კატი ხურადო
კატი ხურადო (ინგლ. Katy Jurado; დ. 16 იანვარი, 1924, მეხიკო — გ. 5 ივლისი, 2002, მორელოსი) — მექსიკელი მსახიობი ქალი. წარმატებით მონაწილეობდა როგორც მექსიკურ, ასევე ჰოლივუდის ფილმებში, სადაც ცნობილ კინორეჟისორებთან და მსახიობებთან თანამშრომლობდა. მან 71 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ამერიკულ ფილმებში ის ლათინოამერიკელების როლებს ასრულებდა, ხოლო მექსიკურფილმებში მრავალი განსხვავებული როლი შეასრულა. ხურადო გახდა პირველი ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, რომელიც წარადგინეს ოსკარზე და ასევე პირველი ლათინოამერიკელი, რომელმაც მოიგო ოქროს გლობუსის ჯილდო. ის იმ იშვიათ მექსიკელ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ჰოლივუდში წარმატების მოპოვება შეძლო.
კატი ხურადო | |
---|---|
დაბადების სახელი | მარია კრისტინა ესტელა მარსელა ხურადო გარსია |
დაბადების თარიღი |
16 იანვარი, 1924 მეხიკო, მექსიკა |
გარდაცვალების თარიღი |
5 ივლისი, 2002 (78 წლის) მორელოსი, მექსიკა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1943-2002 |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1952 | ფ | ზუსტად შუადღეს | High Noon | ჰელენა რამირესი |
1953 | ფ | ელ ბრუტო | El Bruto | პალომა |
1961 | ფ | ბარაბა | Barabbas | სარა |
1998 | ფ | ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა | The Hi-Lo Country | მისა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: