კახაბერ ბილაშვილი

ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კახაბერ ბილაშვილი (დ. 2 იანვარი, 1946, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

კახაბერ ბილაშვილი
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1946(1946-01-02) (78 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი, პედაგოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

1968-1969 წლებში მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1969-1972 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1975-1976 წლებში სტაჟირებას გადიოდა აშშ-ში. 1977 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე. 1993-1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ძირითადი მიმართულებაა წყალქვეშა ფერდობის ტრანსფორმაციის საკითხები, წყალქვეშა ტექნოლოგიების განვითარება, ეკოლოგია, „იუნესკოს“ პროგრამის „ოკეანოგრაფიული მონაცემების საერთაშორისო გაცვლა“ ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. 1997 წელს „სოროსის“ გრანტის მფლობელი პროექტისათვის „საქართველოში არსებული ოკეანოგრაფიული მონაცემების საძიებო-საცნობარო სისტემის „ლურჯი წიგნის“ შექმნა მისი ინტერნეტში ჩართვის მიზნით“, ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისათვი“ს, შავი ზღვის აუზის ოკეანოგრაფიული ეკოლოგიური მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ცენტრების პანევროპული ქსელის შექმნა და შავი ზღვის აუზის ოპერატიული ოკეანოგრაფიული ქსელის გაუმჯობესება, რომლებშიც არის პროექტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი, ოკეანოლოგიურ მონაცემთა მენეჯმენტი, აგრეთვე ოკეანოგრაფიულ მონაცემთა მოპოვების დამუშავებისა და შენახვის ეროვნული ბიუროს (ოკბი) ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტერიგენული მასალის დინამიკა საზღვაო უბნებზე“, დაიცვა 1982 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ზოგადი ოკეანოლოგია, ნაწ. 1: ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 212 ISBN 9789941132704
  • ზღვის ეკოლოგია: სახელმძღვ., თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 239 ISBN 9789941131141

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 46

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება