ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კაროლაინ კენედი (დ. 27 ნოემბერი, 1957) — ამერიკელი ადვოკატი და დიპლომატი. მუშაობდა შეერთებული შტატების ელჩად იაპონიაში 2013 წლიდან 2017 წლამდე.[1] კაროლაინ არის ჯონ კენედის შვილი.

კაროლაინ კენედი

კაროლაინ
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1957 (1957-11-27) (67 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ადვოკატი,დიპლომატი,ელჩი

კაროლაინის მეექვსე დაბადების დღემდე 5 დღე იყო დარჩენილი, როდესაც მამამისი მოკლეს, 1963 წლის 22 ნოემბერს. მომდევნო წელს, კაროლაინი, მისი დედა და უმცროსი ძმა დასახლდნენ მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში, სადაც დაამთავრეს სკოლა. კაროლაინმა დაამთავრა რედკლიფის კოლეჯი და მუშაობდა მანჰეტენის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გაიცნო მისი მომავალი ქმარი, გამოფენის დიზაინერი ედვინ შლოსბერგი. მან მიიღო იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი კოლუმბიის იურიდიულ სკოლაში. კენედის პროფესიულ ცხოვრებაში უმეტესი ნაწილი უჭირავს სამართალსა და პოლიტიკას, ასევე განათლების რეფორმასა და საქველმოქმედო საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც ობამამ სენატორი ჰილარი კლინტონი დანიშნა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, კაროლაინმა გამოთქვა ინტერესი რომ ნიუ-იორკში კლინტონის ვაკანტურ თანამდებობაზე დაენიშნათ, მაგრამ ბოლო მომენტში პირადი მიზეზების გამო უკან დაიხია, საბოლოოდ კონგრესმენმა კირსენ გილიბრანდმა კაროლაინი დანიშნა როგორც ნიუ-იორკის ვიცე-სენატორი. 2013 წელს პრეზიდენტმა ობამამ კენედი დანიშნა იაპონიაში შეერთებული შტატების ელჩად.[2]

განათლება და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კაროლაინ კენედი დაიბადა 1957 წლის 27 ნოემბერს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. კაროლაინიის დაბადებამდე ერთი წლით ადრე, მის მშობლებს ჰყავდათ ქალიშვილი, სახელად არაბელა. კაროლაინს ჰყავდა უმცროსი ძმა, ჯონ უმცროსი, რომელიც დაიბადა 1960 წლელს. მისი ჩვილი ძმა, პატრიკი გარდაიცვალა ნაადრევი მშობიარობიდან 2 დღის შემდეგ, 1963 წელს. პირველი სამი წელი კაროლაინი მშობლებთან ცხოვრობდა ჯორჯტაუნში, ვაშინგტონში. როდესაც კაროლაინი სამი წლისა იყო, ოჯახი საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა მას შემდეგ, რაც მამამისი შეერთებულიი შტატების პრეზიდენტი გახდა.[3]

კაროლაინმა დაამთავრა ბრირლის სკოლა და 1975 წელს მასაჩუსეტსის კონკორდის აკადემია. კენედი იყო ფოტოგრაფის ასისტენტი 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ინსბრუკში, ავსტრია. 1977 წელს იგი მუშაობდა სტაჟიორად ნიუ-იორკის Daily News–ში, კვირაში 156 აშშ დოლარს გამოიმუშავებდა. 1980 წელს მან ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის რედკლიფის კოლეჯში. 1988 წელს მან მიიღო იურისტის დოქტორის ხარისხი კოლუმბიის იურიდიულ უნივერსიტეტში.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მუშაობისას კენედი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ექსპონატების დიზაინერ ედვინ შლოსბერგს. ისინი დაქორწინდნენ 1986 წელს, სენტერვილის ეკლესიაში, მასაჩუსეტსში. ზოგჯერ კენედის არასწორად მოიხსენიებენ „კაროლაინ კენედი შოლოსბერგად“, მაგრამ მას არ შეუცვლია გვარი ქორწინების დროს. კენედის სამი შვილი ჰყავს: როზ კენედი შლოსბერგი (დაიბადა 1988), ტატიანა სელია კენედი შლოსბერგი (დაიბადა 1990) და ჯონ ბუვირი კენედი შლოსბერგი, ცნობილი როგორც ჯეკი (დაიბადა 1993 წელს).

კენედი ფლობს დედამისის 375 აკრ (152 ჰა) ქონებას. New York Daily News-მა კენედის სუფთა ღირებულება 2008 წელს შეაფასა 100 მილიონ დოლარზე მეტად.[4] 2013 წელს იაპონიაში ელჩად დანიშვნის დროს მისი ქონება 278 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება