კახის პატარა ალავერდის ეკლესია
პატარა ალავერდი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კახში (ისტორიული კაკი).
კახის პატარა ალავერდი | |
კახის პატარა ალავერდის ეკლესია 2015 წელი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°25′14″ ჩ. გ. 46°55′02″ ა. გ. / 41.42056° ჩ. გ. 46.91722° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1888 |
დეტალები
| |
სამშენებლო წარწერა |
ძველ დროში კახი დასახლებული იყო გვარებად, ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. ყოველ გვარს თავისი საყდარი ჰქონდა. XIII საუკუნეში კახში თორმეტი ეკლესია ყოფილა, რომელთა ნანგრევები მეტნაკლებობით ან ნასაყდრალი ადგილები დღესაც დაცულია. თორმეტი ეკლესიიდან ერთ-ერთი პატარა ალავერდის საყდარი კახის თავში (კაკბაშში). პატარა ალავერდი შიგა კახეთის — დიდი ალავერდის სახელზეა აგებული და მისი ნაწილია. „ესეც საალავერდოა“, იგი „იმ დიდი ალავერდის ძმაა“. ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისე როგორც კახეთში — „დიდი ალავერდობა“, აქაც იმართება, იგივე „ალავერდობა“ ე.წ. „ალავერდის ხატობა“, ისეთივე წეს-ჩვეულებით.
გადმოცემა
რედაქტირებაასეთია ხალხური გადმოცემა ამ ძეგლის შესახებ. „პატარა ალავერდის“ გუმბათიანი ტაძარი აგებულია ძველი უგუმბათო ეკლესიის ადგილზე. ეს იყო უკანასკნელი ტაძარი საინგილოს ტერიტორიაზე, რომელიც აგებულ და აღდგენილ იქნა ხალხის მიერ თავისივე სახსრებით 1888 წ. საინგილოში ყველაზე კარგად ეს „პატარა ალავერდია“ დღემდე შემონახული.
კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება
რედაქტირებასაზოგადოების 1910 წლის ალბომში აღნიშნული ეკლესია აღნიშნულია, როგორც ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, აშენებული საზოგადოებისა და მოსახლეობის ხარჯზე.
-
ჯვართამაღლების ეკლესია სოფ. კახში