უკვდავი პარტია
უკვდავი პარტია — სახელწოდება საჭადრაკო პარტიისა, რომელიც გათამაშდა ადოლფ ანდერსენსა და ლიონელ კიზერიცკის შორის 1851 წელს. აღნიშნულ პარტიაში ანდერსენმა მოწინააღმდეგეს არაერთი ფიგურა შეწირა, რამაც მას საბოლოო გამარჯვება მოუტანა.
უკვდავი პარტია
რედაქტირებაანდერსენი — კიზერიცკი
ლონდონი, 1851
1. e2-e4 e7-e5
2. f2-f4 e5:f4
3. კf1-c4
აღნიშნული სვლა იმ დროს პოპულარული იყო. თანამედროვე თეორია უპირატესობას ანიჭებს 3.მg1-f3
3…ლd8-h4+
4. მფe1-f1 b7-b5?
აღნიშნული სვლის გამოყენებით კიზერიცკიმ ბევრჯერ მოახერხა მოგება. თუმცა შემდგომში მისი სუსტი მხარეები გამოვლინდა და დღესდღეობით მიიჩნევა, რომ მისი გამოყენებით შეუძლებელია პოზიციის გათანაბრება.
5. კc4:b5 მფg8-f6
6. მg1-f3 ლh4-h6
7. d2-d3 მf6-h5
8. მf3-h4 ლh6-g5?
გადამწყვეტი შეცდომა. ამიერიდან უპირატესობას თეთრები ეუფლებიან.
9. მh4-f5 c7-c6
10. g2-g4 მh5-f6
11.ეh1-g1!
ფიგურის შეწირვით ანდერსენი დიდ უპირატესობას აღწევს.
11…c6:b5
12. h2-h4 ლg5-g6
13. h4-h5 ლg6-g5
14.ლd1-f3
თთერები იმუქრებიან 15.კc1:f4-ის შემდეგ ლაზიერის მოგებით.
14…მფf6-g8
15. კc1:f4 ლg5-f6
16. ლb1-c3
თეთრებს დიდი უპირატესობა აქვთ და თავის დაცვა შავებს მეტისმეტად უჭირთ.
16…კf8-c5
17. მc3-d5 ლf6:b2
18. კf4-d6
ეფექტური სვლაა, რომელიც მოწინააღმდეგეს საშალებას აძლევს, აიყვანოს ნებისმიერი ეტლი. კუს აყვანა ფორსირებულ შამათს გამოიწვევს. (18... კ:d6? 19.მ:d6+ მფd8 20. მ:f7+ მფe8 21. მd6+ მფd8 22. ლf8X)
18…კc5:g1
როგორც მიუთითებდა ვილჰელმ სტეინიცი, გაგრძელება 18…ლ:a1+ 19.მფe2 ლb2! შავებს პარტიის გადარჩენის შანსს უნარჩუნებდა.
19. e4-e5!!
ძლიერი სვლაა, რომლის შემდეგად შავი ლაზიერი უძლურია, დაიცვას საკუთარი მეფე.
19. …ლb2:a1+
20.მფf1-e2 მb8-a6
21. მf5:g7+ მფe8-d8
22. ლf3-f6+!!
უძლიერესი სვლაა, რომლითაც თეთრი ლაზიერი ახერხებს შავი მხედრის გატყუებას f6 უჯრაზე, რათა კუმ დააშამათოს შავების მეფე e7 უჯრაზე.
22…მg8:f6
23. კd6-e7x.
ლიტერატურა
რედაქტირება- Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 36-37.