კეიკო ფუხიმორი
კეიკო სოფია ფუხიმორი იგუჩი (ესპ. Keiko Sofía Fujimori Higuchi, იაპონ. 藤森 恵子; დ. 25 მაისი, 1975, ლიმა) — პერუელი პოლიტიკოსი. პერუს ყოფილი პრეზიდენტის ალბერტო ფუხიმორის შვილი.
კეიკო ფუხიმორი | |
---|---|
ესპ. Keiko Sofia Fujimori Higuchi | |
დაბადების თარიღი | 25 მაისი 1975 |
დაბადების ადგილი | ლიმა პერუ |
მოქალაქეობა | პერუ |
განათლება | სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტი, Columbia Business School, Colegio Sagrados Corazones Recoleta, Questrom School of Business, Stony Brook University College of Business და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
რელიგია | კათოლიკე |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | ალბერტო ფუხიმორი |
დედა | სუსანა იგუჩი |
მამის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო სწავლა სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტში, აშშ. 1997 წელს მიიღო ბოსტონის უნივერსიტეტის დიპლომი. 1994 წელს, მშობლების გაშორების შემდეგ მიიღო პერუს „პირველი ლედის“ ტიტული. აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.
2004 წელს ცოლად გაყვა აშშ-ის მოქალაქეს მარკ ვილანელას, რომელმაც 2009 წელს პერუს მოქალაქეობა მიიღო.
მამამისის სასამართლო დევნის შემდეგ 2005 წელს აქტიურად ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო პერუს კონგრესის არჩევნებში პარტია „მომავლის ალიანსის“ სიით და ლიმის რეგიონში მიიღო 602 869 ხმა, რაც იყო ამ არჩევნებში ერთი კანდიდატისათვის მიცემული ხმების სარეკორდო მაქსიმუმი. 2006-2011 წლებში პერუს კონგრესის წევრია.
2010 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2011 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველი ტურის შემდეგ მიიღო ხმების 23,49% დაიკავა მეორე ადგილი და გავიდა მეორე ტურში[1]. მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით მიიღო ხმების 48,452%[2]. ამ შედეგით იგი დამარცხდა ოლიანტა უმალასთან.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში მიიღო ხმების 40 %, დაიკავა პირველი ადგილი და მეორე ტურში ბრძოლა გააგრძელა პედრო პაბლო კუჩინსკისთან, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმების 20%.[3] მეორე ტურის მიხედვით ფუხიმორმა მიიღო ხმების 49,88 % და აღიარა კონკურენტის გამარჯვება.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography in-depth by CIDOB Foundation დაარქივებული 2014-11-13 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Analysis of Keiko Fujimori by Washington Office on Latin America (WOLA) დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Elecciones Presidenciales 2011. RESUMEN NACIÓN დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- ↑ Elecciones Generales 2011 Segunda Elección Presidencial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-30. ციტირების თარიღი: 2016-04-10.
- ↑ Peru election: Keiko Fujimori wins first round, say exit polls - BBC News en-GB. ციტირების თარიღი: 2016-04-11
- ↑ Желтов М. В.. (2016-06-12) Перу: дочь Альберто Фухимори признала своё поражение в президентской гонке. ИнтерИзбирком. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-27. ციტირების თარიღი: 2016-07-24.