კაციარინა ბარისევიჩი

კაციარინა ბარისევიჩი (დ. 2 აგვისტო, 1984 ) — ბელარუსელი ჟურნალისტი. ის არის დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტის ტუტ-ის შტაბის კორესპონდენტი. [1] მუშაობდა ბელარუსის ევროპულ რადიოში და სხვა მედიაში. მან გააშუქა რამან ბანდარენკას გარდაცვალების შესახებ 2020 წელს. [2] იგი დააკავეს 2020 წლის 19 ნოემბერს მინსკში . [3]

კაციარინა ბარისევიჩი

ბარისევიჩი, 2021
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1984 (1984-08-02) (40 წლის)
მოქალაქეობა ბელარუსი
საქმიანობა ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაციარინა დაიბადა 1984 წლის 2 აგვისტოს. განათლება მიითო პასტოვიჩის სკოლაში. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში ბაიანების კლასში, რომელიც მოგვიანებით დაამთავრა [4]. 2007 წელს დაასრულა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სატელევიზიო და რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობით, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი .[5]. თავდაპირველად, ბარისევიჩი გეგმავდა მინსკის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მაგრამ დედამ ნახა რეკლამა საერთაშორისო ლინგვისტური ბანაკის შესახებ პოლონეთში UNESCO-ს ფარგლებში. შედეგად, კაციარინა შეარჩიეს სკოლის ცხრა მოსწავლეს შორის და როდესაც ის სახლში დაბრუნდა, ერთი თვის შემდეგ, მიიწვიეს ჟურნალისტთან საოლქო რადიოში. [6].

ინტერვიუს შემდეგ რედაქტორმა თქვა: „თქვენი ხმა კარგად ჟღერს, ლაპარაკობთ სწრაფად, გარკვევით, კომპეტენტურად. რადიოში ვცადოთ“. ამ სიტყვების შემდეგ, როდესაც კაციარინა მე-11 კლასში იყო, რადიოში სამუშაოდ წავიდა. კაციარინამ, დედის რჩევით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აპლიკანტი“, სადაც მან მიიღო უმაღლესი ქულები სამივე რაუნდში. შედეგად ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე [6].

მეორე კურსზე შეეძინა შვილი. დეკრეტული შვებულების შემდეგ, იგი მუშაობდა სხვადასხვა რადიოსადგურსა, ვებპორტალსა და ტელევიზიაში [6].

დაკავება

რედაქტირება

2020 წლის 24 ნოემბერს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ის სინდისის პატიმარად დაასახელა ბანდარენკას საქმის გამო. [3] იმავე დღეს ათმა ორგანიზაციამ ( ვიასნას ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბელარუსიის ჟურნალისტთა ასოციაცია, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი და სხვები) ერთობლივი განცხადება გააკეთეს და იგი პოლიტპატიმრად შეაფასეს. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჰარეცკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ ებრძვის პრობლემას, მხოლოდ მედიას ებრძვიან: „მათ ჰგონიათ, რომ თუ პრესა ბანდარენკაზე არ დაწერს, ხალხი ამას ვერ გაიგებს. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი ეცოდინებათ, მაგრამ მედია კვლავ თავდასხმის ქვეშა არის“ .

2020 წლის 10 დეკემბერს იგი დასახელდა წლის ჟურნალისტად (2020).

2020 წლის 16 დეკემბერს პოლიტპატიმარზე მფარველობა აიღო ბუნდესტაგის დეპუტატმა ჯემ ოზდემირმა . [7]

2021 წლის 2 მარტს ბარისევიჩს მიესაჯა ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2020-2021 წლებში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს რამან ბანდარენკას გარდაცვალების შესახებ პირადი მონაცემების მოხსენებისთვის. [8]

ბარისევიჩის პატიმრობა და განაჩენი დაგმეს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა . [9] [10] [11]

დარია ჩულცოვასთან და კაციარინა ანდრეევასთან ერთად, 2021 წლის 9 აპრილს მიენიჭა ბელაპანის დამფუძნებლის ალეშ ლიპაის სახელობის პრემია „ჟურნალისტიკის ღირსება“. [12]

2021 წლის 14 ივლისს მან მიიღო CPJ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო . [13] 2021 წლის 12 აგვისტოს მან მიიღო თავისუფალი მედიის ჯილდო . [14]

  1. Katsiaryna Barysevich. ციტირების თარიღი: March 4, 2021
  2. Журналисту TUT.BY Катерине Борисевич, которая писала статью о Романе Бондаренко, предъявлено обвинение. ციტირების თარიღი: 2020-12-11
  3. 3.0 3.1 Журналиста TUT.BY Катерину Борисевич перевели в СИЗО на Володарского. Письма ей почти не доходят. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-30. ციტირების თარიღი: 2020-11-30
  4. Катерина Борсевич. Катерина БОРИСЕВИЧ. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2020-12-11.
  5. Катерина Борисевич ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-12. ციტირების თარიღი: 2020-12-11
  6. 6.0 6.1 6.2 Борис Горецкий. (2019-08-02) Катерина Борисевич о работе с МВД: Если кому-то не угодил, просто делают вид, что тебя нет. Белорусская ассоциация журналистов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-19. ციტირების თარიღი: 2020-12-11.
  7. 100 Paten für politische Gefangene in Belarus: Cem Özdemir wird Pate der Journalistin Katsiaryna Barysevich de. Libereco – Partnership for Human Rights (2020-12-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-02. ციტატა: „Es ist von unschätzbarem Wert, dass mutige Journalist*innen wie Katsiaryna Barysevich die Wahrheit ans Licht bringen. ... Katsiaryna Barysevich ist eine von vielen beeindruckenden Frauen, die den Wandel in Belarus vorangetrieben haben.“ ციტირების თარიღი: 2021-02-02.
  8. „Belarus journalist sentenced for report on protester's death“. AP News. March 2, 2021. ციტირების თარიღი: March 4, 2021.
  9. EFJ demands the immediate release of Belarusian reporter Katsiaryna Barysevich (November 20, 2020). ციტირების თარიღი: March 4, 2021
  10. CPJ condemns sentencing of Belarus journalist Katsiaryna Barysevich to 6 months in jail (March 2, 2021). ციტირების თარიღი: March 4, 2021
  11. IPI denounces conviction of Belarus journalist Katsiaryna Barysevich (March 3, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2021. ციტირების თარიღი: March 4, 2021
  12. Катерина Борисевич, Катерина Андреева и Дарья Чульцова удостоены премии "Гонар журналістыкі" ru. Brestskaya Gazeta (2021-04-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-09. ციტირების თარიღი: 2021-04-10.
  13. Журналістка Кацярына Барысевіч узнагароджаная прэміяй "За свабоду прэсы 2021" be. European Radio for Belarus (2021-07-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-14. ციტირების თარიღი: 2021-07-14.
  14. Все награды Free Media Awards присуждены белорусским журналистам ru. euronews (2021-08-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-12. ციტირების თარიღი: 2021-08-12.