ტირნოვის ტყე (სლოვენ. Trnovski gozd, trn – ეკალი და gozd – ტყე, ანუ ქართულად „ეკლნარი“) მდებარეობს სლოვენიის ალპების ცენტრალური მთაგრეხილის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე და წარმოადგენს იულიუსის ალპების სამხრეთ ნაწილს. ტირნოვის ტყე სხვა მხრივ წარმოადგენს ასევე ნაწილს დინარის მთებისა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჰრუშიცას ტყის (სლოვენურად Hrušica — მსხლის ტყე, ანუ „მსხალნარი“) ჩათვლით შიდა კრაინას კარსტულ რეგიონს.

ტირნოვის ტყის მდებარეობა („ტირნოვსკი გოზდი“)

ტირნოვის ტყის ჰავა წარმოადგენს ვიპახის ხეობაში რაღაც საშუალოს ორ, ზომიერ კონტინენტურსა და სუბ-ხმელთაშუაზღვიურ კლიმატს შორის. ეს მხარე ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანია (2000 მმ-ზე მეტი) სლოვენიაში.

ტირნოვის ტყის ყველაზე მაღალი წერტილი არის 1495 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთა მალი-გოლაკი (პატარა მთა)

ეს რეგიონი მეჩხერადაა დასახლებული და იგი წარმოადგენს დინარის წიწვოვან ტყეთა (Abieti-fagetum dinaricum) ნაწილს, რადგან მისი ვეგეტაცია წიფლნარითა და ნაძვნარით შემოიფარგლება. ტირნოვის წიწვნარი ნანოს ჩათვლით მიეკუთვნება მოვლილ ტყეთა რიგს და ნაკრძალადაა გამოცხადებული. აქ მისდევენ მეტყევეობას.

ტირნოვის ტყის სამხრეთით გადის გზატკეცილი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანასა (ლიუბლიანის უწინდელი სახელი ლაიბახი, ავსტრიაში ამ ქალაქს დღემდე შემორჩა ეს სახელი) და იტალიის გორიციას შორის.

გრაფ გერცების დინასტიის გადაშენების შემდეგ ეს რეგიონი 1335 წელს როგორც კრაინას ნაწილი ჰაბსბურგების მონარქიას გადაეცა და ასე დარჩა ავსტრიის შემადგენლობაში, სადაც იგი დროთა განმავლობაში მემკვიდრეობის გადანაწილების გზით სხვადასხვა პატრონის ხელში გადადიოდა.

ეს მხარე მნიშვნელოვანია დღემდე ასევე ხის ნახშირის მოპოვების თვალსაზრისით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ivan Gams: Geografija Slovenije. Ljubljana 1998, (სლოვენურ ენაზე) ISBN 961-213-060-4.