კევრი
კევრი – პურეულის სალეწი იარაღი. ტრაპეციის ან სამკუთხედის ფორმისაა. შეკრულია გათლილი ფიცრებისაგან. გვხვდება „ერთიანი“ – ცალფიცრიანი ან ერთ ხეში გამოყვანილი, „ორიანი“ – ორფიცრიანი და სამფიცრიანი. აგებულებითა და დამზადების ტექნიკით ცნობილია თავიანი ან სწორი. კევრის ძირი ქვით ან ქვითა და რკინით არის მოკოხილი. კევრში აბამდნენ ხარს ან ცხენს. კევრის გავრცელების არეები საქართველოში დაკავშირებულია ხორბლის გარკვეულ სახეებთან. „ქართული კევრი“ გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში და დასავლეთ აქართველოს ზოგიერთ რაიონში. „თრიალეთური“ კევრი გავრცელებული იყო უმთავრესად კახეთში. სამხრეთ კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში კევრი ცნობილია ძვ. წ. I ათასწლეულიდან. განათხარი კევრის ნაშთები აღმოჩენილია ხოვლეგორაზე (ძვ. წ. XI-IX სს.), მცხეთაში (ძვ. წ. VII-VI სს.), უფლისციხეში (ანტიკური ხანა), კავთისხევში (გვიანდელი ფეოდალური ხანა) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 458.