კარუსა
კარუსა (ძვ. ბერძნ. Κάρουσσα, კარუსა ან Καροῦσα, კაროუსა), ასევე პოლიხნიონი[1] — ანტიკური დასახლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ისტორიული პონტო-პაფლაგონიის რეგიონში, ქალაქ სინოპიდან 150 „სტადიის“ დაშორებით.[2][3] მდებარეობს ქალაქ გერზესთან,[1][4] ადმინისტრაციულად შედის სინოპის პროვინციში, თურქეთის შავი ზღვის რეგიონში. თავიდავნე იონიელი ბერძნების მიერ დაარსდა, როგორც ბერძნული სავაჭრო ქალაქი (ემპორიუმი). ფსევდო სკილაქსის პერიპლუსში ის მოხსენიებულია როგორც ბერძნული ქალაქი, რასაც მოწმობს პლინიუს უფროსიც.[5] იყო დელოსის ლიგის წევრი.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Richard Talbert, ed. (2000). Barrington Atlas of the Greek and Roman World. Princeton University Press. გვ. 87
- ↑ არიანე, „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ („Periplus Pontou Euxeinu“)
- ↑ Marcian of Heraclea, გვ. 73.
- ↑ Lund University. Digital Atlas of the Roman Empire[მკვდარი ბმული].
- ↑ პლინიუს უფროსი, „ბუნების ისტორიის“ (Naturalis Historia) 6.2.
- ↑ Mogens Herman Hansen & Thomas Heine Nielsen (2004). An inventory of archaic and classical poleis. New York: Oxford University Press, გვ. 958. ISBN 0-19-814099-1.