კასპაროვის უკვდავი პარტია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კასპაროვი—ტოპალოვი (ინგლ. Kasparov's Immortal)[1] — საჭადრაკო პარტია, რომელიც 1999 წელს გათამაშდა ვეიკ-ან-ზეეს ტურნირზე გარი კასპაროვსა და ვესელინ ტოპალოვს შორის. არაერთ საჭადრაკო ექსპერტს ის ყველა დროის საუკეთესო პარტიად მიაჩნია იმ კომბინაციის გამო, რომელიც კასპაროვმა გაითამაშა.

თეთრები: კასპაროვი შავები: ტოპალოვი დებიუტი: უფიმცევის დაცვა

1. e4 d6 2. d4 მf6 3. მc3 g6 4. კe3 კg7 5. ლd2 c6!? 6. f3 b5

„ყოველივე ეს, როგორც იტყვიან, არ ახალია, ძველია. მხარეების გეგმა ნათელია. თეთრები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, აქტიურ თამაშს აპირებენ მეფის ფრთაზე, ტოპალოვი კი ცდილობს ბრძოლა საწინააღმდეგო ფლანგზე გაამწვავოს“[2].

7. მge2 მbd7 8. კh6 კxh6 9. ლxh6 კb7 10. a3 e5 11. O-O-O ლe7

„ჯერჯერობით თითქოს ტოპალოვის პოზიციას არა უშავს. იგი ამზადებს გრძელ როქს, ფიგურებიც კარგად განავითარა, თუმცა, სჯობს, ნუ ვიჩქარებთ“[2].

12. მფb1! a6 13. მc1 O-O-O 14. მb3 exd4! 15. ეxd4 c5 16. ეd1 მb6 17. g3 მფb8 18. მa5 კa8 19. კh3?! d5

„როგორც მალე გამოირკვევა, თამაშის გახსნა მხოლოდ თეთრებისათვის არის ხელსაყრელი“[2].

20. ლf4+ მფa7 21. ეhe1 d4

„ეს იძულებითი სვლა თეთრებს ძლიერი იერიშის დაწყების საშუალებას აძლევს, რომელსაც ისინი მეტად მომხიბლავად წარმართავენ“[2].

22. მd5! მbxd5 23. exd5 ლd6 24. ეxd4!!

„როგორც პარტიის შემდეგ მეტოქეთა ერთობლივი ანალიზისას გახდა ნათელი, კასპაროვმა ეტლის ამ ეფექტური შეწირვის შემდეგ კომბინაციის ყველა შესაძლებელი გაგრძელება 20 სვლით წინდაწინ გაითვალა. ხანდახან კარგია, როცა მანქანასავით თვლი - შენიშნა მსოფლიო ჩემპიონმა“[2].

24. ... cxd4? 25. ეe7+!!

„იშვიათი სილამაზის სვლა. თეთრებმა უკვე შეწირეს ეტლი. ამ მეორე ეტლის შეწირვის მიღება უკვე აღარ შეიძლება, რადგან ტოპალოვი ფორსირებულად აგებდა“.

25. მb6 მფxa5 27. b4+ მფa4

„მეფეზე ასეთი ნადირობა შეიძლება მეცხრამეტე საუკუნეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ვთქვათ, ადოლფ ანდერსენისა და პოლ მორფის პარტიებში, დღეისათვის კი უფრო ეგზოტიკურ ხასიათს ატარებს. კასპაროვის მომხრეები ნუ აღელდებიან. მას ყველაფერი ბოლომდე აქვს გათვლილი, თუმცა, რამდენიმე სვლის წინასწარ განჭვრეტა, როგორც ახლა დავრწმუნდებით, სულაც არ იყო იოლი“[2].

28. ლc3?!ლxd5 29. ეa7 კb7 30. ეxb7 ლc4! 31. ლxf6 მფxa3?! 32. ლxa6+ მფxb4 33. c3+ მფxc3 34. ლa1+ მფd2 35. ლb2+ მფd1 36. კf1!!

„მეტად ეფექტური სვლაა. ამასთან, კუს აყვანა არ შეიძლება“[2].

abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
მდგომარეობა 35…მფd1-ის შემდეგ
36. ... ეd2 37. Rე7!! ეxd7 38. კxc4 bxc4 39. ლxh8 ეd3 40. ლa8 c3 41. ლa4+ მფe1 42. f4 f5 43. მფc1 ეd2 44. ლa7. შავები დანებდნენ

აგრეთვე იხილეთ

რედაქტირება
  1. Kasparov's Immortal: Greatest Chess Game Ever?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-01. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 გამრეკელი გ., კასპაროვი: ეს ყველაზე ბრწყინვალე პარტიაა მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, «ლაზიერი» («საქართველოს რესპუბლიკის» დამატება, N69, 1999), N2, 1999, გვ.7