კატაფრაქტები

მძიმე ცხენოსანი ჯარი

კატაფრაქტები (ბერძ. ϰατάφραϰτος — აბჯრით დაფარული) — მძიმე ცხენოსანი ჯარი მაკედონიაში (საბერძნეთში). შეიქმნა ძვ. წ. IV საუკუნეში, V საუკუნის მიწურულის სპარსული ცხენოსანი ჯარის საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით. განვითარება პოვა ალექსანდრე მაკედონელის ჯარში. დაკომპლექტებული იყო მიწათმოქმედი დიდგვაროვნებისაგან.[1] შეიარაღებული იყვნენ გრძელი შუბებით, ატარებდნენ მუზარადსა და აბჯარს, თეძოებზე ჰქონდათ დამცავი ფირფიტები. ცხენებსაც შუბლს რკინის ფირფიტა უფარავდა. ბრძოლის დროს მოქმედებდა კატაფრაქტის კომპაქტური მასა, რომელთა კოლონასაც სოლისებური ან მოგრძო ფორმა ჰქონდა[2] და ეფექტური იყო მოწინააღმდეგის ფლანგზე ან ზურგში დარტყმის მისაყენებლად. იყოფოდნენ ილებად (64 ცხენოსანი), ბრძოლის დროს იქმნებოდა 4 მწკრივი 16–16 ცხენოსნით.[1] კატაფრაქტებს ალექსანდრე მაკედონელის არმიაში გადამწყვეტი შეტევების დროს იყენებდნენ.[2]

სასანიანთა პერიოდის ცხენოსანი ჯარისკაცის რეკონსტრუქცია. ცხენი მთლიანად დაფარულია ქერცლოვანი აბჯრით, ხოლო მხედარი — ჯაჭვის პერანგით.
  1. 1.0 1.1 Катафракты // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 333.
  2. 2.0 2.1 კატაფრაქტები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 435.