იულიუსის ალპები (სლოვენ. Julijske Alpe, იტალ. Alpi Giulie) — კირქვიანი ალპების სამხრეთით მდებარე მთათა მასივი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან — სლოვენიის ზემო და შიდა კრაინასა და იტალიის რეგიონის ფრიული-ვენეცია-ჯულიასაგან.

იულიუსის ალპები მთათა მასივის ერთ–ერთი ხედი

იულიუსის ალპები გაიუს იულიუს კეისრის სახელს უკავშირდება. სწორედ იულიუს კეისარს ფრიულისა და დასავლეთ კრაინას შორის დაუარსებია პროვინცია და მისი დედაქალაქი ჩივიდალე-დელ-ფრიული. ანტიკურ ხანაში ეს სახელი ერქვა ასევე სამხრეთით მთებს და ასე მოიცავდა ტირნოვისა და ხრუშიცას ტყეებს. დღესდღეობით ისინი დამოუკიდებელ რეგიონებს წარმოადგენენ.

ზოგადი დახასიათება

რედაქტირება

იულიუსის ალპები არის ციცაბო მთათა მასივი, რომლის სიმაღლე არის დაახლ. 2.750 მ. ყველაზე მაღალი მთა არის ტრიგლავი (2.864 მ.). ტრიგლავი წარმოადგენს ყველაზე მაღალ მთას სლოვენიაში და შესაბამისად ყოფილ იუგოსლავიაში. აქა–იქ გვხვდება მყინვარი. იულიუსის ალპებს შუაზე – აღმოსავლეთ და დასავლეთ ჯგუფად ჰყოფს დიდი პრედილის, ან რაბელის ხეობა (იტალ.: Cave del Predil, სლოვენ. Rabelj) და ნევეას უნაგირა მთა (იტალ.: Sella Nevea).

სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალები არის მოტაში, ვიშბერგი, კანინი, მანგარტი, იალოვეცი, პრისოინიკი, რაზორი და სკრლატიცა.

მოსახლეობა და ისტორია

რედაქტირება
 
მონტაში
 
რაზორი (მარცხნივ) და პრისოინიკი (მარჯვნივ)

იულიუსის ალპებზე გადიოდა და გადის საზღვარი სლოვენურ და ფრიაულურ ენობრივი სივრცეებს შორის. იმის გამო, რომ ეს ტერიტორია ერთ ხანს ჰაბსბურგთა მონაქიას ეკუთვნოდა გერმანულმა მოიკიდა ფეხი, კერძოდ კი ცარცსა და კანალტალში.

1866 წელს ავსტრიისაგან იტალიას ერგო ფრიულის ნაწილი.

პირველ მსოფლიო ომის ერთი ფრონტი იულიუსის ალპებშიც იყო, სადაც ბუნებრივი პირობების გამო უსასტიკესი პოზიციური ბრძოლები გაიმართა, რომლის მასშტაბების წარმოდგენა დღემდე შემორჩენილი მავთულხლართების და აუფეთქებელი ჭურვების გამო არც ახლაა რთული. (შდრ. სამთო ომი 1915–1918)

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იტალიას დარჩა იულიუსის ალპების დიდი ნაწილი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთი მხრივ ტალიამენტოსა და ჟილიცას, ხოლო მერეს მხრივ კი სავესა და ისონცოს შორის არსებულ წყალგამყოფთან უკანდახევა მოუწიათ ისევ იტალიელებს და ერთი ნაწილი იუგოსლავიას ხვდა წილად (იხ. ტრიესტის თავისუფალი მხარე).

სწორედ იმის გამო, რომ ეს მიწები გამუდმებით დიდ სახელმწიფოთა შორის ხელიდან ხელში გადადიოდა ისტორიულად მრავალენოვან მხარედ ჩამოყალიბდა.

ტურისტული ცენტრები

რედაქტირება
 
მოისტროვკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: