კელასურის მღვიმოვანი
მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
კელასურის მღვიმოვანი — კარსტული მღვიმოვანი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს კელასურსა და მაჭარის შუა მთისწინეთში, სოფელ კელასურის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 190 მ, მდინარის დონიდან 1-2 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. აერთიანებს ერთი მეორესთან მიჯრით განლაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მდინარე კელასურის ფსკერქვეშა მჭვიმეებს, რომლებიც შედგება ვერტიკალური და სუბჰორიზონტალური მონაკვეთებისაგან. მიწისქვეშა გამდინარე ნაკადები ასაზრდოებს ბესლეთის წყაროებს. მღვიმოვანის ჯამური სიგრძეა 1380 მ. I მღვიმის სიღრმე — 80 მ. მღვიმე ეპიზოდურად წყლით ივსება. ჰაერის ტემპერატურა ბოლო დარბაზში 12 °C.
კელასურის მღვიმოვანი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 190 მ |
სიგრძე | 1380 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 618.