გერმანული ვოლფშპიცი

გერმანული ვოლფშპიცი (გერმ. Deutsche Wolfspitze) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XVI საუკუნეში.

გერმანული ვოლფშპიცი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა მდედრი 27-30
სიმაღლე მამრი 48-50 სმ.
მდედრი 46-48 სმ.
ბეწვი მრავალფეროვანი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს სიცოცხლის მოყვარული ჯიში მეცხვარე შპიცისმაგვარი ძაღლების შთამომავალია, რომლებიც შესაძლოა, გერმანიაში ათასი წლის წინ მოხვდნენ. გერმანული ვოლფშპიცი თავდაპირველად გამოიყენებოდა ფარის დამცველად. ვოლფშპიცი და ყველა სხვა დანარჩენი გერმანული შპიცები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ სამშობლოში. გერმანიაში, სხვადასხვა რეგიონებთან სხვადასხვა შეფერილობის ვოლფშპიცი ასოცირდება, მაგალითად, ნაცრისფერი ვოლფშპიცი გავრცელებულია რეინის სანაპიროებზე, შტუტგარტის და მანჰაიმის მიდამოებში. შპიცის გაწვრთნა არც ისე ადვილია, მაგრამ, რადგან ძალიან უყვარს ყეფა და მედიდური მანერები ახასიათებს, მისგან შესანიშნავი მოდარაჯე გამოდის. ბავშვიანი ოჯახისთვის ეს საუკეთესო ძაღლი არ არის, რადგან ვოლფშპიცი ჯერ კბენს და მხოლოდ მერე არჩევს რაშია საქმე.

მიუხედავად ყველაფრისა, გერმანული ვოლფშპიცი მეგობრული ძაღლია, მოსწონს ადამიანების საზოგადოება. მის ხშირ ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება. ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სიცივეს. ვერ ეგუება ბავშვებს. კისერზე ბალანი განსაკუთრებით ხშირია, ბალნითვეა დაფარული ყურები, კუდი ზურგისკენაა დახვეული, აქვს საშუალო ზომის, მუქი თვალები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება