მთავარი მენიუს გახსნა

კარსანისოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძეგვის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მ, მცხეთიდან 8 კმ.

სოფელი
კარსანი
Karsani obseratory.JPG
კარსნის გეოფიზიკური ობსერვატორია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ძეგვი
კოორდინატები 41°49′44″ ჩ. გ. 44°42′14″ ა. გ. / 41.82889° ჩ. გ. 44.70389° ა. გ. / 41.82889; 44.70389
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 18[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
კარსანი — საქართველო
კარსანი
კარსანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კარსანი

გეოგრაფიარედაქტირება

კარსანი მდებარეობს საქართველოს დღევანდელ და ანტიკურ დედაქალაქებს — თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ხეობა სიგრძეში სულ შვიდიოდე კილომეტრს წარმოადგენს და დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება, რის შედეგადაც ხეობა გამოირჩევა წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 9[2]
2014 18  

ისტორიარედაქტირება

გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი — ქართლოსი. ქართული საისტორიო-საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ.

1904 წელს სოფელში გაიხნსა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება, რომელიც 1935 წლიდან გადაიტანეს დუშეთში (დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ამ პერიოდისაა სოფელში დღემდე შემორჩენილი ობსერვატორიის ნაგებობა.

თვითმხილველების გადმოცემით II მსოფლიო ომის პერიოდში აქ ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა.

ომის შემდგომ შენობა გადაეცათ არქეოლოგებს, რომლებიც არმაზისხევი-ბაგინეთი-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ. 50-იან წლებში აქ განთავსებული იყო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები. ინსტიტუტის ატომური რეაქტორის ამუშავების შემდეგ ამ კომპლექსში განთავსდა ტუბსაავადმყოფო. ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამო. სავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1980-იანი წლების ბოლოს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები