კატეგორიის განხილვა:ბოსნია და ჰერცეგოვინის მთები

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

არსებობს კატეგორია კატეგორია:რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, კატეგორია:ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ქალაქები, კატეგორია:ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ისტორია. ხომ არ უნდა ერქვას ამ კატეგორიას კატეგორია:ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მთები? --ჯაბა 1977 18:44, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ ბოსნია და ჰერცეგოვინა ხომ ერთი მთელი, ერთი სახელმწიფოა; ბოსნიის, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქ საუბარია ორ სახელმწიფოზე: ბოსნიაზე და ჰერცეგოვინაზე, მაშინ როდესაც ეს ერთი სახელმწიფოა. ასე არ არის ?. - OTOGI Messages 19:20, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ აქ ქვეყნის მთლიანობაზე კი არა ქართული ენის ნორმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. --ჯაბა 1977 19:23, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

გვაქვს ანტიგუა და ბარბუდა, ანალოგიურად, მაშინ ანტიგუისა და ბარბუდის გამოდის, იგივე ტრინიდადი და ტობაგო, იგივენაირად სხვანაირად გვიწერია კატეგორია:ტრინიდადი და ტობაგოს ქალაქები და სხვა. არ ვიცი რა ნორმებზეა საუბარი, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ რიგ შემთხვევაში ეს ნორმა სათაურს აზრს უკარგავს. მე აქ საერთო პრობლემას უფრო ვხედავ. - OTOGI Messages 19:45, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, როგორც ჩანს ორივე ვარიანტი გვაქვს. იმედია სწორ ვარიანტს შეარჩევთ და იმ სახით შექმნით. დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი არ ვიკითხავდი. --ჯაბა 1977 20:02, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

ამჟამინდელი სახელი სწორია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი სახელი უნდა ჩაჯდეს ნათესაობით ბრუნვაში და არა თითოეული შემადგენელი სიტყვა. ბოსნია და ჰერცეგოვინის, ტრინიდადი და ტობაგოს, სენტ-კიტსი და ნევისის, ანტიგუა და ბარბუდის და ა.შ.--დათო1010 20:09, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

მაშინ ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი კატეგორიების სათაურები შესაცვლელია. მადლობა დათო. --ჯაბა 1977 20:12, 26 მარტი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „ბოსნია და ჰერცეგოვინის მთები“-ზე დაბრუნება.