პირველი ტრიუმვირატი

პირველი ტრიუმვირატი — არაფორმალური პოლიტიკური ალიანსი გვიანი რომის რესპუბლიკის სამ გამოჩენილ პოლიტიკოსს — გაიუს იულიუს კეისარს, გნეუს პომპეუს მაგნუსსა და მარკუს ლიცინიუს კრასუსს შორის. რომის რესპუბლიკაში სენატს უმაღლესი პირების გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდა. ასეთი დაბრკოლებების გვერდის ასავლელად და წინააღმდეგობის გადასალახად განსხვავებული პოლიტიკური მიზნების მქონე სამი კაცი გაერთიანდა. მათ ფარულად შექმნეს ალიანსი, სადაც შეთანხმდნენ, რომ გამოიყენებდნენ თავიანთ გავლენას ერთმანეთის მხარდასაჭერად. „ტრიუმვირატი“ არ იყო ფორმალური მაგისტრატი და არც სახელმწიფო საქმეებზე გრძელვადიანი ბატონობისთვის მიუღწევია.

გაიუს იულიუს კეისარი, მარკუს ლიცინიუს კრასუსი, და გნეუს პომპეუს მაგნუსი, პირველი ტრიუმვირატის წევრები

იგი ჩამოყალიბდა სამ კაცს შორის, მათი ურთიერთსაწინააღმდეგო საჭიროების გამო, მათი მიზანი იყო გადაელახათ წინააღმდეგობა სენატში და განეხორციელებინათ ისეთი მიზნები, რაც წინა წლებში ვერ შეძლეს. თავდაპირველად საიდუმლო ხელშეკრულება დაიდო, მოგვიანებით კი გასაჯაროვდა კეისრის პირველი კონსულობის დროს ძვ. წ. 59 წელს. ტრიუმვირატის წევრებმა ორი კანონის რატიფიცირება მოახდინეს. ესენია: პომპეუსის განკარგულებების რატიფიკაცია აღმოსავლურ პროვინციებთან მიმართებით მესამე მითრიდატული ომის შემდეგ და კანონმდებლობა პროვინციული ადმინისტრაციისა და გადასახადების შეგროვების შესახებ. კეისარი ასევე დაინიშნა გალიის გრძელვადიან გუბერნატორად. თუმცა, ალიანსის ადრეულმა წარმატებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემები გამოიწვია. რომში პოლიტიკური ალიანსები რეორგანიზებულ იქნა სამი კაცის საპირწონედ მომდევნო წლებში.

ძვ. წ. 55 წლისთვის ალიანსი დაიშალა. თუმცა, მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ საერთო ინტერესების გამო და განაახლეს პაქტი. ძალით და რღვევით, ასევე პოლიტიკური მოკავშირეების საშუალებით შეაფერხეს ძვ. წ. 55 წლის საკონსულო არჩევნები და დაინიშნა კომისია, რომელიც დაეხმარა პომპეუს და კრასუს კვლავ კონსულები გამხდარიყვნენ. საბლოოდ კეისრის სარდლობა გალიაში კიდევ 5 წლით გაგრძელდა; ხოლო პომპეუსი ესპანეთში წავიდა, კრასუსი კი სირიაში. რომში ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ამ მოვლენებს, სანამ კრასუსი არ მოკლეს ძვ. წ. 53 წელს კარეს ბრძოლაში მარცხის შემდეგ.

კრასუსის დაღუპვის შემდეგ კეისარი და პომპეუსი ინარჩუნებდნენ მეგობრულ ურთიერთობას რამდენიმე წლის განმავლობაში. ისინი მოკავშირეებად დარჩნენ მას შემდეგაც, რაც პომპეუსი გახდა ერთადერთი კონსული ძვ. წ. 52 წელს და იულია (კეისრის ქალიშვილი და პომპეუსის ცოლი) გარდაიცვალა. პომპეუსმა მოგვიანებით მხარე შეიცვალა და შექმნა ალიანსი კეისრის გავლენის წინააღმდეგ. ამან კი გამოიწვა დაპირისპირება. ძვ. წ. 50 წელს კიდევ უფრო გამძაფრდა დაპირისპირება, რის გამოც კეისარი ღიად აჯანყდა ძვ. წ. 49 წელს.

ისტორია რედაქტირება

ჩამოყალიბება რედაქტირება

პომპეუსს, კრასუსსა და კეისარს შორის ალიანსი გაფორმდა იმის გამო, რომ ისინი ვერ ახორციელებდნენ თავიანთ პროექტებს რომაული პოლიტიკური დაბრკოლებების გამო.

პომპეუსი რედაქტირება

პომპეუსს, რომელიც ახლახან დაბრუნდა მესამე მითრიდატული ომიდან, სურდა აზიაში მისი დასახლებების რატიფიცირება. ის ასევე ეძებდა მიწებს თავისი ვეტერანებისთვის. მას შემდეგ, რაც პომპეუსი დაბრუნდა სერტორიუსის ომიდან ესპანეთიდან ძვ. წ. 71 წელს, მან გაგზავნა ქვეშევრდომები რომში, რათა ტრიბუნატზე დამდგარიყვნენ და წარედგინათ შესაბამისი კანონმდებლობა (ძვ. წ. 63 წელს. ამ მცდელობას ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი კონსული ციცერონი De lege agraria-ში). პომპეუსის შემდგომმა ცვლილებებმა გამოიწვია მისი მოკავშირე ტრიბუნის გაქცევა ქალაქიდან ძვ. წ. 62 წელს. თუმცა პომპეუსმა შეძლო და უზრუნველყო თავისი ერთ-ერთი კაცის, მარკუს პუპიუს პისო ფრუგი კალპურნიანუსის, კონსულად არჩევა, მაგრამ რელიგიურმა სკანდალმა შეუძლებელი გახადა მისთვის მიწის განსახლების შესაბამისი კანონმდებლობის წინ წამოწევა. დიდი ქრთამების საშუალებით პომპეუსმა უზრუნველყო თავისი ერთგული კაცების თანამდებობებზე დანიშვნა (ლუციუს აფრანიუსი კონსულად; ლუციუს ფლავიუსი ერთ-ერთ პლებეური ტრიბუნად), მიუხედავად ამ ყველაფრისა პომპეუსმა ვერ შეძლო კანონმდებლობის შემოღება. კატონ უმცროსი და კვინტუს ცეცილიუს მეტელუს ცელერი, მოტივირებული იყვნენ ნაწილობრივ იმით, რომ არ მოსწონდათ პომპეუსი, რომელმაც ადრე და არარეგულარულად ანაცვალა მათი მოკავშირე ლუკულუსი მითრიდატეს წინააღმდეგ, პომპეუსის განქორწინება ცელერის დასთან წარუმატებელი მცდელობით დასრულდა რათა კატონთან დაემყარებინა ალიანსი, მათ ასევე ეშინოდათ პომპეუსის ძალაუფლების, ამიტომაც შექმნეს ობსტრუქციული კოალიცია. ლუკულუსი დაბრუნდა პენსიიდან რათა მოეთხოვა პომპეუსის აღმოსავლური მოწყობის ყველა ასპექტის სიღრმისეული განხილვა; "ამას დიდი დრო დასჭირდება და ხელს შეუშლის კანონპროექტის მიღებას უახლოეს მომავალში". მაგისტრატებში ქმედითი მოკავშირეების გარეშე - პიზონიც და აფრანიუსიც არაეფექტური იყვნენ - პომპეუსი იძულებული გახდა მოკავშირეების სხვაგან ძებნა დაეწყო.

კრასუსი რედაქტირება

კრასუსი რომის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელმაც თავისი ქონება სულას პროსკრიპციებიდან სარგებლობით მოიპოვა. ის იყო რომის ეკვიტი ბიზნესმენების მფარველი. პომპეუსთან ერთად ის კონსულად მსახურობდა ძვ. წ. 70 წელს. სახელმწიფო კონტრაქტორები მასიურად აჭარბებდნენ საგადასახო კონტრაქტის ვადებს აზიის პროვინციებში (თანამედროვე დასავლეთ თურქეთის ნაწილები), რადგან მათ ვერ შეაფასეს მესამე მირიდატული ომის განადგურება. მისი კლიენტები სთხოვდნენ ისეთი გადასახადების შემცირებას რომელიც ხაზინაში მიდიოდა ხელშეკრულების თანახმად, ეს მოთხოვნა დაბლოკეს კატონმა და ცელერმა ძვ. წ. 61 წლის დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ სენატორები, როგორიცაა ციცერონი, პირადად სჯეროდათ, რომ "სასაცილო იყო კონტრაქტებზე ხელახლა მოლაპარაკება ან გაუქმება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გადაჭარბებულად შეაფასეს პოტენციური მოგება", სენატი იყო კანონმდებლობის დამტკიცების ზღვარზე ცელერის ჩარევამდე. კრასუსი, პომპეუსის პირადი მტერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პომპეუსის დასახლებებსა და მიწის გადასახადებს ძვ.60 წელს წარმატებით მოახდინა თავისი მხარდაჭრების მობილიზება დაბალი რანგის სენატორებს შორის, პომპეუსის წინადადებების დასაბლოკად. მისი დაპირისპირება პომპეუსთან შესაძლოა იყო სენატორების გადაპირების მცდელობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის მიზნებს, მაგრამ ეს აშკარად წარუმატებლად დასრულდა. ამ საგადასახადო ხელშეკრულებების ხელახალი განხილვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კრასუსისთვის: "მისი რეპუტაცია და გავლენა დამოკიდებული იყო მის უნარზე, მას უნდა ემოქმედა როგორც ჩემპიონს და ძლიერს ეკვიტების ორდენისთვის".

კეისარი რედაქტირება

კეისარი ძვ. წ. 60 წლისთვის ახლად ჩამოშორებული იყო ესპანეთის გუბერნატორის თანამდებობას. ამის გამო ის ითვლებოდა ყველაზე სუსტად ამ სამს შორის, მიუხდავდა იმისა რომ მოიგო არჩევნები როგორც პონტიფექს მაქსიმუსმმა ძვ. წ. 63 წელს. ენერგიული პოლიტიკოსი, რომელიც „თითქმის ათწლეულის განმავლობაში ემხრობოდა პომპეუსის მიზნებს“, ის ასევე ვალში იყო კრასუსის წინაშე, რომელიც კეისრის ვალების გარანტს წაროადგენდა. ძვ. წ. 60 წლის ივნისში Hispania Ulterior-დან ადრეული დაბრუნების შემდეგ, იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა ქალაქში შესვლასა და კონსულობის კანდიდატურის გამოცხადებაზე (რაც გააუქმებდა მის სამხედრო სარდლობას), ან გარეთ დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სენატი რეგულარულად ნიშნავდა კანდიდატებს დაუსწრებლად, კატონმა დააკმაყოფილა კეისრის მოთხოვნა; კეისარმა, შოკისმომგვრელად, უარი თქვა რომის უმაღლესი სამხედრო პატივისთვის, რათა გამოეცხადებინა თავისი კანდიდატურა. კეისარი ცნობილი ფავორიტი იყო კონსულობისთვის. კეისარმა ძვ. წ. 59 წლის არჩევნები ოსტატურად მოიგო მიუხედავად კატონის დიდი წინააღმდეგობისა. მაგრამ იმისთვის, რომ თავისი კარიერის სასარგებლოდ გადაედგა ნაბიჯი, უნდა შეეძინა კარგი მოკავშიეები.

ალიანსის შექმნის თარიღი რედაქტირება

მეცნიერები კამათობდნენ ალიანსის შექმნის კონკრეტულ თარიღზე. პლუტარქე, ლივია და აპიანე ალიანსის შექმნის თარიღად კეისრის კონსულად არჩევამდე პერიოდს ასახელებენ; ველიუსმა, სვეტონიუსმა და დიონ კასიუსმა კი მისი არჩევის შემდეგი პერიოდი დაასახელეს. ველიუსი, სვეტონიუსი და დიონ კასიუსმა მისი არჩევის შემდეგ პერიოდი დაასახელეს.

კონსულების არჩევნების დროს კეისარმა, რა თქმა უნდა, მიიღო მხარდაჭერა როგორც პომპეუსისგან, ასევე კრასუსისგან, თუმცა თითოეულმა თავისივ პირადი მიზეზების გამო. კრასუსმა გაიჩინა პერსპექტიული მიმდევრები, ხოლო პომპეუსს კი სჭირდებოდა ძლიერი ფიგურა კონსულებში. ზაფხულში კეისრის არჩევიდან თვეების შემდეგ, ძვ. წ. 60 წელს, კეისარმა გაუგზავნა წერილი ციცერონს, სადაც სთხოვდა ძლიერი პოლიტიკური ალიანსის შექმნას, ასევე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ შეურიგებია პომპეუსი და კრასუსი. ზოგიერთ ისტორიკოსს სჯერა წერილი რომელიც კეისარმა გაუგზავნა ციცერონს იყო ყალბი (შეიძლება იყოს ისიც რომ კეისარი ჯერ არ აჩვენებდა თავის „ბანქოს“) ეს არ გულიხმობდა იმას რომ კეისარი „კონკრეტულად არ გეგმავდა ტრიუმვირატის შექმნას, არამედ აპირებდა შეექმნა რაც შეიძლება ძლიერი კოალიცია“. აქედან გამომდინარე მეცნერები ასკვნიან რომ პაქტი დაიდო ძვ. წ. 60 წლის ივლისიდან ძვ. წ. 59 წლის იანვრამდე პერიოში.

ალიანსის მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რასაც სამი კაციდან ვერცერთი ვერ უზრუნველყოფდა ცალ-ცალკე. თუ პომპეუსი და კეისარი გაერთიანდებოდნენ, მათ არ ექნებოდათ საკმარისი ძალა იმისთვის რომ სენატში ოპოზიცია დაემარცხებინათ. პომპეუსი და კრასუსი იყვნენ კონკურენტები ამიტომაც შუამავლის გარეშე ვერ შეთანხმდებოდნენ. კეისარი იყო სწორედ ეს შუამავალი. კრასუსის მოტივები იყო ნაკლებად ცნობილი. მას სურდა მეტი ვიდრე გადასახადებზე მოლაპარაკება. გარდა ამისა კრასუსი იქნებოდა პომპეუსის მიწის გრანტების ერთ-ერთი ადმინისტრატორი და ამ შემთხვევაში „პირველობა რომელსაც მარტომ ვერ მიაღწია მის ხელთ იყო“. კეისარს სჭირდებოდა ალიანსი; ის საბოლოოდ გახდებოდა დამოუკიდებელი კაცი, დაამარცხებდა პოლიტიკურ ოპოზიციას და გახდებოდა სარდალი.

კეისრის კონსულობა ძვ. წ. 59 რედაქტირება

აგრარული კანონი რედაქტირება

როდესაც კეისარი გახდა კონსული კარგად იყო ცნობილი რომ ის სენატს შესთავაზებდა ახალ კანონს. ის ძლიერი და მდიდარი მოკავშირეების საშუალებით გახდა კონსული კანონიერი გზით. სენატის დებატების ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მან გამოაქვეყნა lex Julia agraria-ს პროექტი და დააყენა სენატის დღის წესრიგში. ის მიმართავდა შემწყნარებულ პოლიტიკას, გამოირჩეოდა სენატორებისადმი პატივისცემით და შეასწორა რულუსის მიერ ძვ. წ. 63 წელს დაწერილი კანონპროექტი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, კანონპროექტის მიხედვით კეისარი მოითხოვდა დაესახლებინათ ხალხი იტალიის მიერ დაპყრობის ტერიტორიებზე (აჯანყებებისგან შანსის შესამცირებლად), გადაენაწილებინათ გადასახადი 20 კომისარზე (რომელთაგან არ იქნებოდა კეისარი), ასევე გაეზარდათ გრანტები ვეტერნებისთვის.

კეისარმა კანონპროექტი სტრიქონ-სტრიქონ წაიკითხა და პირობა დადო რომ შეიტანდა ნებისმიერ ცვლილებას რომელსაც მოითხოვდა სენატი. ზოგიერთი უძველესი წყარო აღწერს კეისრის შემრიგებლურ ტონს, როგორც ცინიკურ შეთქმულებას რათა სენატორები გადაეგდო; კეისრის მიზანი შეიძლება ყოფილიყო მიეღო „სიმბოლური ლიდერობა და გამოეჩინა ლტოლვა… ხალხის ინტერესებისათვის… ამან კი საშუალება მისცა რომ მიეღოთ აგრარული კანონი“.

ცინიკური ხრიკი იყო თუ არა, სენატი მაინც ეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, სანამ კატონს არ მისცეს სიტყვა; კატონმა მაშინვე დაიწყო ფილიბასტერი და ამტკიცებდა, რომ ხალხი კეისარს ზედმეტად შეიყვარებდა თუ შემოიღებდნენ კანონპროექტს. მან განაცხადა რომ არსებული მდგომარეობა კარგი იყო. გაურკვეველია რამდენად იყო ეს კეისრის პრესტიჟი პირველი კონსულობის დროს. გვიანდელი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას კეისრის დებატებში გამარჯვების შეახებ. კეისარი ცდილობდა ფილიბასტერის გატეხვას, ის დაემუქრა კატონს რომ ჩასვავდა კარცერში, იმ შემთხვევაში თუ, განაგრძობდა წინაამდეგობის გაწევის, ამის გაგონებამ რომაელი სენატორების აღშფოთება გამოიწვია. ამით კატონმა მოახერხა კეისრის პროვოცირება და დაამტკიცა თავისი ნათქვამი რომ ის სავარაუდოდ ტირანი იყო. ამხელა წინააღმდეგობის გამო კეისარმა მაინც შემოიღო აგრარული კანონი მიუხედავად იმისა რომ არ ჰქონდა სენატორთა თანხმობა.

ფორუმზე გადასვლისას კეისარმა მოიწვია კრება contio(შეხვედრა სადაც მაგისტრატი ხალხს მიმართავდა), მან სთხოვა ბიბილუს აეხსნა თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, ბიბილუსს არ უთქვამს არაფერი გარდა რამდენიმე ცუდი არგუმენტისა და იმის რომ არ სურდა რაიმე სიახლის შემოტანა. კეისარი მას ხალხის წინაშე ევედრებოდა, იმდგაცრუებულმა ბიბილუსმა კი უპასუხა „ამ კანონს არ მივიღებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ყველას ენდომება“ ამ ნათქვამით დაირღვა ხალხის სუვერენიტეტი. კეისარმა ვეტოსთვის თავის არიდების მიზნით, ამხილა თავისი ალიანის შემდეგ კი მოიწვია პომპეუსი და კრასუსი. პომპეუსმა ჰკითხა, რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის არ მიღების მიზნით ძალადობას მიმართავდნენ ოპონენტები, რაზეც კეისარმა უპასუხა „ფარით დავუხვდები, თუ რომელიმე ოპოზიციის წევრი გაბედავს ხმლის აღმართვას“. სამი ტრიბუნის მობილიზებით ბიბილუსი ვეტოს გამოყენებას აპირებდა, მაგრამ ბრბო თავს დაესხა და სიმბოლურად უარყეს მისი საკონსულო უფლებამოსილება. იმ დღეს კი კანონი მიიღეს. მეორე დღეს ბიბილუსმა მოიწვია სენატი და განაცხადა რომ კანონპროექტი იმიტომ მიიღეს რომ ეგვიპტე დაეზარალებინათ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კანონები პომპეუსისა და კრასუსისთვის რედაქტირება

აგრარული კანონის მიღების შემდეგ ბიბილუსი ჩამოშორდა საჯარო საქმიანობას. კეისარმა გაიტანა კიდევ ორი კანონპროექტი, პირველი იყო კრასუსისთვის საჯარო გადასახადების ერთი მესამედის ჩამოწერა და ამის რატიფიცირება, ხოლო მეორე პომპეუსისთვის აღმოსავლეთ პროვინციებში დასახლების რატიფიცირება. ორივე კანონი სენატმა მიიღო მცირე წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ლუკულუსი, ცდილობდა პომპეუსის აღმოსავლეთ დასახლებას შეწინააღმდეგებოდა მაგრამ „იძულებული გახდა თავი დაემცირებინა და კეისრის წინაშე მუხლი მოეყარა“ რადგან სენატი ქალაქიდან გაძევებით დაემუქრა. როდესაც ციცერონი, იცავდა თავის მოკავშირეს და ყოფილ კონსულს გაიუს ანტონიუს ჰიბრიდას, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი რომის პოლიტიკურ ვითარებაზე, რითაც დიდი ყურადღება მიიქცია.

პომპეუსმა, კეისრის შვილი იულია მოიყვანა ცოლად რათა გაემყარებინათ კავშირი. კეისრის მოკავშირემ, პუბლიუს ვატინიუსმა მიირო კანონი რომლის მიხედვითაც, კეისარს გადაეცა ილირიკისა და ციზალპური გალიის პროვინციები სამართავად 5 წლის ვადით. ამით კეისარმა იტალიის ტყეები და ბილიკები გალიით ჩაანაცვლა. ამ მოვლენებმა გამოიწვია გალიის რეგოინში პოლიტიკური სიტაუციის დესტაბილიზაცია. ტრანსალპური გალიის გუბერნატორის გარდაცვალების შემდეგ კეისარს ეს ტერიტორიაც გადაეცა სამართავად.

ალიანსის დაშალა ძვ. წ. 59-55 რედაქტირება

კეისრის კონსულობისას, კატონის და ბიბილუსის ტაქტიკამ წარმატებას მიაღწია, შედეგად, ხალხში პოპულარობა დაკარგეს პომპეუსმა და კრასუსმა, ამიტომაც მათ საჯარო გამოსვლებს ძალიან ცივად ხვდებოდნენ. კატონმა და ბიბილუსმა წამოიწყეს პროპაგანდური კამპანია რომლის მიზანიც იყო, კეისრის ტირანად გამოცხადება. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ალიანსს და იძულბული გახდნენ დაშლილიყვნენ.

როდესაც კეისრის კონსულობა დამთავრდა, ის გაემგზავრა გალიაში. მაგრამ მის მიერ მირებული კანონები საფრთხის ქვეშ იყვნენ, რადგან მისივე დანიშნული პრეტორები აცხადებდნენ რომ ეს კანონპროექტები ეგვიპტის წინააღმდეგ იყო მიღებული. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით კეისრის კანონები უმრავლესობამ მიიღო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

რომში მიმდინარე მოვლენები რედაქტირება

პომპეუსმა მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. რადგან, მან ერთდროულად დაკარგა მოკავშირეები ტრიუმვირატიდან და ასევე ძველი მომხრეებიც. ტრიუმვირატში გაწევრიანების შემდეგ დაკარგა მომხრეები და გახდნენ კეისრის და პომპეუსის მოწინაღმდეგეები. ეს ყველაფერი კი იყო კატონის და მისი მომხრეების დამსახურება რადგან მათ გააერთიანეს არისტოკრატია ტრიუმვირატის წინააღმდეგ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 59 წელს კეისარმა და პომეუსმა პუბლიუს კლოდიუს პულჩერი მიიღეს პლეებურ კლანში. პუბლიუსი იყო დამოუკიდებელი აგენტი, რომელიც ცდილობდა მტრებს შორის დაპირისპირების გაღვივებას. თავისი პირველი ტრიბუნატის დროს წამოაყენა 4 მნიშვნელოვანი კანონპროექტი მარცვლეულის იმპორტის გაფართოების, ქალაქში რომაელი მოქალაქეებისთვის უფასო მარცვლეულის მიწოდების და კოლეგიების აღდგენის შესახებ. ის ასევე აპროტესტებდა ციცერონის მიერ კატილინარული შეთქმულების უკანონო სიკვდილით დასჯას მისი კონსულობის დროს. პუბლიუსმა მალევე მოიპოვა მოსახლეობაში პოპულარობა და გახდა კონსული ძვ. წ. 58 წელს.

ამავე წელს პუბლიუსმა ღიად დაიწყო ტრიუმვირატის კრიტიკა, განსაკუთრებით აკრიტიკებდა პომპეუსს და მალევე აიძულა სახლში გამოკეტილიყო. მან ასევე გააკრიტიკა კეისირი რელიგიური რეფორმები. პომპეუსმა ცადა ციცერონის წინააღმდეგ წასვლა მაგრამ, ამ დროს პუბლიუსმა კრიტიკა მეტად გაამწვავა კრასუსის და კატონის საიდუმლო მხარდაჭერით. პუბლიუსმა ტიტუს ანნიუს მილოს და პუბლიუს სესტიუსის მხარდაჭერით შექმნა ურბანული ბრბო რომელთა დახმარებით და ციცერონის მხარდაჭერით, შეძლეს და დაიცვეს კანონი რომში მარცვლეულის შემოტანასთან დაკავშირებით.

თუმცა, პომპეუსის ახლად შექმნილმა კავშირმა კლოდიუსის წინააღმდეგ, რომელშიც შედიოდნენ - კლაუდიის კოალიციები, ლენტულები, კატონიელები - კეისრისა და კრასუსის მცირე წინააღმდეგობით - შეძლეს და შეაჩერეს ბრძანება რომლის მიხედვითაც, პომპეუსი ხდებოდა სარდალი ეგვიპტეში რომ პტოლემე XII ტახტზე დაებრუნებინა. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყვიტეს რომ, ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებში არ ჩარეულიყვნენ. პომპეუსის ხალხმა მარცვლეულზე არ დააკლო ფასები ამიტომაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად შემცირდა ხალხში. მოგვიანებით კლოდიუსი დაესხა მათ თავს და პომპეუსის აზრით კლოუდიუს მხარს უჭერდა კრასუსი.

გალია რედაქტირება

მთელი ამ დროის განმავლობაში, კეისარი იბრძოდა გალიაში. ძვ. წ. 56 წლისთვის მას ჰქონდა დიდი პოპულარობა მოპოვებული როგორც ხალხში ისევე სენატში: 57 წელს კეისარმა მადლიერება მოითხოვა ბელგაზე გამარჯვებისთვის და ციცერონის შუამდგომლობით მიიღო თხუთმეტდღიანი ვედრება, ახალი რეკორდი. თავისმა სამხედრო მიღწევებმა ძირი გამოუთხარა ყოველგვარ პოლიტიკურ ნებას კეისრის აქტას შერყევის მიზნით მისი პირველი კონსულობიდან და თავად 56 წელს კეისარმა მიიღო რიგი სენატორული განკარგულებები გალიაში თავისი ჯარისთვის მეტი თანხის გამოყოფის მიზნით - ციცერონი აცხადებდა რომ კეისარს შეეძლო გაეხადა მათთვის მეტი.

ამ ეტაპისთვის კეისარს ჰქონდა ძალიან დიდი პოპულარობა მოპოვებული და თვით ციცერონიც კი აქებდა მას. მაგრამ პოპულარობა ყველაფერს არ ნიშნავდა რადგან ძვ. წ. 57 წლისთვის მას არცერთი მაგისტრატი არ უჭერდა მხარს. 57 წლის არჩევნებში მისმა კონკურენტებმა მიიღეს პრეტორის წოდება. კეისრის პოლიტიკური მხარდაჭერა რომში დიდწილად იყო დამოკიდებული პომპეუსზე და კრასუსზე და არა მის საკუთარ ლეგატებზე ან მოკავშირეებზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 56 წლისთვის კეისრის მტრები მობილიზებულნი იყვნენ მის წინააღმდეგ: ტრიბუნამ სცადა მისი გამოძახება სასამართლოსთვის — რასაც ვეტო დაადეს, რადგან კეისარი კანონიერად იყო სამთავრობო საქმიანობით, — ხოლო დომიციუსმა მხოლოდ "განაცხადა თავისი განზრახვა შეეწყვიტა კეისრის სარდლობა რაც შეიძლება მალე". გარდა ამისა მის გადასახადებს თავს დაესხნენ — შესაძლოა პომპეუსის დავალებით — მას სურდა კეისრის ვეტერანებისთვის პენსიაზე გასვლისთანავე არ მიეღოთ მიწა.

ალიანსის განახლება რედაქტირება

ლუკას კონფერენცია რედაქტირება

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 56 წლის ზაფხულში კეისარი შეხვდა ცისალპური გალიის სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს. ის შეხვდა კრასუსს რავენაში და პომპეუსს ქალაქ ლუკაში, ცისალპური გალიის ყველაზე სამხრეთ ნაწილში. შეთანხმება შედგა სამი ნაწილობრივი თავსებადი მიზნით: პომპეუს და კრასუსს სურდათ ერთად ყოფილიყვნენ კონსულები, ხოლო კეისარს უნდოდა თავისი უფლებამოსილების გაზრდა, აჰენობარბუსის შესაძლო უზურპაციის თავიდან ასაცილებლად.

ორასამდე დაბალი რანგის სენატორი ელოდებოდა, იმას თუ, როდის შეძლებდა ეს სამი კაცი თავიანთი პირადი მიზენბის დაკმაყოფილებას. კონფერენციამ ასევე მოახდინა ალიანსების გადაჯგუფება ფართო არისტოკრატიაში: კლაუდიები - აპიუსი, პუბლიუსი და გაიუს კატონი - იძულებული გახდნენ დინასტიებს დაბრუნებოდნენ. ციცერონი დამოკიდებული იყო პომპეუსზე, მას შემდეგ რაც იხსნა გადასახლებიდან, ამიტომაც რიტორიკული მხარდაჭერის შემდეგ ისიც ჩაირიცხა ალიანსში. კლაუდიო პულჩრის ალიანსიც გაიზარდა, მას შემდეგ რაც, მისი კონკურენტი კლოდიუსი დაემატა. მათი საშუალებით მხარს დაუჭერდნენ აპიუსს და აირჩევდნენ კონსულად ძვ. წ. 54 წელს. ამის შემდეგ ოპოზიცია მეტად გააქტიურდა, ამიტომაც კატონი დაბრუნდა პროვინციებიდან კვიპროსში და მხარი დაუჭირა დომიციუსის საკონსულო კამპანიას. ძვ. წ. 55 წელს პომპეუსმა და კრასუსმა ძალადობის საშუალებით, ერთობლივად დაიკავეს კონსულის თანამდებობა, ამან კი ცუდი შედეგი იქონია ტრიუმვირატზე.[1]

ერთობლივი კონსულობა ძვ. წ. 55 რედაქტირება

მაშინ როდესაც, პომპეუსის და კრასუსის კონსულებად არჩევა არ იყო გადაწყვეტილი ალიანსმა, ბრბო ძალადობისკენ მიმართა რათა გამარჯვებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ, სწორედ ამ დროს ჩარიეს მუდმივი ტრიბუნცული ვეტო — კლოდიუსის მოკავშირის, გაიუს კატონის საშუალებით რადგან ის იყო ტრიბუნალი — რადგან, დაებლოკათ არჩევნები მომავალ წლამდე. კონსულებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, რის გამოც, არჩევნები ჩატარდა დროებითი მაგისტრატების და გალიიდან შვებულებაში დაბრუნებული ჯარისკაცების ჩამოსვლის შემდეგ. მოკავშირეებმა ძალის გამოყენებით და ქრთამით შეძლეს და კონსულად დანიშნეს პომპეუსი და კრასუსი. შემდეგ თავიანთი ძალა გამოიყენეს რათა, თავიანთი მოკავშირეები პრეტორებად დაენიშნათ.

ტრიუმვირატის წევრებმა, მალევე გააცნობიერეს რომ ეს სტრატეგია მომავალში გამოიწვევდა დიდი პოლიტიკურ პრობლემებს, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა მათი პოლიტიკური კარიერის კოლაფსი. რა თქმა უნდა, მათ მოიპოვეს გამარჯვება მაგრამ, დაშინების ეს ტაქტიკა გრძელვადიან პერსპეკტივაში დიდ პრობლემებს იწვევდა. [2]

კეისარმა და პომპეუსმა, პირველად გამოიყენეს ცენზურა და მიიღეს კანონი რომელიც კრძალავდა ქრთამის გადახდა. ძირითადი კანონმდებლობა წარადგინა გაიუს ტრებონიუსმა, რომელიც მოითხოვდა პომპეუს და კრასუსს სირიის და ესაპნეთის პროვინციები 5 წლით გადასცემოდათ. კრასუსი პასუხისმგებელი იყო ლაშქრობებზე პართიაში და ეგვიპტეში, ხოლო, პომპეუსი ესპანეთის მიდამოებში. იმის შიშით რომ ვეტო არ გამოეყენბინათ ტრიბუნციელებს ძალის გამოყენებიტ შეუშალეს ხელი, ერთი ჩაკეტეს ოთახში ხოლო მეორე ფორუმში შესვლამდე ბრბომ შეაფერხა. მიღებული კანონპროექტით შეასრულეს კეისრის მოთხოვნა და კიევ 5 წლით გადსცეს გალიის პროვინციები. [3]

 
რომაული პროვინციების განაწილება კეისარს, კრასუსს და პომპეუსს შორის.

პომპეუსმა, ნოემბერში მოაწყო მდიდრული თამაშები, როგორც პომპეუსის თეატრისადმი ძღვენი. ასევე შეიტყვეს კეისრის ექსპედიციის შესახებ რაინის მიღმა ბრიტანეთში: ამისთვის სენატმა 20 დღიანი მადლიერება მიუძღვნა. ტრიბუნებმა ცადეს კეისრის და პომპეუსის ჯარების რეკრუტირებისთვის ხელის შეშლა მაგრამ უშედეგო იყო ეს მცდელობა. როდესაც კრასუსმა ქალაქი დატოვა პომპეუსთან ერთად, ის დაწყევლეს და დაპატიმრებაც ცადეს. მოგვიანებით კრაუსის მარცხს უზენაესობას აბრალებდნენ.[4]

როდესაც არჩევნები მოახლოვდა, პომპეუსმა, მკაცრად განაცხადა უარი ბრბოს ტაქტიკის გამოყენებაზე მისი არაპოპულარულობის გამო. მან გადაწყვიტა კამპანია გაემართა მისი ერთ-ერთი კლიენტისთვის, მაგრამ უშედეგო იყო ეს მცდელობა. ხალხმა მხარი დაუჭირა ლუციუს დომიტუს აჰენობარბუს და აპიუს კლავიდიუს პულჩერს. ასევე კატონი აირჩიეს პრეტორად. ამით ხალხმა უარყო პომპეუსის და კრაუსისს ძალადობით მოპოვებული გამარჯვება.[5]

პომპეუსის ერთადერთ კონსულად დანიშვნა რედაქტირება

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 53 წლის გაზაფხულზე, როცა რომი საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს უმკლავდებოდა, კრასუსმა დაიწყო სირიაში ომი, ხოლო კეისარი ჯერ კიდევ ომობდა რადგან, მას გალები აუჯანყდნენ. გალიიდან ცნობები მოვიდა რომ, კეისარმა დატოვა ციზალპინური გალია, რათა გადაერჩინა ებურონებზე (დღევანელი ბელგიის ტერიტორიაზე) განლაგებული ლეგიონები. რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა ამბავი კარჰეს ბრძოლაში მომხდარი კატასტროფის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ კრასუსი და მისი ჯარის დიდი ნაწილი პართიელებმა გაანადგურეს.

მიუხედავად კრასუსის სიკვიდლისა, კეისარი და პომპეუსი ინარჩუნებდნენ მეგობრულ ურთიერთობას. კეისარი ვალში იყო პომპეუსთან, რადგან ის იყენებდა ესპანეთიდან ერთ ლეგიონს გალების წინააღმდეგ საბრძოლველად. ძვ. წ. 52 წელს სენატმა სცადა არჩევნების ჩატარება თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რადგან ბრბო თავს დაესხა.

ძვ. წ. 52 წლის არჩევნებზე რომის კონსულის თანამდებობაზე იდგნენ, მილო (რომელსაც მხარს უჭერდნენ კატონი და მისი მომხრეები), პუბლიუს პლაუტიუს ჰიფსეუსი (პომპეუსის ერთ-ერთი ყოფილი ლეიტენანტი) და კვინტუს კეცილიუს მეტელუს პიუს სციპიონი. კლოდიუსი ამ დროს, ებრძოდა მილოს ქუჩის ბანდებს და მხარს უჭერდა მილოს კონკურენტებს. ზოგიერთი უძველესი ისტორიკოსი - მათ შორის პლუტარქე, ლივი და ვალერიუს მაქსიმუსი - თვლიდნენ, რომ ეს იყო პომპეუსის მიერ გამოყენებული ხრიკი, იმისთვის რომ, გამხდარიყო დიქტატორი. თუმცა, ეს არ ხსნის იმას თუ რატომ იყო პომპეუსი არჩვენების წინააღმდეგი; შეიძლება პომპეუსი არჩევენებს იმიტომ ეწინააღდეგებოდა რომ, არ სურდა მილოს გამარჯვება. წლის პირველი 18 დღის განმავლობაში, ტრიბუნები განუწყვეტლივ იყენებდნენ ვეტოს. 18 იანავრს კლოდიუსსა და მილოს შორის მოხდა დაპირისპირება, რომის გარეუბანში, რა დროსაც, კლოდიუსი მოკლეს მილოს მხლებელბმა. მეორე დღეს მისი ცხედარი რომში დააბრუნეს, რა დროსაც, ბრბო შეიჭრა სენატის სახლში და დაწვეს იგი - ბაზილიკა პორსიასთან ერთად - როგორც კლოდიუსი დაკრძალვის ნაწილი.

პალატინზე ჩატარებული სენატის სხდომაზე სენატმა აირჩია ინტერრექსი. ეს მოხდა ორი კაცის გამო, რომელებიც ხელს უშლიდნენ სენატორს მოქმედებაში - პომპეუსი და ერთ-ერთი ტრიბუნა, ტიტუს მუნაციუს პლანკუსი - არ იმყოფებოდნენ ქალაქში. ცოტა ხნის შემდეგ, სენატმა მიიღო სენატუს კონსულტაცია ულტიმუმი, რომელიც მოუწოდებდა ინტერრექსს და პომპეუსს, როგორც პროკონსულს, შეეყვანათ ჯარები ქალაქში წესრიგის აღსადგენად. შემდგომმა თერთმეტმა ინტერრეგმა ვერ შეძლო არჩევნების ჩატარება. თუმცა, კლოდიუსის გარდაცვალებიდან ორმოცდათვრამეტი დღის შემდეგ, ქალაქში საკმარისი ძალით, მეთორმეტე ინტერრექსმა შეძლო არჩევნების ჩატარება. ბიბულუსის შუამდგომლობით და კატონის მიერ მხარდაჭერილი სენატის მითითებით მხოლოდ პომპეუსის კანდიდატურა იქნა მიღებული და მისი არჩევის შემდეგ იგი გახდა კონსული კოლეგის გარეშე. განკარგულების მიზანი იყო პომპეუსის დიქტატურის თავიდან აცილება ან ნორმალური მთავრობის აღდგენის კომპრომისის ნაწილი, ასევე მილოს სავარაუდო არჩევის გამორიცხვა (მილოს კლოდიუსის მკვლელობისთვის გასამართლების უფლება).

კოლაფსი ძვ. წ. 52-49 რედაქტირება

იულიას (კეისრის შვილი და პომპეუსის ცოლი) გარდაცვალებას არ გამოუწვევია ტრიუმვირატის დაშლა. ის აზრი რომ მისმა სიკვდილმა გარდაუვალი დაპირისპირება თანამედროვე მეცნიერები არ იზიარებენ თუმცა, ბევრი უძველესი წყარო ამ აზრზე დგას. არც პომპეუსის ერთადერთ კონსულად გამოცხადებას არ გამოუწვევია ალიანსის კოლაფსი. პომპეუსი თავისი ერთპიროვნული კონსულობის დროს დაქორწინდა სციპიონის ცოლზე მაგრამ ესეც არ ყოფილა დაპირისპირების მიზეზი. კრასუსის გარდაცვალებამ დაბალანსებული ალიანსი გადააქცია დიადიურ მეტოქეობად. [6]

კატონმა 51 წლის არჩვენებზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა საკონსულოზე. პატიოსანი კამპანიის გატარებით, მცირე მექრთამეობით და კეისრის გალში გამოძახების შემდეგ, ხალხმა მისი კანდიდატურა არ აირჩია. მის ნაცვლად აირჩიეს მარკუს კლავდიუს მარცელუსი და სერვიუს სულპიციუს რუფუსი. კეისრის კონკურენტებმა 51 წელს წამოაყენეს მისი როგორც მეთაურობიდან მოხსნის საკითხი, ისინი ამტკიცებდნენ რომ გალიაში ალესიის დაკავების შემდეგ მისი მოვალეობა დამთავრდა. მის განცხადებას ვეტო დაადეს; პომპეუსმაც გააკრიტიკა კეისარი და თქვა რომ მისი ზაფხულამდე გადადგომა არ დააკნინებდა მის რეპუტაციას.

ძვ. წ. 50 წლის მაგისტრატების არჩევნებზე კეისრის მოკავშირე გაიუს სკრიბონიუს კურიო აირჩიეს ტრიბუნად; კონსულებად აირჩიეს გაიუს კლავდიუს მარცელუსი და ლუციუს ემილიუს პაულუსი. მიუხედავად იმისა რომ პაულუსი ქრთამის შედეგად არიჩიეს (კეისარმა დააფინანსა მისი ბაზილიკა ემილიას განახლება), ის მაინც დარჩა ნეიტრალური. ძვ. წ. 51 წლის ბოლოს, მომავალი დაპირისპირება უფრო ნათელი გახდა: კეისარი აიძულებდა ტრიბუნებს ვეტო დაედოთ გალიაში მისი შემცვლელის განხილვაზე - დაეტოვებინათ იგი მეთაურად - ხოლო კატონი და მისი კონსერვატორები ცდილობდნენ პომპეუსის მოწვევას კეისრის ყოველგვარი მუქარისგან დასაცავად. თუმცა პომპეუსმა მაშინვე არ გაწყვიტა კავშირი; მას სჭირდებოდა კეისრის დახმარება რადგან ელოდნენ პართიელებისგან კოტრშეტევას.

ახალ წელს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 50 წლის მარტში, ერთ-ერთმა ახალმა კონსულმა გაიუს კლავდიუს მარცელუსმა კვლავ დააყენა საკითხი კეისრის მეთაურობის შესახებ. თუმცა, მის მცდელობებს კურიომ ვეტო დაადო და კონსულებმა უპასუხეს პროვინციული დისკუსიების შეჩერებით, რათა კურიოს გაეუქმებინა იგი. ამ ვეტომ, შესაძლებელი გახადა იმის ცოდნა რომ პომპეუსი მტრულად იყო განწყობილი კეისრისადმი, რადგან ის დაუსწრებლად მონაწილეობდა არჩევნებში თავისი ჯარით - რავ შეიძლება მუქარად ჩაეთვალა - რამაც გამოიწვია კრიზისი. კეისარმა, იცოდა, რომ პომპეუსი კატონსა და ბიბულუსს ურიგდებოდა, ის ვერ ენდობოდა მის სიტყვას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მისი ბრაძანების უარყოფა დაეხმარებოდა პომპეუსს კადიდატურის წამოყენებაში და ცუდად განწყობილი კონსულები უარყოფდნენ მის ტრიუმფს. კეისარმა უარყო სენატის კომპრომისი, რომლის მიხედვითაც 50 წელს ის დაიკავებდა თანამდებობას ჯარის დათმობის გარეშე, ამაზე უარი თქვა იმიტომ რომ არ ენდობოდა სენატს და პომპეუსს.[7]

კურიომ შესთავაზა რომ ორივე წასულიყო დათმობაზე, მაგრამ ეს წინადადება უარყო პომპეუსმა რადგან შეურაწყოფად მიიღო. ეს წინადადება სენატმა დაამტკიცა თუმცა, კეისარმა და პომპეუსმა უარყვეს. ზაფხულის დასაწყისში პომპეუსის ავადმყოფობის შემდეგ - რამაც გამოიწვია სპონტანური ლოცვა მისი ჯანმრთელობისთვის, რაც მან განმარტა, როგორც მხარდაჭერა, [8]- მან შესთავაზა დატმობაზე წასვლა, მაგრამ კეისარი და მისი პარტიზანები ვერც პომპეუსს ენდობოდნენ. მოგვიანებით კეისრის გალიური ლეგიონები იტალიაში გადაიყვანეს (პართიის წინააღმდეგ თავის დაცვის მიზნით), კეისრის ნდობა პომპეუსისადმი კვლავ შეირყა, თუმცა ეს მუქარა არ შეუსრულებიათ. არჩევნებზე კეისარმა მხარი დაუჭირა სერვიუს სულპიციუს გალბას და ლუციუს კორნელიუს ლენტულუს კრუსს: აირჩიეს გაიუს კლავდიუს მარცელუსი (ძვ. წ. 50 წლის კონსულის ბიძაშვილი) და კრუსი, რომელიც სწრაფად ჩამოშორდა კეისრის საქმეს.

კონსულმა გაიუს კლავდიუს მარცელუსმა დაიწყო სამხედრო მზადება კეისრის ტრიუმფალური დაბრუნების წინააღმდეგ აშკარა მიზნით და იმის გამო, რომ კეისარს არ შეეძლო დაეჯერებინა პომპეუსის ან მისი თავისუფალი კატონიელი მოკავშირეების სიტყვის დაცვა და პირიქით, არც ერთ მხარეს არ სურდა დათმობაზე წასვლა იმის შიშით, რომ მეორე არ უპასუხებდა. უფრო მეტიც, თითოეული მხარე დარწმუნებული იყო, რომ უპირატესობას ფლობდა და ელოდა, რომ მეორე ადგილი როდის წავიდოდა დათმობაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 49 წლის იანვრისთვის, ეს გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რომელიც, როგორც ჩანს, არც ერთ მხარეს, კატონის პარტიზანების გარდა, არ სურდა.[9]


სქოლიო რედაქტირება

  1. https://books.google.ge/books?id=8a4wDwAAQBAJ&redir_esc=y
  2. https://books.google.ge/books?id=8a4wDwAAQBAJ&redir_esc=y
  3. უაისმენი, "კეისარი, პომპეუსი და რომი, ძვ.წ. 59-50". (1992), გვ.368–423.
  4. დროგულა, ფრედ კ (2019). კატონი უმცროსი: სიცოცხლე და სიკვდილი რომის რესპუბლიკის დასასრულს. ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემა.
  5. დროგულა, ფრედ კ (2019). კატონი უმცროსი: სიცოცხლე და სიკვდილი რომის რესპუბლიკის დასასრულს. ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემა.
  6. გრუენი, ერიხი (1995). რომის რესპუბლიკის ბოლო თაობა. ბერკლი: კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა.
  7. მორშტეინ-მარქსი, რობერტი (2021). იულიუს კეისარი და რომაელი ხალხი. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა.
  8. როზენშტეინი, NS; Morstein-Marx, R, eds. (2006). რომის რესპუბლიკის თანამგზავრი. ბლექველი.
  9. მორშტეინ-მარქსი, რობერტი (2021). იულიუს კეისარი და რომაელი ხალხი. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Beard, Mary (2015). SPQR: a history of ancient Rome (1st ed.). New York: Liveright Publishing.
  • Broughton, Thomas Robert Shannon (1952). The magistrates of the Roman republic. New York: American Philological Association. 
  • (1992) The Cambridge ancient history, 2nd, Cambridge University Press. ISBN 0-521-85073-8. OCLC 121060. 
  • Drogula, Fred K (2019). Cato the Younger: life and death at the end of the Roman republic. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-086902-1. OCLC 1090168108. 
  • Flower, Harriet (2010). Roman republics. Princeton University Press. ISBN 978-0-691-14043-8. 
  • (2014) The Cambridge companion to the Roman republic, 2nd, New York: Cambridge University Press. ISBN 978-1-107-03224-8. OCLC 866253238. 
  • Goldsworthy, Adrian (2006). Caesar: Life of a Colossus. Yale University Press. ISBN 978-0-300-13919-8. 
  • Gruen, Erich S (1966). „P. Clodius: Instrument or Independent Agent?“. Phoenix. 20 (2): 120–130. doi:10.2307/1086053. ISSN 0031-8299. JSTOR 1086053.
  • Gruen, Erich S (1969). „Pompey, the Roman Aristocracy, and the Conference of Luca“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte. 18 (1): 71–108. ISSN 0018-2311. JSTOR 4435061.
  • Gruen, Erich (1995). Last generation of the Roman republic. Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-02238-6. 
  • (2012) Oxford classical dictionary, 4th, Oxford University Press. ISBN 978-0-19-954556-8. OCLC 959667246. 
  • Millar, Fergus (1998). The crowd in Rome in the late republic, Thomas Spencer Jerome Lectures 22. Ann Arbor: University of Michigan Press. ISBN 0-472-10892-1. 
  • Morstein-Marx, Robert (2021). Julius Caesar and the Roman People. Cambridge University Press. DOI:10.1017/9781108943260. ISBN 978-1-108-94326-0.