კარჰეს ბრძოლა
კარჰეს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
რომაულ-პართიის ომების ნაწილი | |||
კარჰეს ბრძოლა | |||
თარიღი | ძვ. წ. 53 წელი | ||
მდებარეობა | კარჰესთან ახლოს | ||
შედეგი | პართიელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კარჰეს ბრძოლა ვიკისაწყობში |
კარჰეს ბრძოლა (ლათ. karrae̯) (ძვ. წ. 53 წელი ) — რომაელთა ბრძოლა მარკუს ლიცინიუს კრასუსის მეთაურობით პართიის იმპერიის წინააღმდეგ. რომაული ჯარის შვიდი ლეგიონი უდაბნოში მიიმწყვდიეს და საბოლოოდ დაამარცხეს კატაფრაქტებისა და მსუბუქი მშვილდოსანი კავალერიით შემდგარმა ჯარმა, რომელსაც მეთაურობდა პართიელი გენერალი სურენა. ასეთ ბრტყელ რელიეფზე ლეგიონს არ გააჩნდა ეფექტური ტაქტიკა ძალზე მოძრავი პართიელი ცხენოსნების წინააღმდეგ, ამიტომაც რომაელთა ჯარი მუდმივი შეტევების ქვეშ იმყოფებოდა რასაც ვერ გაუძლეს და შედეგად გამანადგურებული მარცხი განიცადეს. კრასუსი თავისი ჯარის დიდ ნაწილთან ერთად მოკლეს. ეს ჩვეულებრივ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ბრძოლა რომის და პართიის იმპერიებს შორის და რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მარცხი. ოვიდის თქმით ბრძოლა მოხდა 9 ივნისს.
კრასუსი, პირველი ტრიუმვირატის წევრი და რომის უმდიდრესი ადამიანი იყო, ის იყო სამხედრო დიდებითა და პერსპექტივით მოხიბლული, ამიტომაც რომის სენატის ოფიციალური თანხმობის გარეშე პართიაში შეიჭრა. არტავაზდ II შესთავაზა სომხეთის გავლით შესულიყო პართიაში თუმცა კრასუსმა ეს წინადადება უარყო და შუამდინარეთის უდაბნოებში გაილაშქრა. ის პართიის ძალებს დაუპირისპირდა კარჰეს მახლობლად. სურენას ჯარმა რომაელთა დიდი ნაწილი შეიპყრეს ან მოკლეს. თავად კრასუსი მოკლეს ზავის დადებისას.
პართიაში შეჭრა
რედაქტირებაკრასუსი სირიაში ჩავიდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წლის ბოლოს და მაშინვე შეუდგა თავისი უზარმაზარი სიმდიდრის გამოყენებას ჯარის შესაკრებად. პლუტარქეს ცნობით მან შეკრიბა 7 ლეგიონი, დაახლოებით 28000-35000 მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარისკაცი. მას ასევე ჰყავდა დაახლოებით 4000 მსუბუქად შეარაღებული ქვეითი და 4000 მხედარი, მათ შორის 1000-კაციანი გალური კავალერია, რომელიც პუბლიუსმა მოიყვანა. სირიაში ელინური დასახლებების დახმარებით და სომეხთა მეფის, არტავასდესის 6000 მხედრის მხარდაჭერით, კრასუსი პართიისკენ გაემართა. არტავასდესმა ურჩია მას სომხეთის გავლით გაევლო გზა უდაბნოს თავიდან აცილების მიზნით და შესთავაზა მას დამატებითი 10 000 მხედარი და 30 000 ქვეითით გაძლიერება.[1]
კრაუსუსმა უარი თქვა მის შემოთავაზებაზე და გადაწყვიტა, პირდაპირი მარშურტით წაუსიყო შუამდინარეთის უდაბნოებში და დაეპყრო რეგიონის დიდი ქალაქები. ამის საპასუხოდ პართიის მეფემ, ოროდეს II-მ ჯარი ორ ნაწილად გაყო, მისი დიდი ნაწილი ქვეითი მშვილდოსნებით და ცოტაოდენი კავალერიით, გაგზავნა თავად სომხეთის დასასჯელად. არმიის დარჩენილი ნაწილი, რომელიც მთლიანად კავალერიით იყო შემდგარი, გაგაზავნა კრასუსის არმიის დასაზვერად. ორონეს არ ეგონა, რომ სურენას მცირერიცხოვანი ჯარი შეძლებდა კრასუსის დამარცხებას. მონებისა და ვასალების ჩათვლით, სურენას ექსპედიცია სულ ათიათასს შეადგენდა, რომელსაც მხარს ჰყავდა ბარგის მზიდავი ათასი აქლემი.
კრასუსმა მიიღო მითითებები ოსროენის მთავარი არიამნესისგან, რომელიც ეხმარებოდა პომპეუსს აღმოსავლეთის ლაშქრობებში. კრაუსის არიამნეს ენდობოდა, თუმცა, ის პართიელებს ჰყავდათ მოსყიდული. მან მოუწოდა შეტევისკენ რომაელებს და მოატყუა რომ პართიელები სუსტები და მოუწესრიგებლები იყვნენ. შემდეგ მან კრასუსის ჯარი მიიყვანა უდაბნოს ყველაზე უკაცრიელ ნაწილში, წყლისგან შორს. მოგვიანებით მან მიიღო შეტყობინება, სადაც არტავადესი სთხოვდა დახმარებას რამეთუ, პართიის ძირითადი ჯარი სომხეთში იმყოფებოდა. კრასუსმა უგულებელყო შეტყობინება და განაგრძო წინსვლა შუამდინარეთში. ის სურენას ლაშქარს ქალაქ კარჰეის მახლობლად შეხვდა.[2]
ბრძოლა
რედაქტირებამას შემდეგ რაც პართიის არმიის რიცხოვნება გაიგო კრასუსმა, (დაახლოებით 10000 კაცი) მთელი რომაული არმია პანიკამ მოიცვა. კრასუსის გენერალმა კასიუსმა რეკომენდაცია გაუწია ჯარის განლაგებას ტრადიციული რომაული წესით, რომლის მიხედვითაც ქვეითები ქმნიდნენ ცენტრს და კავალერია ფლანგებს. თავდაპირველად, კრასუსი დათანხმდა, მაგრამ მან მალევე შეიცვალა აზრი და გადაანაწილა თავისი ხალხი ღრუ მოედანზე, თითოეული მხარე თორმეტი კოჰორტისგან იყო ჩამოყალიბებული. ეს განლაგება მის ჯარს დაიცავდა ფლანგებიდან მაგრამ, ამან არმია მეტად შეანელა. გენერლებმა კრასუსს ურჩიეს, დაბანაკებულიყვნენ და მეორე დილით დასვენებულს ებრძოლათ, თუმცა, პუბლიუს სურდა შეტევა და დაარწმუნა კიდეც კრასუსი.
პართიელები ცდილობდნენ რომაელი ჯარისკაცების შეშინებას. თავდაპირველად. დაიწყე დოლებზე ხმამაღლა დაკვრა, შემდეგ სურენამ, კატაფრაქტებს უბრძანა ჯავშანზე ქსოვილი აეფარებინათ და წინ წასულიყვნენ. როდესაც ისინი რომაელებს მიუახლოვდნენ, მათ ერთდროულად ჩამოაგდეს ქსოვილები და დაანახეს თავიანთი მბზინავი ჯავშანი. ეს სანახაობა რომაელების დასაშინებლად იყო შექმნილი.
სურენა ფიქრობდა რომ რომაული დაცვის ხაზი ტავისი კატაფრაქტებით გაერღვია, მაგრამ იცოდა რომ, ეს არ იქნებოდა საკმარისი გამარჯვებისთვის. ამრიგად მან თავისი მშვილდოსანი კავალერიით ალყაში მოაქცია რომაული ჯარი. კრასუსმა კავალერია გაგზავნა მათ შესაჩერებლად, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ლეგიონერები პოზიციურად იყვნენ განლაგებული და იფარებდნენ თავიათ დიდ ფარებს, თუმცა, ეს მაინც არ იყო საკმარისი სხეულის მთლიანად დასაფარად. პლუტარქეს ინფორმაციით პართიელთა ნასროლი ისრები მაინც აღწევდნენ ფარებში. სხვა ისტორიკოსები აცხადებენ, რომ მიყენებული ჭრილობების უმეტესობა იყო არასასიკვდილო დარტყმა მხილებულ კიდურებზე.
რომაელები ცდილობდნენ ხელცართულ ბრძოლაში ჩაბმას, მაგრამ, პართიელები მაინც ახერხებდნენ უკან დახევას. შემდეგ ლეგიონერებმა შექმნეს ტესტუდოს ფორმირება მათი ფარების ერთმანეთთან ჩაკეტვით, რათა წარმოედგინათ თითქმის შეუღწევადი ფრონტი პართიელთათვის. თუმცა, ამ ფორმირებამ სასტიკად შეზღუდა მათი უნარი ხმლით ბრძოლაში.[3] პართიულმა კატაფრაქტებმა გამოიყენეს ეს სისუსტე და არაერთხელ შეუტიეს რომაული ხაზს, რამაც გამოიწვია პანიკა და დიდი მსხვერპლი. როდესაც რომაელები ცდილობდნენ თავიანთი წყობის მოხსნას კატაფრაქტების მოსაგერიებლად, ეს უკანასკნელნი სწრაფად იხევდნენ უკან და ცხენოსანი მშვილდოსნები იწყებდნენ ისრების სროლას.
კრასუსს, იმედი ჰქონდა მისი ჯარი იმდენ ხანს გაძლებდა სანამ პართიელებს ისრები ამოეწურებოდათ. მაგრამ, სურენას გამოყოფილი ჰყავდა 1000 აქლები ჯარისკაცების ისრებით მოსამარაგებლად. ამის გაცნობიერების შემდეგ კრასუსმა გაგზავნა თავისი ვაჟი პუბლიუსი 1300 გალიელი კავალერიით, 500 მშვილდოსნით და ლეგიონერების რვა კოჰორტათი ცხენოსანი მშვილდოსნების განსადევნად. ცხენოსნებმა მოჩვენებით უკან დაიხიეს და პუბლიუსი მახეში შეიტყუეს.
როდესაც პუბლიუსი დაშორდა რომაულ არმიას, კატაფრაქტებმა შეტევა წამოიწყეს მათ წიანააღმდეგ, ხოლო, ცხენოსანმა მშვილდოსნებმა უკან დახევა შეწყვიტეს. მომდევნო ბრძოლაში გალები გაბედულად იბრძოდნენ, მაგრამ მათი არასრულფასოვნება იარაღსა და აბჯარში აშკარა იყო. საბოლოოდ უკან დაიხიეს გორაზე, სადაც პუბლიუსმა თავი მოიკლა, ხოლო მისი ჯარისკაცები მოკლეს, მხოლოდ 500 აიყვანეს მძევლად.
კრასუსმა არ იცოდა შვილს რა მოუვიდა, მაგრამ, იცოდა რომ საფრთხეში იყო და ჯარს უბრძანან წინ სვლა. მოგვიანებით მან შვილის თავი შუბზე წამოცმული ნახა. პართიელებმა ალყაში მოაციეს რომაული ჯარი და განაგრძეს ისრების სროლა. ამავდროულად კატაფრაქტებმა დაიწყეს შეტევები რამაც გამოიწვია რომაელთა დეორგანიზაცია.
პართიელთა შემოტევა დაღამებამდე არ შეწყვეტილა. შვილის სიკვდილით ღრმად შეძრწუნებულმა კრასუსმა ბრძანა უკან დახევა ახლომდებარე ქალაქ კარჰაში და დატოვა 4000 დაჭრილი, რომლებიც მეორე დილით პართიელებმა მოკლეს.
ოთხი რომაელი კოჰორტა სიბნელეში დაიკარგა და პართიელებმა ბორცვზე ალყა შემოარტყეს, მხოლოდ 20 რომაელი გადარჩა.
მეორე დღეს სურენამ შესთავაზა კრასუსს მოლაპარაკება. სურენამ შესთავაზა ზავი, რათა რომის არმია უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო სირიაში, სანაცვლოდ რომს უნდა დაეთმო ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე მთელი ტერიტორია. სურენამ რომაელებს სამშვიდობო შესთავაზა მოლაპარაკებები ევაკუაციის შესახებ.
კრასუსს არ სურდა მოლაპარაკებები მაგრამ მისი ჯარი აჯანყებით იმუქრებოდა. შეხვედრას მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, ამიტომაც, კრასუსი და მისი გენერლები მოკლეს.[4]
პართიელებმა კრასუსს პირში ჩაასხეს ოქრო. პლუტარქეს ინფორმაციით მისი თავი წვეულებაზე ჰქონდათ პართილებს მიტანილი. ზოგიერთმა რომაელმა გაქცევა შეძლო მაგრამ უმეტესობა მოკლეს ან შეიპყრეს. საბოლოოდ 20 000 რომაელი მოკლეს, 10 000 შეიპყრეს და ეს იყო რომის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- A.D.H. Bivar, "The Campaign of Carrhae", in The Cambridge History of Iran (Cambridge University Press, 1983) vol. 3, pp. 48–56.
- Gareth C. Sampson, The Defeat of Rome: Crassus, Carrhae, and the Invasion of the East (Barnsley: Pen & Sword Military, 2008), ISBN 9781844156764.
- Martin Sicker, "Carrhae", in The Pre-Islamic Middle East (Greenwood Publishing Group, 2000), pp. 149–51 online.
- Overtoom, Nikolaus Leo (2021). „Reassessing the Role of Parthia and Rome in the Origins of the First Romano-Parthian War (56/5–50 BCE)“. Journal of Ancient History. 9 (2): 238–268. doi:10.1515/jah-2021-0007. S2CID 237154963.
- Philip Sidnell, Warhorse: Cavalry in Ancient Warfare (Continuum, 2006), pp. 237–42, detailed discussion of the battle from a cavalry perspective, limited preview online.