კარნის ალპები
კარნის ალპები (გერმ. Karnische Alpen, იტალ. Alpi Carniche) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე. სიგრძე 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2782 მ (მთა ჰოე-ვარტე). გადაჭიმულია მდინარე პიავეს ხეობიდან (დასავლეთით) მდინარე გაილიცის ხეობამდე (აღმოსავლეთით). მდებარეობს აღმოსავლეთ ტიროლის, კარინტისა და ფრიულის ტერიტორიებზე. სამხრეთ-დასავლეთით შემოფარგლულია დოლომიტის ალპებით, ჩრდილოეთით მდინარე გაილის ხეობით, აღმოსავლეთით კარავანკის ქედით, სამხრეთ-აღმოსავლეთით იულიუსის ალპებით. ზაფხულის კურორტები და ზამთრის სპორტული ცენტრები მდებარეობს თვალწარმტაც ადგილებში. კარნის ალპები აგებულია უმთავრესად კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით. აქვს ვიწრო თხემი და ციცაბო კალთები. შემოსილია ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი) და წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ტყით.
კარნის ალპები | |
---|---|
კარნის ალპების უმაღლესი წერტილი — მთა ჰოე-ვარტე (2782 მ) | |
კოორდინატები: 46°30′ ჩ. გ. 13°00′ ა. გ. / 46.500° ჩ. გ. 13.000° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია იტალია |
უმაღლესი წერტილი | ჰოე-ვარტე |
სიმაღლე | 2782 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სახელი ეწოდა ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის — კარნიის მიხედვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარნის ალპები“ ვიკისაწყობში.
- კარნის ალპები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კარნის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)