ჰრუშიცის ტყე

(გადამისამართდა გვერდიდან ჰრუშიცას ტყე)

ჰრუშიცის ტყე (სლოვენ. Hrušica — მსხალნარი) — პლატო ალპების სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, სლოვენიაში. ფართობი დაახლოებით 100 კმ². აგებულია კირქვებით. სიმაღლე 1080 მ-მდე. პლატოს, ზღვის დონიდან 883 მ სიმაღლეზე კვეთს გზა.

ჰრუშიცის ტყე
ხედი ნანოს მთიდან ჰრუშიცას ტყეზე
ხედი ნანოს მთიდან ჰრუშიცას ტყეზე
კოორდინატები: 45°50′ ჩ. გ. 14°10′ ა. გ. / 45.833° ჩ. გ. 14.167° ა. გ. / 45.833; 14.167
ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
სიმაღლე 1080 
ფართობი 100 კმ²
ჰრუშიცის ტყე — სლოვენია
ჰრუშიცის ტყე

სახელწოდება

რედაქტირება

ტოპონიმი „მსხალნარი“ ანტიკური ხანიდან მოსდევს ამ ტყეს და უკავშირდება ისტორიულად არსებულ ერთ–ერთ სადგურს, რომელიც მაშინ უღელტეხილზე მდებარეობდა და ამ სადგურს ლათინური სახელი — „Ad Pirum“ ერქვა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „მსხლის ხესთან“. სლოვენური (სლოვენურად hruška [ჰრუშკა] = მსხალი) და იტალიური (იტალიურად Selva di Piro [მსხლის ტყე]) სახელებიც ლათინურიდანაა წარმომდგარი.

სხვა ინტერპრეტაციით, ეს ტოპონიმი ძველბერძნული ფუძის სიტყვისაგან — „პირ“ (ცეცხლი) უნდა წამომდგარიყო, რადგან ცეცხლს ამ მიდამოებში ინფორმაციის გაცვლის მიზნითაც — დისტანციიდან რაიმეს მისანიშნებლად, ან შესატყობინებლად გამოიყენებდნენ ადგილობრივები. აქაური მცხოვრებლები ამ მიდამოს პირპამის ტყესაც (ქართ. ≈ „ცეცხლიანა“) უწოდებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ivan Gams: Geografija Slovenije. Ljubljana 1998, ISBN 961-213-060-4.
  • Norbert Krebs: Die Ostalpen 2. Regionaler Teil. Darmstadt 1961, გვ. 272-273.
  • Thilo Ulbert: Ad Pirum (Hrušica). Spätrömische Passbefestigung in den julischen Alpen. München 1981 (Münchner Beiträge zur Vor- u. Frühgeschichte, 31).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება