კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია

კარსანის წმინდა ნინოს ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში. მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს.

ეკლესია დარბაზულია (7,75 X 7,45 მ). იგი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული, თუმცა მასში ნათლად ჩანს ადრეული ხანის არქიტექტურის დახვეწილი ფორმები და პროპორციები — პარალელურწირთხლებიანი სარკმლები და ნალისებური ფორმის აბსიდი. ასევე ციხესიმაგრის შემორჩენილ კედლებზე კარგად იკითხება ანტიკური ხანის მშრალი წყობის ქვის რიგები. ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი — სწორკუთხა ფილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევრად რელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი — ჩრდილოეთით, ორი — სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში — ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 291-291.
  • ბულია მ., ჯანჯალია მ., ხოშტარია დ., 2006: საქართველოს ძველი ქალაქები, მცხეთა, თბილისი, გვ. 85.
  • ხოშტარია დ., 2001: ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიები მცხეთაში, „Academia“, 1, თბილისი, გვ.31.
  • Мелитаури К., 1969 : Крепости дофеодальной и раннефеодальной Грузии, 1, Тбилиси.
  • Натроев А., 1900: Мцхетъ и его соборъ Свэти-цховели, Тифлисъ, ст. 11.