კეესჰონდი
კეესჰონდი (ნიდერლ. Keeshond) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნიდერლანდებში XVI საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
კეესჰონდმა სახელი მიიღო ნიდერლანდელი პოლიტიკოსის კორნელიუს დე გიზელიარის პატივსაცემად. ნიდერლანდის პროვინციებში, ბრაბანტსა და ლიმბურგში ეს ძაღლი ოდესღაც პოპულარული მოდარაჯე და მღრღნელების გამანადგურებელი იყო. დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში კეესჰონდი ყველაზე პოპულარული ევროპული შპიცია. მიუხედავად იმისა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, კეესჰონდი და გერმანული ვოლფშპიცი სხვადასხვა ჯიშად ითვლება, სხვა ქვეყნებში მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ოდესღაც ეს ძაღლი კომპანიონის სახით ჰყავდათ ჰოლანდიურ ბირჟებზე, მაგრამ დაახლოებით 100 წლის წინ ის სამუდამოდ ჩამოვიდა ხმელეთზე.
კეესჰონდი ჭკვიანი ძაღლია, ძალიან კარგი მოდარაჯე და კეთილი მეგობარი, როგორც ქალაქში, ასევე, სოფელში. თუმცა მას მტკიცე ხელი სჭირდება. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს ჯიში ყოველთვის პოპილარულია. კარგად უძლებს სიცივეს. ვერ ეგუება სიცხეს. ადვილად ეწყობა ბავშვებს. აქვს ძალიან ხშირი ბალანი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია კისერზე, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, აქვს პატარა ყურები, ვიწრო და გრძელი დრუნჩი.