კარმენ კასი
კარმენ კასი (ესტ. Carmen Kass; დ. 14 სექტემბერი 1978) — ესტონელი სუპერმოდელი, მსახიობი და პოლიტიკოსი. პარტია Res Publica-ს წევრი, 2000 წელს იყო ევროპარლამენტში წევრობის კანდიდატი, 2004 წელს აირჩიეს ესტონეთის მოჭადრაკეთა კავშირის პრეზიდენტად.[1]
კარმენ კასი Carmen Kass | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1978 |
დაბ. ადგილი | პაიდე, ესტონეთი |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 47 კგ |
მკერდი | 86 სმ |
წელი | 61 სმ |
თეძო | 86 სმ |
თმის ფერი | წაბლისფერი |
თვალები | მწვანე |
ეროვნება | ესტონელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარმენი იყო არა ერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის „მის პაიდე“ და „მის იაავრამას მიწა“. ის შემთხვევით შეამჩნია იტალიური სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა ქ. პაიდის სუპერმარკეტში.[1].
ბავშვობიდან კარმენს მხოლოდ დედამისი ზრდიდა, ის ოფიციანტად მუშაობდა და თავისი ქალიშვილის მილანში წასვლა არ სურდა, ასე რომ კარმენ კასმა საკონსულოში შესვლამდე გააყალბა დედის ხელმოწერა[1].
კარიერა
რედაქტირებაკარმენ კასმა დაიწყო მუშაობა „Baltic Models“-ში 14 წლის ასაკში. შემდეგ ის გახდა ისეთი ბრენდების სახე, როგორიცაა Calvin Klein, Chanel, Chloé, Christian Dior, Donna Karan, Dsquared2, Elle Sport, Emanuel Ungaro, Emilio Pucci, Fendi, General Motors, Givenchy, Gucci, Just Cavalli, Kenzo, Mango, MaxMara, Max Factor, Mercedes, Michael Kors, Omega, Ralph Lauren, Revlon, Salvatore Ferragamo, Swarovski, Tommy Hilfiger, Valentino, Versace, Victoria's Secret და Yves Saint Laurent.
2000 წელს კარმენ კასი გახდა „VH1/Vogue“ წლის მოდელი»-ის გამარჯვებული, მისი წინამორბედი იყო ჟიზელ ბუნდჰენი.
2010 წელს განაცხადა, რომ უნდა დაასრულოს საშუალო განათლება და ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარმენ კასი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.12.2012. ციტირების თარიღი: 9.02.2010.
- კარმენ კასი: FMD. ციტირების თარიღი: 9.02.2010.
- კარმენ კასი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Турнир в Майнце. Статья о Кармен Касс. chessbase.com. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
- ↑ Кармен Кассь пообещала закончить среднюю школу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 2010-08-25.