კაფუე
კაფუე (ინგლ. Kafue River) — მდინარე აფრიკაში, მიედინება ზამბიის ტერიტორიაზე. მდინარე ზამბეზის მარცხენა შენაკადია.
კაფუე ინგლ. Kafue River | |
---|---|
მდინარე კაფუე ზამბიაში | |
ქვეყანა | ზამბია |
სათავე | 11°37′32″ ს. გ. 27°11′19″ ა. გ. / 11.62556° ს. გ. 27.18861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1339 მ |
შესართავი |
ზამბეზი 15°56′35″ ს. გ. 28°55′02″ ა. გ. / 15.94306° ს. გ. 28.91722° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 352 მ |
სიგრძე | 1577 კმ |
აუზის ფართობი | 154 829 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
კაფუე ვიკისაწყობში |
მდინარის სიგრძე 960 კმ-დან 1577 კმ-მდეა[1][2], მისი წყალშემკრები აუზის ფართობია — 154 829 კმ²[2]. წყლის საშუალო ხარჯი — 314 მ³/с[2].
მდინარე კაფუეზე, 1974 წლიდან 1977 წლის ჩათვლით პერიოდში აშენდა იტეჯი-ტეჯის დამბა. კაშხლის სიმაღლეა 62 მეტრი, სიგრძე — 1800 მეტრი და წყალსაცავის ფართობია — 390 კმ².
კაფუეს, როგორც აფრიკის სამხრეთ-ცენტრალური ნაწილის ბევრ სხვა მდინარეს, აქვს დიდი სეზონური ცვალებადობა, ისინი წყალუხვები არიან წვიმების სეზონის დროს და საკმაოდ წყალმეჩხერი მშრალ სეზონში.
კაფუე სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი დიდი მდინარეა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბრიტანიკა
- ↑ 2.0 2.1 2.2 Harry N. Weza Chabwela, Wanga Mumba. CASE STUDY: ZAMBIA Integrating Water Conservation and Population Strategies on the Kafue Flats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-21.