ხაშმის სამების ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან კაწარეთის სამება)

ხაშმის სამების ეკლესია ან კაწარეთის სამება — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას[1].

ხაშმის სამების ეკლესია

საეპისკოპოსო კათედრა

რედაქტირება

კაწარეთის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენდა ფეოდალური ხანის საეპისკოპოსო ცენტრს კახეთში. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგიის ცენტრი იყო. გადმოცემით, ქართველთა განმანათლებელმა ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართული საეკლესიო იერარქიაში კაწარელი ეპისკოპოსი რიგით მეოცედ იხსენიებოდა.

 
„ხოლო კვალად ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე ვითარცა წინათ ხევნი (ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის ხევენი). და ამის შესართვაზედ ხაშმს ჰყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზეით ამ ხევზედ არს ეკლესია დიდშენი, გუნბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწოდმდე (და იტყვის გარეჯის-უდაბნოს თჳსად). ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 135)

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენიმეჯერ საფუძვლიანად არის გადაკეთებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება