ფაქსიმილე-გამოშვების დასკანირებული სურათებითა და მკლევარების კომენტარებით.
აღწერა
რედაქტირებაკელსკის წიგნი შეიცავს ოთხ სახარებას, რომლებიც დაწერილია შავი, წითელი, იასამნისფერი და ყვითელი მელნით, წინასიტყვაობას, ბოლოს და სახარებების ნაწყვეტებს[Meehan 2] ამჟამად წიგნი შედგება 340 ფრანგმენტული ფურცლისგან, რომლებსაც ფოლიიამები ეწოდება. ფურცლების უმეტესობა ორმაგი ფურცლების ნაწილია, ე.წ ბიფოლიები, თუმცა ერთმხრიანებიცაა.
ვარაუდობენ, რომ მიახლოებით 30 ფოლიაა დაკარგული (შემორჩენილია ინფორმაცია, რომ 1621 წელს წიგნში იყო 344 ფოლია). შემორჩენილი ფოლიები შეკრულია 38 „რვეულში“. ერთ რვეულში შედის 4-დან 12 ფოლიამდე (2-დან 6 ფოლიამდე). უფრო ხშირად რეული 10 ფოლიას სეიცავს. ზოგიერთი ფოლია წარმოადგენს ცალკე ფურცელს, კერძოდ დეკორირებული გვერდების უმეტესობა. გვერდების უმრავლესობაზე შემოინახა დამხმარე აღნიშვნები და ხაზები. პერგამენტი მაღალი ხარისხისაა, თუმცა ფოლიებს არ გააჩნიათ ერთნაირი სისქე, აქ გვხვდება სქელი და თითქმის გამჭვირვალე გვერდები. ამჟამად წიგნის ფორმატია 330 და 250 მილიმეტრი. თავდაპირველად გვერდები არ იყო ერთი ზომის, მაგრამ XVIII საუკუნეში ისინი მოჭრეს, რითაც მიიყვანეს ერთ სახემდე. ტექსტის ზომა — მიახლოებით 250 170 მმ-ზე. თითოეულ გვერდზე ტექსტი 16-დან 18 ხაზამდე. მანუსკრიპტი კარგად შეინახა. წიგნი დაუმთავრებელი სახითაა, ამიტომ ზოგიერთი მინიატურა მხოლოდ მონახაზის სახითაა.
შემადგენლობა
რედაქტირებაწიგნის არსებულ სახეში მოცემულია წინასიტყვაობა, სახარების მთლიანი ტექსტი მათესაგან, მარკოზისა და ლუკასაგან ასევე იოანეს სახარების ტექსტი იოანე 17:13-მდე. იოანეს სახარების ნაწილი და წინასიტყვაობის უცნობი ნაწილი დაკარგულია — შესაძლებელია, ეს მოხდა მაშინ, როდესაც წიგნი XI საუკუნის დასაწყისში მოპარული იყო. წინასიტყვაობის შემორჩენილი ნაწილი შედგება ებრაული სახელების სიის ორი ფრაგმენტისაგან, რომელსაც სახარებები Breves causae და Argumenta შეიცავენ (გადაკვეთილი წყაროები სახარებაზე და ლეგენდები პროტესტანტების ცხოვრებაზე) ასევე ევსევია კესარიელის კანონიერი სქემები. აღსანიშნავია, რომ ლინდისფარნას სახარებიდან, დაროუს წიგნიდან და არმაგას წიგნიდან, დაკარგული წინასიტყვაობის ნაწილი შეიცავდა იერონიმის წერილს მამა დამასუ I-სთვის, რომელიც ცნობილია როგორც „Novum opus“, მასში იერონომი ხსნის თავისი თარგმნის მიზანს. ასევე შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად დასაშვებია, რომ დაკარგული მასალა შეიცავდა ევსების წერილს კარპიანისთვის, რომელშიც განიხილება კანონიერი სქემების გამოყენება[Henry 4], (ზემოთ ჩამოთვლილი ყველა წიგნიდან მხოლო სახარება ლინდისფარნადან შეიცავს ამ წერილს).
ებრაული სახელების სიის მხოლოდ ორი ფრაგმენტი არსებობს: ერთი წიგნის პირველი ფურცლის მარჯვენა მხარეს, მეორე 26-ე ფურცელზე, რომელიც ამჟამად შეტანილია იოანეს სახარების შესავლის ბოლოში. პირველი ფრაგმნეტი შეიცავს მათეს სახარებიდან სახელების სიის ბოლო ნაწილს. ის სახელები რომელიც აკლია ამ სიას დამატებითი ორი ფურცლის შემადგენელი უნდა ყოფილიყო. სიის მეორე ფრაგმენტი, 26-ე ფურცელზე შეიცავს დაახლოებით მეოთხედს ლუკას სახარებიდან. ზუსტად ამ სახარებიდან უნდა იკავებდეს დამატებით დაახლოებით სამ ფურცელს. რვეულის სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია 26 ფურცელი, ამბობს იმის შესახებ, რომ დამატებითი სამი ფურცელი არ შეიძლება იყო 26-ე და 27-ე ფურცლებს შორის ამიტომ ფურცელი 26 ზუსტად არ იმყოფება თავის ორიგინალურ ადგილზე. როგორც ჩანს, მარკისა და იოანეს სახელების სია დაკარგულია[Henry 5].
სიის პირველი ფრაგმენტის შემდეგ მოთავსებულია ევსები კესარიელის კანონიერი სქემების. ეს სქემები, შექმნილია ჯერ კიდევ იერონიმეს მიერ შექმნილი ვულგატამდე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სახარების პარალელურ ადგილებზე წყაროების გადამკვეთს. ევსებიმ გაყო თითოეული სახარება ფრაგმენტებად, რომელთა მოცულობაც დამოკიდებული იყო სხვა სახარებების პერალელთა ხელმისაწვდომობაზე, ხოლო შემდგომ პარალელების ნომრები შეიტანა სქემაში, რაც აძლევს საშუალებას მკითხველს დაინახოს მსაგვსი ადგილები სხვადასხვა სახარებაში. კანონიერი სქემები ტრადიციულად ერთვებოდა შუასაუკუნეების ვულგატას ტეტსის ასლის უმრავლესობათა შესავალს. კელსკური წიგნის ქემები, სამწუხაროდ პრაქტიკულად გამოუყენებელია იმ მეთოდის გამო, როგორითაც ასრულებდა მათ გადამწერი. ამას გარდა, თავების შესაბამისი ნომრები არ არის შეტანილი წიგნის მინდორზე, ამიტომ შეუძლებელია იპოვო ადგილი, რომელზეც იკვეთება ეს სქემები. მიზეზები, თუ რატომ არ იყო შეტანილი ეს ნომრები წიგნში, უცნობია. შესაძლებელია, რომ მათ დამატებას აპირებდნენ მაშინ როდესაც მთლიანად იქნებოდა წიგნი დასრულებული, რაც საბოლოოდ არ განხორციელდა[Henry 4]
Breves causae და Argumenta განეკუთვნება ვულგატოვამდელი ხელნაწერთა ტრადიციებს. Breves causae — ეს არის ახსარების ძველი ლათინური თარგმანის მოკლეშინაარსი. ისინი დაყოფილია თავების რიგებად. ეს ნომრები ასევე, როგორც კანონიერი სქემების შემთხვევაში არაა გადატანილი თვითონ სახარებებში. თუმცა საეჭვოა, რომ ეს ნომრები გამოყენებული იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი თუ წიგნი დასრულდებოდა, რადგანაც თავების ნომრები ესაბამება ძველ ლათინურ თარგმანს, რომლის ჰარმონირება ვუგატას ტექსტთან ძალიან რთულია. Argumenta — ეს პროტესტანტების შესახებ ლეგენდების კრებულია. Breves causae და Argumenta საკმაოდ რთული წყობითაა დალაგებული: თავიდან იწყება Breves causae და Argumentaთი მათესთვის, შემდეგ Breves causae და Argumenta მარკისთვის, შემდეგ Argumenta ლუკასთვის და იოანესთვის, შემდეგ Breves causae ლუკასთვის და იოანესთვის. ასეთივე წყობა შეგვიძლია დავინახოთ წიგნი დარაოუსთვის, თუმცა იქ Breves causae ლუკა და იოანესთვის შეტანილია ბოლოში, იმ დროს როდესაც ყველა დანარჩენი — დასაწყისში[Henry 4]. ამ ჯგუფის სხვა ხელნაწერებში, ისეთში როგორიცაა სახარება ლინდისფარნედან (Lindisfarne Gospels), წიგნი არმაგადან (Book of Armagh) და სახარება ეხტერნახადან (Echternach Gospels), თითოეული სახარება განიხილება, როგორც ცალკეული ნამუშევარი და გააჩნია შესავალი, რომელიც ეძღვნება კონკრეტულად მასს[Calkins 1]. სავარაუდოდ, მწიგნობრებს კელსედან გააჩნდათ ან წიგნი დარაუდან ან რაიმე სხვა მსგავსი პროტოტიპი მოდელის სახით.
ტექსტი და შრიფტი
რედაქტირებაკელის წიგნი შეიცავს ოთხი სახარების ტექტს, რომლებიც დაფუძნებულია ვულგატაზე. თუმცა ტექსტში ვულგატასაგან განმასხვავებელი ნიშნებიც არსებობს, სადაც გამოიყენება ძველი ლათინური თარგმანი. ეს ვარიაციები გვხვდება სხვა „საკუნძულო“ სახარებებში, თუმცა, არ ჰგავს იმას, რომ არსებობდა რაიმე ერთი წყარო ყველა „საკუნძულო“ ტექსტისთვის. ვარაუდობენ, რომ გადამწერები მუშაობისდროს ხშირ შემთხვევაში ეყრდებოდნენ საკუთარ მახსოვრობას, და არა წიგნი-პროტოტიპის ტექსტს.
მანუსკრიპტი დაწერილია ირლანდიურ-ანგლო-საქსური ანბანით, ზოგჯერ გვხვდება ქვედა რეგისტრის ასოები (მინუსკულები), ჩვეულებრივსამებრ ეს არის ასოები „c“ და „s“. ტექსტი, მთავარი სახით დაწერილია ერთ ხაზად მთელ გვერდზე. ფანსუაზა ჰენრიმ დაახლოებით სამი გადამწერის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებსაც დაარქვა „ხელი ა“, „ხელი ბ“, „ხელი გ“[Henry 6]. ხელი ა-ს მიერ დაწერილია ფურცლები 1-დან 19-მდე, 276-დან 289-მდე და 307-დან ხელნაწერის ბოლომდე. ხელი ა ხშირ შემთხვევაში იყენებდა ყავისფერ მელანს, ის მზადდებოდა „მელნის კაკლებისგან“, რომლებიც გამოიყენებოდა მთელ დასავლეთში[Henry 6]. მის გვერდებზე ჩვეულებრივ ტექსტის 18 ან 19 ხაზია. ხელი ბ-ს მიერ დაწერილია 19-დან 26-მდე და 124-დან 128-მდე ფრუცელი. მასს ახასიათებს მინუსკულების გამოყენების ტენდენცია, წითელი, იასამნისფერი და შავი მელნით და ტექსტის ხაზების ცვალებადი რაოდენობა ერთი ფურცლისთვის. ხელი გ-ს მიერ დაწერილია ტექსტის უმრავლესი ნაწილი. მასს „ხელი ა“-სთან შედარებით უფრო მეტად ახასიათებს მინუსკულების გამოყენება. ის იყენებდა იმავე ყავისფერ მელანს „მელნის კაკლებისგან“ რასაც ხელი ა. მის გვერდებზე ხშირ შემთხვევაში ტექსტის 17 ხაზია[Henry 7].
ორნამენტები
რედაქტირებატექსტს თანდაყოლილი აქვს ტექნიკური მხით წარმოუდგენლად რთული ნახატები მთელ გვერდზე, და ასევე თვითონ ტექსტში ხშირად გვხვდება პატარა მხატვრული დეკორაციები. წიგნში გამოყენებულია ფერების ფართო პალიტრა, ყველაზე ხშირად გვხვდება იასამნისფერი, იისფერი, წითელი, ვარდისფერი, მწვანე, ყვითელი. (პარალელურად წიგნი დაროუს ილუსტრირებისთვის გამოიყენება მხოლოდ ოთხი საღებავი). აღსანიშნავია, წიგნის საერთო ძვირფასეულობა, მაგრამ მასში არ გამოიყენება ვერცხლი და ოქრო. პიგმენტები, გამოიყენებოდა მელნის მომზადებისთვის, მისი იმპორტი თითქმის მთელ ევროპაზე ხდებოდა, ხოლო ყველაზე იშვიათი და ძვირია — ლურჯი ლაზურიტი[8] — ჩამოტანილი იყო ავღანეთიდან[Meehan 3].
ნახატების რაოდენობა და ხარისხი ბევრად აღემატება ყველა სხვა შენახულ „საკუნძულო“ სახარებას. შენახულია ათი სრულგვერდიანი ილუსტრაცია, მათ შორის პროტესტანეტების ორი პორტრეტი, სამი გვერდი ოთხი პროტესტანტის სიმბოლოთი, ქრისტეს სახელის მონოგრამა, ღვთისმშობლის მინიატურა ჩვილთან, ამაღლებული ქრისტეს მინიატურა, ხრისტეს ჯვრისცმის მინიატურა. ასევე წიგნში შენახულია სრული 13 გვერდი დეკორირებული ტექსტით, მათ შორის თითოეული სახარების პირველი რამდენიმე სიტყვის გვერდები. წიგნის ზოგიერთ გვერდზე ტექსტის მხოლოდ ნაწილია დეკორირებული. კანონიერი სქემების ათი გვერდიდან რვა უხვადაა შემკული ხაზებით[Nordenfalk 1]. ვარაუდობენ, რომ წიგნში იყო სხვა გვერდებიც რომლებსაც გააჩნდათ მინიატურები და ახლა დაკარგულია. ამ მინიატურიან მთავარ გვერდებთან ერთად წიგნში არის უამრავი პატარა ორნამენტები და მოხატულობები მთელ ტექსტზე, მაგალითად პირველი ასოებისთვის.
მანუსკრიპტის შენახული ნაწილი იწყება ფურცლის ფრაგმენტით, რომელზეც წერია ებრაული სახელების სია. ფრაგმენტი იკავებს პირველი ფურცლის მარჯვენა გვერდის ერთ სხვეტს. ამ ფურცლის სხვა სვეტი დაკავებულია მინიატურით ოთხი პროტესტანტის სიმბოლოთი, რომელიც დღესდღეობით თითქმის წაშლილია. მინიატურა განლაგებულია ისე, რომ მისი სწორი ფორმით დანახვისთვის საჭიროა წიგნის 90 გრადუსით მოტრიალება[Henry 8]. ოთხი პროტესტანტის სიმბოლო — ეს არის ვიზუალური თემა, რომელიც გვხდება მთელ წიგნში. ისინი თითქმის ყოველთვის ერთადაა გამოსახული, რადგან გვიჩვენებს ოთხი სახარების ერთიანობას.
სამი სახარების ერთიანობა ასევე იკვეთება ევსების კანოიერი სქემის მორთვაში. ისინი თვითონაც იღწვოდნენ იმისათვის რომ ხაზი გაესვათ სახარებების ერთიანობისთვის, რითაც უფლებას აძლევდნენ მკითხველს ეპოვა მათში მსგავსი ადგილები. ევსების კანონიერი სქემები განტავსებისთვის ჩვეულებრივსამებრ ითხოვდნენ თორმეტ გვერდს. თავდაპირველად კელის წიგნის შემქმნელებიც აპირებდნენ თორმეტ გვერდზე მოეთავსებინათ ისინი (ფურცლები 1v-დან 7r-მდე), მაგრამ, უცნობი მიზეზების გამო შეავიწროვეს ისინი ათამდე და გვერდები 6v, 7r ცარიელი დატოვეს. ეს შემოკლება მივიდა იქამდე, რომ სქემის გამოყენება წარმოუდგენელია. კანონიერი სქემების პირველმა რვა გვერდმა აშკარად განიცადა მანამდე ხმელთაშუა ზღვის რაიონში შექნილი სახარებების გავლენა. ამ სქემების ჩარჩოებით მორთვა მეტად გავრცელებული ტრადიცია იყო[Henry 8]. კელის წიგნის შექმნელებმაც გააკეთეს ეს, მაგრამ თავიანთ ხასიათში. ჩარჩოები წარმოდგენილია არა როგორც არქიტექტურული ელემენტი, არამედ როგორც სტილირებული გეომეტრიული შაბლონები. ოთხი პროტესტანტის სიმბოლო იკავებს ადგილს ჩარჩოს ზემოდანაც და ქვემოდანაც. ბოლო სამი კანონიერი სქემა მოთავსებულია ქსელში რაც პირველად გვხვდება წიგნში დაროუდან[Calkins 2].
კანონიერი სქემების შემდეგ დარჩენილი წიგნი დაყოფილია ორ სექციად. თითოეული ნაწილის დასაწყისი აღნიშნულია მინიატურით და მოხატული ტექსტით მთლიან გვერდზე. თითოეულ სახარებას ეკუთვნის ძალიან ბევრი ილუსტრაცია. თავის დასაწყისი განიხილება, როგორც ცალკეული და მას ერთვის უხვად მორთული გავრცელება. შესავალი და სახარების ნაწილის გარდა, მათეს სახარების „მეორე დასაწყისი“ ასევე მორთულია თავდაპირველი ილუსტრაციებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Book of Kells CD-ROM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-17.
- Отсканированные страницы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-17.
- Тоже отсканированные страницы, к каждой — до полудюжины очень крупных планов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-17.
- Статья и рисунки Jerry B. Lincecum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-17.
- Келлская книга. Католическая энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-17.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Henry 1974, 150.
- ↑ Все манускрипты и даты обсуждаются в Henry 1974, 150—151.
- ↑ Henry 1974, 165.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Henry 1974, 153.
- ↑ Henry 1974, 153, n.28.
- ↑ 6.0 6.1 Henry 1974, 154.
- ↑ Henry 1974, 155.
- ↑ 8.0 8.1 Henry 1974, 167.
- ↑ Sullivan 1952, 19-20.
- ↑ Nordenfalk 1977, 108.
- ↑ Ученые исследуют Келлскую книгу. Вокруг света. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-16.
- ↑ Александр Зорич. Келлская Книга (краткая справка). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2009-03-16.
- ↑ McCaffrey, Carmel; Leo Eaton (2002). In Search of Ancient Ireland: The Origins of the Irish from Neolithic Times to the Coming of the English. Chicago: New Amsterdam Books. ISBN 1561310727.
- ↑ Columkille is the name by which St. Columba is best known in Ireland. St. Columkille. Library Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2008-03-08.
- ↑ The Annals of Ulster. CELT: Corpus of Electronic Texts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2008-03-08.
- ↑ O’Donovan, John. „The Irish Charters in the Book of Kells“. ირლანდიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კორკი). Retrieved on 29 February 2008.
- ↑ Giraldus Cambrensis. Topographia Hibernica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2017-06-30.
- ↑ Fuchs and Oltrogge in O’Mahoney 1994, 134—135.