კარმე ჩაკონი
კარმე ჩაკონ ი პიკერასი (ესპ. Carme Chacón i Piqueras, დ.13 მარტი, 1971 - გ.9 აპრილი, 2017, მადრიდი) — ესპანელი პოლიტიკოსი, იურისტი და ლექტორი. კატალონიის სოციალისტური პარტიის წევრი. 2008 წლის აპრილიდან 2011 წლის დეკემბრამდე ხოსე ლუის საპატეროს უწყებაში იკავებდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.
კარმე ჩაკონი | |
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 2008 – 22 დეკემბერი, 2011 | |
დაბადებული | 13 მარტი, 1971 9 მაისი, 2017 (46 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარმე ჩაკონი დაიბადა 1971 წლის 13 მარტს, ესპულაგას-დე-ლობრეგატში, ბარსელონა, მეხანძრის, ბალთაზარ ჩაკონისა და კატალონიელი იურისტის ესტერ პიკერასის ოჯახში.
მან იურიდიული განათლება მიიღო ბარსელონის უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაზე იორკის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში, ლავალისა და კინგსტონის უნივერსიტეტებში. 1994-2004 წლებში იყო საკონსტიტუციო სამართლის ლექტორი ჟირონის უნივერსიტეტში.
1994 წელს იგი შეუერთდა კატალონიის სოციალისტურ პარტიას. 2000 წლიდან იყო ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დებუტატი და წარმოადგენდა ბარსელონის პროვინციას; 2004-2007 წლებში ასრულებდა პალატის თავმჯდომარის ფუნქციებს.
ხელისუფლების რეორგანიზების შედეგად კარმემ 2007 წლის 6 ივლისს ჩაანაცვლა საბინაო მინისტრი მარია ტრიუხილო. 2008 წლის აპრილიდან 2011 წლის დეკემბრამდე იყო ესპანეთის თავდაცვის მინისტრი და იყო პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე. იგი პოზიციაზე დანიშვნისას შვიდი თვის ორსული იყო, ამიტომაც დეკრეტის პერიოდში მის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალფრედო პერეს რუბალკაბა ასრულებდა. თანამდებობაზე ყოფნისას ჩაკონმა კოსოვოდა გამოიყვანა ესპანეთის ჯარი და დაიწყო მათი გამოყვანა ავღანეთიდანაც. 2011 წელს ესპანეთის კონგრესის დეპუტატებმა მისი სახელის მქონე კანონი მიიღეს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
2011 წელს საპარლამენტო არჩევნებში ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის დამარცხების შემდეგ კარმე ჩაკონმა საკუთარი თავი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წამოაყენა და ამ არჩევნებში 2012 წლის 4 თებერვალს ალფრედო პერეს რუბალკაბესთან დამარცხდა ოცდაორი ხმით.
2013 წლის 28 აგვისტოს დატოვა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა, რადგანაც გადავიდა აშშ-ში, მაიამიში, საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად.
2014 წელს პარტიის კონგრესის შემდეგ დაიკავა საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის თანამდდებობა.
2016 წლის 26 ივნისს მან უარი განაცხადა არჩევნებში პარტიის სიით დეპუტატად წარდგენაზე. იგი მაიამიში შეუერთდა იურიდიულ ფირმას Cajal Abogados, რომელშიც შემდგომ მუშაობდა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოდან მისი წასვლა განპირობებული იყო, იმ დროინდელი, პარტიის გენერალური მდივნის, პედრო სანჩესის თანამდებობიდან გადადგომის პროვოცირებით. ჩაკონი იყო იმ ჩვიდმეტ წევრთაგან, რომლებიც ამავე მიზეზით გადადგნენ თანამდებობებიდან[1]. საბოლოოდ კი სანჩესმა ადგილი 2016 წლის 1 ოქტომბერს დატოვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2007-2016 წლებში იგი ქორწინებაში იყო ჟურნალისტ მიგელ ბაროსოსთან, რომლისგანაც ჰყავდა ვაჟიშვილი - მიგელი. ჩაკონს ჰქონდა გულის თანდაყოლილი დეფექტი, რაც დექსტროკარდიასა და ანტრიოვენტრიკულარულ ბლოკადაში გამოიხატებოდა, რის გამოც ადრეული ასაკიდან კარდიოსტიმულატორს სულ თან ატარებდა. იგი თავის ავადმყოფობას არ მალავდა და ამაზე ისეთ გადაცემებშიც საუბრობდა როგორიცაა „La Marató“. სწორედ ამ პრობლემის გამო იგი გარდაცვლილი იპოვეს 2017 წლის 9 აპრილს[2][3], თავის საცხოვრებელ ბინაში, მადრიდში.