კასპის მაცხოვრის ეკლესია

კასპის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,93 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ნახევარწრიულ აფსიდს წინ არდაბაგი აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია, სამხრეთით - სწორკუთხა. საკურთხევლის კედელზე მოდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი - წყვილ პილასტრს. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.

ლიტერატურა რედაქტირება