კარპო (თანამგზავრი)

კარპო (ძვ. ბერძნ. Καρπώ), იუპიტერ XLVI, S/2003 J 20 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. წარმოადგენს კარპოს ჯგუფის მთავარ თანამგზავრს.

იუპიტერის თანამგზავრი კარპო

აღმოჩენა

რედაქტირება

აღმოაჩინეს 2003 წლის 9 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფის მიერ სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით. 2005 წლის 30 მარტს ოფიციალური სახელი მიენიჭა კარპო,[1] მანამდე იგი ატარებდა დროებით სახელწოდებას S/2003 J 20.[2][3] სახელი ეწოდა ძველი ბერძნული მითოლოგიის მიიხედვით, ჰორა კარპოს პატივსაცემად.

კარპო იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს 456 დღეში, 7 საათსა და 12 წუთში, ორბიტის დიდი ნახევღერძი 17.058 მილიონი კმ. კარპოს ორბიტა წაგრძელებულია (ექსცენტრიულობა 0.4316) და ძალიან მიდრეკილია ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ (51.628°).

ითვლება, რომ კარპო, ისევე როგორც თემისტო, არის მარტოხელა თანამგზავრი და არ მიეკუთვნება არცერთ ჯგუფს. ასეთი თანამგზავრების ორბიტალური დახრილობა შეზღუდულია კოზაის ეფექტით, რომელიც იწვევს პერიოდულ გაცვლას ექსცენტრიულობასა და ორბიტალურ დახრილობას შორის. საკმარისად მაღალი დახრილობისას, ექსცენტრიულობა შეიძლება გახდეს იმდენად დიდი, რომ ორბიტის პერიცენტრი შეიძლება დასრულდეს იუპიტერის ერთ-ერთ მასიური გალილეის თანამგზავრთან (იო, ევროპა, განიმედე, კალისტო) სიახლოვეს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

კარპოს დიამეტრი მხოლოდ 3 კილომეტრია. სიმკვრივე შეფასებულია, როგორც 2.6 გ/სმ³. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04. ვარსკვლავიერი სიდიდე 23.0 m.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. IAUC 8502: Satellites of Jupiter. ციტირების თარიღი: 2009-04-29. (30 марта 2005)
  2. IAUC 8125: S/2003 J 19 and S/2003 J 20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-01. (30 апреля 2003) (открытие)
  3. MPEC 2003-G67: S/2003 J 20 დაარქივებული 2008-09-05 საიტზე Wayback Machine. 14 апреля 2003 (открытие и эфемериды)