კატარინა ოპალინსკა
კატარინა ოპალინსკა (პოლ. Katarzyna Opalińska, ფრანგ. Catherine Opalinska; დ. 13 ოქტომბერი, 1680, პოზნანი, პოლონეთი – გ. 19 მარტი, 1747, ლუნევილი, საფრანგეთი) — პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1705-1709 და 1733-1736 წლებში, ლოთარინგიის ჰერცოგინია 1737-1747 წლებში, როგორც სტანისლავ I ლეშჩინსკის მეუღლე. საფრანგეთის დედოფალ მარია ლეშჩინსკას დედა.
კატარინა ოპალინსკა | |
---|---|
Katarzyna Opalińska | |
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი | |
კორონაცია: | 4 ოქტომბერი, 1705 |
მმართ. დასაწყისი: | 4 ოქტომბერი, 1705 |
მმართ. დასასრული: | 8 აგვისტო, 1709 |
წინამორბედი: | კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი |
მემკვიდრე: | კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი |
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 სექტემბერი, 1733 |
მმართ. დასასრული: | 27 იანვარი, 1736 |
წინამორბედი: | კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი |
მემკვიდრე: | მარია იოზეფა ავსტრიელი |
ლოთარინგიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივლისი, 1737 |
მმართ. დასასრული: | 19 მარტი, 1747 |
წინამორბედი: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
მემკვიდრე: | შეუერთდა საფრანგეთს |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ოქტომბერი, 1680 |
დაბ. ადგილი: | პოზნანი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 19 მარტი, 1747, (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლუნევილი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | ნანსი, საფრანგეთი |
მეუღლე: | სტანისლავ I, პოლონეთის მეფე |
შვილები: |
ანა ლეშჩინსკა მარია, საფრანგეთის დედოფალი |
მამა: | იან კაროლ ოპალინსკი |
დედა: | სოფია ცარნკოვსკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაკატარინა დაიბადა 1680 წლის 13 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში. იგი იყო პოლონელი დიდგვაროვნის, იან კაროლ ოპალინსკასა და მისი ცოლის, სოფია ცარნკოვსკას ქალიშვილი. 1698 წლის 10 მაისს ქალაქ კრაკოვში დააქორწინეს ასევე პოლონელ დიდგვაროვან სტანისლავ ლეშჩინსკზე. სტანისლავთან კატარინას 1699 წელს ანა ლეშჩინსკა, 1703 წელს კი მარია ლეშჩინსკა შეეძინა, რის შემდეგაც მას ბავშვი აღარ გაუჩენია.
დედოფალი
რედაქტირება1705 წელს კატარინას ქმარი, სტანისლავ I არჩეულ იქნა პოლონეთისა და ლიტვის მეფედ, რასაც მან შვედეთის მეფე კარლ XII-ის დახმარებით მიაღწია, თუმცა ამით პოლონეთი შვედეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მთელი ერთი წლის მანძილზე სამეფო სასახლეში კატარინა და სტანისლავი ამას ზეიმობდნენ პოლონურ არისტოკრატიასთან ერთად. დედოფალი კატარინა ახალ თამაშებს, ბალ-მასკარადებსა და ბანკეტებს აწყობდა. იგი ხშირად მასპინძლობდა შვედ დიდგვაროვნებსაც, მათ ცოლებთან კი ძალიან დაახლოვდა კიდეც.
დევნილობა
რედაქტირება1708 წელს, როდესაც პოლიტიკური ვითარება ძალიან არასტაბილური გახდა, სტანისლავმა კატარინა და თავისი ქალიშვილები გდანსკში გააგზავნა. 1709 წლის 8 აგვისტოს პოლონელებმა სტანისლავის მმართველობა დაამხეს და შვედეთის მეფეც დაამარცხეს. სტანილავი ოჯახითურთ ჯერ სკანიაში, შემდეგ კი 1711 წელს შვედეთის მეფე კარლ XII-ის სამეფო კარზე გადასახლდა, სადაც სამი წელი გაატარა.
შვედეთში სამეფო ოჯახი ძალიან თბილად მიიღეს. კატარინა და მისი ქალიშვილები ძალიან დაუახლოვდნენ შვედეთის დედა-დედოფალ ჰედვიგია ელეონორას. ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად და საზოგადოებაშიც ხშირად ჩნდებოდნენ. 1712 წელს დედა-დედოფალმა კატარინა და მისი ქალიშვილები მედევის სპა კურორტზე წაიყვანა. 1714 წელს კარლ XII-მ სტანისლავსა და მის ოჯახს შვეიბრიუხენის პროვინცია უბოძათ და იქ ცხოვრების ნება დართოთ. ისინი შვეიბრიუხენში კარლის გარდაცვალებამდე, ანუ 1718 წლამდე დარჩნენ. კატარინამ, ისევე როგორც მისმა ქალიშვილმა მარიამ, მთელი ცხოვრების მანძილზე ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა უდიდესი შვედი პოლიტიკოსის არვიდ ჰორნის მეუღლე მარგარეტა გაილენსტიერნასთან.
1718 წელს კარლის გარდაცვალების შემდეგ სტანისლავი ოჯახთან ერთად ვაისემბურგში გადასახლდნენ. ცნობილია, რომ აქ ისინი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. ისინი პატარა ღარიბულ შატოში დასახლდნენ და მხოლოდ რამდენიმე მსახური ჰყავდათ, თავს კი მამულიდან შემოსული მცირე შემოსავლით ირჩენდნენ. ცნობილია, რომ კატარინა თავის სამკაულებსაც კი ჰყიდდა შემოსავლის გასაზრდელად.
ამ პერიოდში კატარინა აღწერილია, როგორც მომთმენი და ეკონომიურად მცხოვრები ქალი, თუმცა მისი სტანისლავისადმი დამოკიდებულება საკმაოდ მწვავე იყო. იგი ხშირად ეჩხუბებოდა ქმარს და დიდ უკმაყოფილებასაც გამოსთქვამდა. მას შემდეგ რაც სტანისლავმა ტახტი დაკარგა, ისინი გამუდმებულ სიღარიბესა და დევნილობაში ცხოვრობდნენ, რაც კატარინას ძალიან არ მოსწონდა. ამ ყოველივეს კი დაემატა ისიც, რომ 1717 წელს მათი უფროსი ქალიშვილი — ანა ლეშჩინსკა პნევმონიით გარდაიცვალა.
საფრანგეთი
რედაქტირება1725 წელს მისი ქალიშვილი მარია ლეშჩინსკა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, რითაც იგი საფრანგეთის დედოფალი გახდა. ვინაიდან კატარინა უკვე საფრანგეთის მეფის სიდედრი იყო, ძველებურ გაჭირვებაში ცხოვრება უკვე აღარ უწევდა. სტანისლავსა და კატარინას მიენიჭათ ტიტულები, შატო დე შამბურში დასახლდნენ და სამეფო კარზეც ხშირად ჩნდებოდნენ ხოლმე.
1733 წელს პოლონეთის მემკვიდრეობის ომში გამარჯვებით სტანისლავი კვლავ ავიდა ტახტზე, რითაც კატარინა უკვე მეორედ გახდა პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი. თუმცა 1736 წელს სტანილსავი ტახტიდან კვლავ ჩამოაგდეს და ცოლთან ერთად კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა.
1737 წელს ლუიმ მათ ლოთარინგიის საჰერცოგო უბოძათ სამართავად, აქედან მოყოლებული გარდაცვალებამდე სტანისლავი და კატარინა ლოთარინგიის ჰერცოგი და ჰერცოგინია იყვნენ. ისინი ლოთარინგიაში გადასახლდნენ და ნანსის სამეფო სასახლეში დასახლდნენ. ამ პერიოდიდან კატარინას უკვე ასთმისა და გულის პრობლემებიც დაეწყო. იგი გარდაცვალებამდე იყო შეპყრობილი პოლონეთით და თავს ყოველთვის მის დედოფლად თვლიდა.
ლოთარინგიაში მათი ცხოვრება არც ისე ბედნიერი იყო. სტანისლავი იეზუიტთა ორდენით იყო დაინტერესებული, კატარინას კი ძალიან მოსაწყენად თვლიდა. ამით სამეფო კარის ლამაზმანმა ქალბატონებმა ისარგებლეს და სტანისლავმაც ცოლის ღალატი დაიწყო. იგი ძალიან სწრაფად იცვლიდა საყვარლებს და ამას არც მალავდა. თავად კატარინა კი არ და ვერ უშლიდა მეუღლეს ღალატში ხელს.
გარდაცვალება
რედაქტირება1747 წლის 19 მარტს კატარინა ოპალინსკა 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუი XV-მ დიდი პატივი მიაგო გარდაცვლილ სიდედრს და იგი ნოტრ-დამში ყველა წესის დაცვით დაკრძალა, როგორც ჭეშმარიტი კათოლიკე. იგი განისვენებს ნანსში, ქმართან და ქალიშვილის გულთან ერთად.
შვილები
რედაქტირებაპორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ცნობები |
---|---|---|---|---|
ანა | 25 მაისი, 1699,
ტრცებნიკა, პოლონეთი |
20 ივნისი, 1717,
შვეიბრიუხენი, გერმანია, (18 წლის) |
გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო დევნილობაში, პნევმონიისაგან | |
მარია | 23 ივნისი, 1703,
ტრცებნიკა, პოლონეთი |
24 ივნისი, 1768,
ვერსალი, საფრანგეთი, (65 წლის) |
1725 წელს ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ს, რომელთანაც ათი შვილი
შეეძინა. იგი იყო საფრანგეთის სამი მეფის, ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის ბებია. საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი დედოფალი, თუმცა მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა პოლიტიკაზე. |
ლიტერატურა
რედაქტირება- Norrhem, Svante, Christina och Carl Piper: en biografi [Christina and Carl Piper: a biography], Historiska media, Lund, 2010.
- Lundh-Eriksson, Nanna (1947). Hedvig Eleonora. Wahlström & Widstrand.
- M. Spórna, P. Wierzbicki: Słownik władców Polski i pretendentów do tronu polskiego. Kraków: Zielona Sowa, 2003, s. 235–237. ISBN 83-7389-189-7.
- Norrhem, Svante, Christina och Carl Piper: en biografi [Christina and Carl Piper: a biography], Historiska media, Lund, 2010 (Swedish)
- Lundh-Eriksson, Nanna (1947). Hedvig Eleonora (in Swedish). Wahlström & Widstrand.
- Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida : 1632-1772. (Women alongside power: 1632-1772) Lund: Nordic Academic Press. Libris 10428618. ISBN 978-91-89116-91-7
- Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
- Michel Caffier, Les Grandes Heures de la Lorraine
- The National Review, Volym 19.W.H. Allen, 1892
- Bogdan, Henry: La Lorraine des ducs
- Nesta H. Webster: The Chevalier De Boufflers (1916)
- Nesta H. Webster: The Chevalier De Boufflers (1916)
- Bogdan, Henry: La Lorraine des ducs
- Zamek w Sierakowie, Historia Zamku.
- Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.
- This article is based on a translation of the equivalent article of the French Wikipedia on 7 March 2007
- Renata Tyszczuk: The Story of an Architect King: Stanislas Leszczynski in Lorraine 1737-1766