კბილნაპრალასებრნი
კბილნაპრალასებრნი (Solenodontidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-35 სმ. დაფარულია უხეში ბალნით. აქვთ ვიწრო, ხორთუმისებური და წვრილი დინგი. გავრცელებული არიან დიდი ანტილის კულნძულებზე. ოჯახში 1 გვარია — კბილნაპრალა (Solenodon), რომელიც 2 სახეობას მოიცავს: ჰაიტურ კბილნაპრალას (Solenodon paradoxus) დაკუბურ კბილნაპრალას (Atopogale cubana). კბილნაპრალასებრნი ცხოვრობენ ტყეში. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, ბაყაყებით, ხვლიკებით.
კბილნაპრალასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Solenodontidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 455.