კაციარინა ანდრეევა
კაციარინა ანდრეევა ( ბელარუს., Кацярына Андрэева; ნამდვილი სახელი: Katsyaryna Andreevna Bakhvalava; ბელარუს. : Кацярына Андрэеўна Бахвалава), (დ. 2 ნოემბერი, 1993, მინსკი, ბელარუსი ) — ჟურნალისტი ბელარუსიდან. მუშაობდა ტელეარხ ბელსატ ტვ- ში. მან გააშუქა ღონისძიება მინსკის ცვლილებების მოედნიდან, სადაც რამან ბანდარენკა ცემით მოკლეს 2020 წელს. ჟურნალისტი ადგილზე დააკავეს 2020 წლის 15 ნოემბერს.
კაციარინა ანდრეევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1993 მინსკი ბელარუსი |
მოქალაქეობა | ბელარუსი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაიგი დაიბადა მინსკში, ჟურნალისტების ოჯახში. დაახლოებით ორწელიწადნახევარი სწავლობდა მინსკის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, შემდეგ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. იქ ორი წელი ასწავლიდა ინგლისურს. შემდეგ ბელარუსიაში დაბრუნდა, გაზეთ „ნაშა ნივაში“ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. 2017 წელს გადავიდა ტელეკომპანია ბელსარ- ში. [1]
კატსარინა ანდრეევამ იგარ ილიაშთან ერთად დაწერა წიგნი ბელარუსული დონბასი 2020 წელს. [1] წიგნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მონაწილეობენ ბელარუსი ხალხი და ორგანიზაციები რუსეთის სეპარატისტული ძალების მხარდასაჭერად დონბასის ომში . ბელარუსის რეჟიმმა წიგნი ექსტრემისტულად მიიჩნია და 2021 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით წიგნი და მისი შინაარსი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა. [2]
კაციარინა პირველად 2017 წელს ორშაში დააკავეს. [3] 2020 წლის 12 სექტემბერს ის OMON-ის მიერ მინსკში ქალთა მარშის პირდაპირი ტრანსლაციისთვის დააკავეს და სამი დღით აღუკვეთეს თავისუფლება.
სისხლის სამართლის პროცესი
რედაქტირებაჟურნალისტ დარია ჩულცოვასთან ერთად იგი გახდა ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზებაში, რაც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი წესრიგის რღვევას. 2020 წლის 15 ნოემბერს, მინსკში, ორივემ გააშუქა მილიციისა და მისი უწყებების სასტიკი დარბევა ცვლილებების მოედანზე, იმ ადგილას, სადაც რამან ბანდარენკა სცემეს სასიკვდილოდ და ხალხი მშვიდობიანად იდგა იქ გარდაცვლილთა მხარდასაჭერად. მოედანზე დაკავების შემდეგ იგი აღარ გაუთავისუფლებიათ. კაციარინა ჟოძინას ციხეში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესამდე იმყოფებოდა. 2020 წლის 24 ნოემბერს ათმა ორგანიზაციამ, მათ შორის Viasna Human Rights Center-მა, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტმა, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ის პოლიტპატიმრად აღიარეს. [4]
2021 წლის 18 თებერვალს, მინსკის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსამართლე ნატალია ბუგუკი, ანდრეევა და ჩულცოვას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2020 წლის ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებისთვის. [5] [6] პროკურორი იყო ალინა კასიანჩიკი, გამომძიებელი იყო იჰარ კურილოვიჩი. [7] 2021 წლის 23 აპრილს მინსკის საქალაქო სასამართლომ უარყო საჩივარი განაჩენის შესახებ . [8]
რეაქცია
რედაქტირება2021 წლის 8 თებერვალს ბელარუსიაში აშშ-ის საელჩომ გააკეთა განცხადება ჩულცოვასა და ანდრეევის გათავისუფლების თხოვნით. [9]
2021 წლის 4 თებერვალს პოლიტპატიმრის შუამდგომლობა ევროპარლამენტის წევრმა დელარა ბურკჰარტმა აიღო. [10] განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2021 წლის 18 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გამოაცხადა საჯარო მოწოდება ჩულცოვასა და ანდრეევას ამნისტიის შესახებ. [11]
ევროკავშირის საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნატალია ბუგუკი მოხვდა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სიაში, რომლებიც სანქცირებულია ბელარუსიაში ადამიანის უფლებების დარღვევების მიზეზიღ, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეს ეკუთვნოდა „არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ, კერძოდ, კაციარინა ბახვალავას (ანდრეევა) და დარია ჩულცოვას განაჩენის გამოტანის, დაცვის უფლებების დარღვევისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვისთვის.[7] ამავე გადაწყვეტილებით სანქციების სიაში მოხვდა მინსკის ფრუნჟენსკის რაიონული სასამართლოს პროკურორის თანაშემწე ალინა კასიანჩიკი. [7] იგი პასუხისმგებელი იყო, სხვა საკითხებთან ერთად, ჟურნალისტების დევნაზე „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩაწერისთვის, „შეთქმულების“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე“ [7] . საგამოძიებო კომიტეტის ფრუნჟენსკის რაიონული დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი, იჰარ კურილოვიჩიც მოხვდა სიაში, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის მომზადებისთვის იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებმაც მშვიდობიანი პროტესტი გააშუქეს. [7]
ჯილდოები
რედაქტირება2020 წლის 10 დეკემბერს იგი დასახელდა წლის ჟურნალისტად (2020). [12] [13] [14]
2021 წლის 10 მარტს პრესკლუბ პოლსკას მიერ დარიუშ ფიკუსის სახელობის ჯილდო მიიღო. [15]
დარია ჩულცოვასთან და კაციარინა ბარისევიჩთან ერთად, 2021 წლის 9 აპრილს, მან მიიღო Ales Lipay ( BelaPAN- ის დამფუძნებელი) ჯილდო "ჟურნალისტიკის ღირსება". [16]
დარია ჩულცოვასთან ერთად 2021 წლის 7 ივნისს მან მიიღო Axel-Springer-Preis [17]
დარია ჩულცოვასთან ერთად 2021 წლის 10 ივნისს მან მიიღო ჯილდო „გაბედულება ჟურნალისტიკაში“, პრიზი ქალთა საერთაშორისო მედია ფონდის მიერ. [18]
დარია ჩულცოვასთან ერთად 2021 წლის 29 ივლისს დასახელდა Preis für die Freiheit und Zukunft der Medien-ის გამარჯვებულად. ( გერმანული ჯილდო პრესის თავისუფლების სფეროში). [19] [20]
დარია ჩულცოვასთან, კაციარინა ბარისევიჩთან და სხვებთან ერთად, 2021 წლის 12 აგვისტოს, მან მიიღო თავისუფალი მედიის ჯილდო . [21]
დარია ჩულცოვასთან ერთად 2021 წლის 15 ოქტომბერს მან მიიღო ევროპის პრიზი „2021 წლის ევროპელი ჟურნალისტის“ კატეგორიაში. [22] [23]
შეფასება
რედაქტირება„[ისინი] სულით ძლიერები არიან, ეჭვი არ ეპარებათ მათ უფლებაში, მხარს უჭერენ მეგობრები, კოლეგები და ადამიანები, რომლებსაც ისინი საერთოდ არ იცნობენ – ასეთი კატია და დაშა ჩაიწერება სახელმძღვანელოებში“, განაცხადა აკსანა კოლბიმ, ნოვი ჩასი-ის მთავარმა რედაქტორმა, მათი განაჩენის გამოტანის წინა დღეს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიგი 2016 წელს დაქორწინდა ჟურნალისტ იგარ ილიაშზე. [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- „ბელარუსული დონბასი“ (იგარ ილიაშთან ერთად) (2020)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Панкавец, Зміцер. (November 21, 2020) Хто такая журналістка Кацярына Андрэева? Расказваюць яе муж і дзядуля be. Nasha Niva. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2021. ციტირების თარიღი: March 25, 2021.
- ↑ В Минске судили книгу "Белорусский Донбасс". Признали экстремистской ru. Belsat TV (March 26, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2021. ციტირების თარიღი: March 27, 2021.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Спевак, Дарья. (2021-02-18) Журналисток "Белсата" приговорили к 2 годам лишения свободы ru. ex-press.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
- ↑ Свабода, Радыё (February 18, 2021). „Журналістак "Белсату" Андрэеву і Чульцову пакаралі 2 гадамі турмы за стрым з "плошчы Перамен". ФОТА і ВІДЭА“. Радыё Свабода (ბელარუსული). Radio Free Europe/Radio Liberty. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2021. ციტირების თარიღი: March 16, 2021.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 COUNCIL IMPLEMENTING REGULATION (EU) 2021/997 – EUR-Lex, 21.06.2021
- ↑ Суд пакінуў без зменаў вырак Кацярыне Андрэевай і Дар'і Чульцовай. Каці і Дашы ў зале не было be. Belsat TV (April 23, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 23, 2021. ციტირების თარიღი: April 23, 2021.
- ↑ Свабода, Радыё (February 8, 2021). „ЗША заклікалі вызваліць журналістак Кацярыну Андрэеву і Дар'ю Чульцову перад судом“. Радыё Свабода (ბელარუსული). Radio Free Europe/Radio Liberty. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2021. ციტირების თარიღი: March 16, 2021.
- ↑ Members of Parliament from Switzerland, Germany and Ireland take over godparenthood for Yuliya Slutskaya, Katsiaryna Andreyeva and Vitold Ashurak en. Libereco (February 4, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 4, 2021. ციტირების თარიღი: February 24, 2021.
- ↑ Свабода, Радыё (February 18, 2021). „Польскі прэзыдэнт заклікаў улады Беларусі амніставаць асуджаных журналістак "Белсату"“. Радыё Свабода (ბელარუსული). Radio Free Europe/Radio Liberty. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2021. ციტირების თარიღი: March 16, 2021.
- ↑ Названы лауреаты Национальной правозащитной премии ru. Viasna Human Rights Centre (December 10, 2020). ციტირების თარიღი: December 11, 2020.
- ↑ Есть такая профессия! "Журналистами года" правозащитники пр ru (December 10, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2020. ციტირების თარიღი: December 11, 2020.
- ↑ "Журналистами года" правозащитники назвали трех арестованных по уголовным делам журналисток, в том числе и Катерину Борисевич ru. TUT.BY (December 10, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: December 11, 2020.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Катерина Борисевич, Катерина Андреева и Дарья Чульцова удостоены премии "Гонар журналістыкі" ru. Brestskaya Gazeta (April 9, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 9, 2021. ციტირების თარიღი: April 10, 2021.
- ↑ „Axel-Springer-Preis an Nachwuchsjournalisten verliehen“. Die Welt (გერმანული). 2021-06-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-08. ციტირების თარიღი: 2021-06-08.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ - Leipziger Medienpreis geht an belarussische Journalistinnen de. Deutschlandfunk Kultur (2021-07-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-29. ციტირების თარიღი: 2021-07-29.
- ↑ "Zeichen der Ermutigung" nach Belarus de. Medienstiftung der Sparkasse Leipzig (2021-07-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-29. ციტირების თარიღი: 2021-07-29.
- ↑ Кепински. (2021-08-12) Все награды Free Media Awards присуждены белорусским журналистам ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-12. ციტირების თარიღი: 2021-08-12.
- ↑ Ik, Adom. Kaciaryna Andrejewa i Daria Czulcowa europejskim dziennikarzem roku pl. TVP Info (2021-10-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-17. ციტირების თარიღი: 2021-10-17.
- ↑ PRIX EUROPA 2021 European Journalist of the Year 2021 en. Prix Europa (2021-10-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-17. ციტირების თარიღი: 2021-10-17.