კარტოფილი ფრი

ზეთში შემწვარი ფრანგული კარტოფილი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარტოფილი ფრი (ფრანგ. frite — შემწვარი) — ფრიტურში მომზადებული დაჭრილი კარტოფილი. მოიხმარება როგორც ცალკე კერძი ან როგორც გარნირი კეტჩუპთან, მაიონეზთან, მდოგვთან, ძმართან, ტომატის ან სხვა სოუზთან ერთად.[1] დაარქივებული 2020-11-24 საიტზე Wayback Machine. შეიძლება იყოს რბილი ან ხრაშუნა, უმეტესად მარილიანია. შედის ბევრი რესტორნის, კაფესა და ბარის მენიუში.

ფრანგული ფრი
ალტერნატიული
სახელები
ჩიფსი, ფრი, ფრიტი
რიგითობა გარნირი ან ხემსი, იშვიათად მთავარი კერძი
წარმოშობის ადგილი ბელგია ან საფრანგეთი (სადავო)
რეგიონი დასავლეთი ევროპა
მთავარი
ინგრედიენტები
ვარიაციები ხვეული ფრი, ტკბილი კარტოფიილის ჩიფსი
სხვა ინფორმაცია ხშირად მიირთმევენ მარილით და საკმაზებთან: კეტჩუპთან, მაიონეზთან, ძმართან, ბარბიქიუს სოუსთან და სხვებთან ერთად.

მომზადების წესი

რედაქტირება

მომზადებისთვის გამოიყენება ზეთი კარტოფილთან 1:4 პროპორციაში. კარტოფილი ითლება, გრძლად იჭრება და ირეცხება. უპირატესობა ეძლევა შენახულ კარტოფილს, რადგან ახალი ამოთხრილი კარტოფილი მეტ წყალს შეიცავს და უარესად იწვება. შეიძლება ტკბილი კარტოფილის გამოყენება. კარტოფილის შეწვა ერთ ან ორ ეტაპად ხდება, მზარეულები უპირატესობას ორ ეტაპს ანიჭებენ - პირველი შიგნიდან შეწვისთვის, მეორე ოქროსფერი ქერქის და ტექსტურის მისაცემად.[2] ინახება არაუმეტეს 2 დღე-ღამე.

სხვა ქვეყნებში

რედაქტირება

ლათინური ამერიკა

რედაქტირება

ლათინური ამერიკა კარტოფილის სამშობლოა, კარტოფილის შეწვის ერთ-ერთი პირველი ხსენება 1629 წლის ჩილედან მოდის, სადაც, წყარის თანახმად, "ქალები სადილისთვის კარტოფილს წვავდნენ". დღეს ლათინურ ამერიკაში ფრი ხშირად პერუს და ჩილეს ეროვნული კერძების გარნირად გამოიყენება.

კანადის ქალაქი ფლორენსვილ-ბრისტოლი, სადაც მზადდება გაყინული კარტოფილი ფრის უმეტესობა მსოფლიოში თავის თავს "მსოფლიოს კარტოფილი ფრის დედაქალაქს" უწოდებს, აქ კარტოფილის მუზეუმის კი მდებარეობს. კანადა ასევე აწარმოებს ჩინეთის კარტოფილი ფრის 22%-ს.[3][4]

კარტოფილი ფრი კანადური კერძის პუტინის მთავარი ინგრედიენტია. ის წარმოადგენს ყველით და ყავისფერი სოუზით დაფარულ კარტოფილ ფრის.

ბელგიასა და საფრანგეთის შორის არსებობს კონფლიქტი კერძის წარმოშობის შესახებ. ბელგია უკავშირებს კერძის ინგლისურ დასახელებას (French fries - ფრანგული კარტოფილი) ბელგიის ფრანგულ ენასთან და სამზარეულოსთან ასიმილაციას. თუმცა, კარტოფილი ბელგიაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში გაჩნდა და ითვლება, რომ მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბელგიელი გლეხები ვერ დახარჯავდნენ ზეთის კერძის მომზადებისთვის საჭირო რაოდენობას. ერთ-ერთი წყაროდან ჩანს, რომ ტერმინი "French fries" გაჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში ბრიტანელი, ამერიკელი და კანადელი ჯარისკაცების შემოსვლის შემდეგ, ტერმინის შესაზებ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ბელგიაში ფრის რესტორნებში სხვადასხვა, მათ შორის ადგილობრივი სოუზებით სთავაზობენ.

საფრანგეთი და გერმანია

რედაქტირება
 
სტეიკი კარტოფილი ფრით

კარტოფილი ფრის სამშობლოდ ხშირად საფრანგეთსაც ასახელებენ. ამის ძირითადი დასაბუთება აშშ-ს მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის ჩანაწერია, სადაც ის ამბობს, რომ მას "ფრანგული სტილის შემწვარი კარტოფილი'' მიართვეს. საფრანგეთში და გერმანიაში კარტოფილი ფრო ხშირად ხორცის - სტეიკის ან სოსისის გარნირად იხმარება. გერმანიაში კარტოფილ ფრის ქუჩის საკვებადაც თვლიან, რესტორნებში მას კეტჩუპით, მაიონეზით ან ადგილობრივი ხორცის სოუზებით გასცემენ.

ესპანეთი

რედაქტირება

ესპანეთში კარტოფილს უფრო დიდად ჭრიან და ნაწილობრივვ ხარშავენ. შესაძლოა, რომ კარტოფილი ფრი პირველად ესპანეთში მოამზადეს, რადგაბ ის პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ამერიკებიდან კარტოფილი მოხვდა. არსებობს თეორია, რომ ფრი პირველად ესპანეთში გაჩნდა როგორც შემწვარი თევზის გარნირი, რის შემდეგაც გავრცელდა დღევანდელი ბელგიის ტერიტორიამდე. ამაზე მეტყველებს ასევე ხმელთაშუა სამზარეულოში შემწვარი კერძების პოპულარობა.[5] დაარქივებული 2020-04-08 საიტზე Wayback Machine.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი_ფრი“-დან