კევედო (ესპ. Quevedo) — ქალაქი ეკვადორში, ლოს-რიოსის პროვინციაში, კევედოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსდა 1838 წელს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 173 585 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ კიტოდან 237 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. კევედო ეკვადორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია; ცნობილია სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებით. მისი აგროინდუსტრიული სექტორი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ბანანის, კაკაოს, ხილისა და ყავის მარცვლის ექსპორტით. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორიც — ძირითადად საფინანსო და საგანმანათლებლო სფეროები.

ქალაქი
კევედო
Quevedo

კევედოს ცენტრალური პარკი
დროშა გერბი

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
პროვინცია ლოს-რიოსი
კანტონი კევედო
კოორდინატები 1°02′00″ ს. გ. 79°27′00″ დ. გ. / 1.03333° ს. გ. 79.45000° დ. გ. / -1.03333; -79.45000
ქალაქის მერი ჯონ სალსედო კანტოსი
დაარსდა 1838
ფართობი 53.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 74
მოსახლეობა 173 585 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი (+593) 5
საფოსტო ინდექსი EC120550
ოფიციალური საიტი quevedo.gob.ec
კევედო (ქალაქი) — ეკვადორი
კევედო (ქალაქი)

კევედოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზედ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის თვალსაზრისით, რადგან ის მდებარეობს წყნარ ოკეანესა და ისეთ დიდ ქალაქებს შორის, როგორებიცაა გუაიაკილი, სანტო-დომინგო, მანტა, ამბატო და კიტო.[1] იმის გამო, რომ კევედო ანდების მთების დასავლეთით და მდინარე ვინსესის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ქალაქი საკმაოდ მოწყვლადია წყალდიდობებისადმი.[2] კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.quevedo.gov.ec/Site/Fijos/ciudad.aspx დაარქივებული 2010-07-18 საიტზე Wayback Machine. , "La Cuidad" Gobierno Municipal de Quevedo 10 August 2010
  2. http://www.columbiagazetteer.org/main/ViewPlace/0/115386 Columbia Gazetteer of the World, Quevedo 10 August 2010