ტრიგლავი
ტრიგლავი (სლოვენ. Triglav) — მთა სლოვენიაში, იულიუსის ალპებზე, ქალაქ ლიუბლიანიდან ჩრდილო-დასავლეთით 64 კმ-ში. სიმაღლე 2864 მ. სლოვენიის უმაღლესი წერტილი. აგებულია კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის მყინვარული და კარსტული ფორმები. ტრიგლავი — სლოვენიის ეროვნული სიმბოლოა, რომელიც გამოსახულია სლოვენიის გერბსა და დროშაზე. მთა და მისი მიდამოები გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. შემოსილია მთის ტყით, მდელოებით. პირველად მწვერვალი დაიპყრო ოთხმა სლოვენიელმა ალპინისტმა 1778 წლის 26 აგვისტოს. მწვერვალზეა კოშკი, რომელიც აღმართულ იქნა 1895 წლის 7 აგვისტოს. სლოვენიის მითოლოგიაში მთა განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.
ტრიგლავი | |
---|---|
ტრიგლავი | |
კოორდინატები: 46°23′00″ ჩ. გ. 13°53′00″ ა. გ. / 46.38333° ჩ. გ. 13.88333° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვენია |
სიმაღლე | 2864 მ |
ქედი | იულიუსის ალპები |
პირველი ასვლა | 26 აგვისტო, 1778 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტრიგლავი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ტრიგლავი — ინფორმაცია დაარქივებული 2014-08-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ტრიგლავი — ინფორმაცია (ინგლისური)