მორელოსი
მორელოსი — მექსიკის ფართობით მეორე ყველაზე პატარა შტატი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობდა 1.612.899 ადამიანი.
დროშა |
გერბი |
ქვეყანა | მექსიკა |
დედაქალაქი: | კუერნავაკა |
მუნიციპალიტეტი | 33 |
უდიდესი ქალაქი | დურანგო |
შექმნის თარიღი | 17 აპრილი 1869 |
გუბერნატორი | მარკო ადამ კასტილიო |
ფართობი | 4 950 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 1 612 899 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
შტატს სახელი ეწოდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერის, ხოსე მარია მორელოსის პატივსაცემად.
მორელოსი ისტორიულად ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი რევოლუციური აქტივობით. შტატში დღემდე საუბრობენ ნაუატლის ჯგუფის ენებზე (აცტეკურ ენათა ოჯახის ჯგუფი), მაგალითად ქალაქ უეიაპანსა და ქალაქ კუენტეპეკში.
შტატის დედაქალაქია კუერნავაკა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Morelos ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-03-16 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)